პარტია "საქართველოსთვის" შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, პარტიის სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელ მალხაზ თორიაზე თავდასხმის ფაქტი დროულად გამოიძიონ

პოლიტიკური პარტია "საქართველოსთვის" შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, პარტიის სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელ მალხაზ თორიაზე თავდასხმის ფაქტი დროულად გამოიძიონ.
როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პარტია პოლიტიკური მოტივით განხორციელებულ აღნიშნულ თავდასხმას აფასებს როგორც პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების მიმართ დაშინების და ზეწოლის სისტემური და მიზანმიმართული პროცესის კიდევ უფრო მძიმე გაგრძელებას.
მათი ინფორმაციით, თავდასხმის მიმდებარე ტერიტორიაზე, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს, არსებული კამერების მიზანმიმართულ განადგურებას.
"საქართველოსთვის" მოუწოდებს შსს-ს და პროკურატურას, დაუყოვნებლივ მიიღონ ყველა ზომა მტკიცებულებების განადგურების თავიდან ასაცილებლად:
"გვსურს მოგაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია პარტია „საქართველოსთვის“ სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრ მალხაზ თორიასა და მის არასრულწლოვან შვილზე პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტზე.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2021 წლის 30 დეკემბერს, დაახლოებით 21:30 სთ-ზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში, მალხაზ თორია, მის არასრულწლოვან შვილთან ერთად ავტომანქანით მისული იყო რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი მამის საფლავზე, რა დროსაც, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მის ავტომანქანას მიუახლოვდა და გზა ჩაუხერგა სამმა ავტომანქანამ.
მათ შორის ერთ-ერთი იყო თეთრი ფერის, BMW-ს მარკის, X3 მოდელის, მეორე – ლურჯი ფერის, „მერსედესის“ მარკის, ხოლო მესამე – შავი ფერის (მისი მარკის გარჩევა დაზარალებულებმა ვერ შეძლეს) ავტომანქანა.
სამივე ავტომანქანიდან გადმოვიდა დაახლოებით 8 ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც მალხაზ თორიას მის არასრულწლოვან შვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავდასხმისას 2 მათგანი შეიარაღებული იყო ცეცხლსასროლი იარაღით (პისტოლეტებით).
თავდამსხმელები ახდენდნენ იარაღის დემონსტრირებას, იარაღს უმიზნებდნენ და სროლით ემუქრებოდნენ მალხაზ თორიასა და მის არასრულწლოვან შვილს.
თავდამსხმელებმა მალხაზ თორიას ასევე დაუზიანეს ავტომანქანა, დაუჭრეს ავტომანქანის ოთხივე საბურავი და წაართვეს მობილური ტელეფონი, რომელიც მოგვიანებით ახლომდებარე ტერიტორიაზე იქნა ნაპოვნი.
თავდამსხმელები ახორციელებდნენ თავდასხმის ვიდეოგადაღებას მობილური ტელეფონის საშუალებით.
თავდამსხმელებმა მალხაზ თორიას ღიად განუცხადეს თავდასხმის მიზეზი – პარტია „საქართველოსთვის“ წევრობა.
უთხრეს, რომ „მეტს იმსახურებდა, რადგან არასწორი გზა აირჩია და მათ განუდგა“.
აღსანიშნავია, რომ თავდამსხმელები დღის განმავლობაში გადაადგილდებოდნენ სოფელ კოკში, უთვალთვალებდნენ მალხაზ თორიას სახლს და ეძებდნენ ხელსაყრელ მომენტს თავდასხმისთვის.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება), 151-ე (მუქარა) და 187-ე (სხვისი ნივთის დაზიანება) მუხლებით.
პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკური მოტივით განხორციელებულ აღნიშნულ თავდასხმას აფასებს როგორც პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების მიმართ დაშინების და ზეწოლის სისტემური და მიზანმიმართული პროცესის კიდევ უფრო მძიმე გაგრძელებას, პროცესის, რომელიც ჯერ კიდევ არჩევნებამდე დაიწყო და არჩევნების შემდეგაც გრძელდება.
აღნიშნული თავდასხმა არის ხელისუფლების მხრიდან როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური უმოქმედობის შედეგი – დღემდე პარტიის წევრების და მხარდამჭერების მიმართ განხორციელებული პოლიტიკური დევნის ასზე მეტ ფაქტზე სისტემური რეაგირება სამართალდამცველების მხრიდან არ მომხდარა.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას:
• დროულად გამოიძიონ მალხაზ თორიაზე და მის არასრულწლოვან შვილზე მომხდარი თავდასხმა;
• დროულად დაადგინონ თავდამსხმელთა ვინაობა, მათ შორის მათი შესაძლო კავშირები ხელისუფლებასთან და სამართალდამცავ უწყებებთან;
• დროულად მიანიჭონ საქმეს შესაბამისი კვალიფიკაცია;
• დაუყოვნებლივ მიიღონ ყველა ზომა მტკიცებულებათა განადგურების თავიდან ასაცილებლად. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, თავდასხმის მიმდებარე ტერიტორიაზე, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს, არსებული კამერების მიზანმიმართულ განადგურებას", – აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, პარტია “საქართველოსთვის” წარმომადგენლების განცხადებით, პარტიის სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ზუგდიდის საკრებულოს წევრს, მალხაზ თორიას და მის არასრულწლოვან შვილს 30 დეკემბერს თავს დაესხნენ.
როგორც პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა, კახა ქემოკლიძემ 31 დეკემბერს ბრიფინგზე აღნიშნა, თორდიას ფიზიკურად 8 პირი გაუსწორდა.
სხვა სიახლეები:
🔳 ადვოკატი: მიხეილ სააკაშვილს ორი მთავარი მოთხოვნა აქვს
🔳 "თუკი რუსეთი კვლავ შეიჭრება უკრაინაში, აშშ და მისი მოკავშირეები მყისიერად უპასუხებენ" - თეთრი სახლი
1741280979
მსოფლიოკიტ კელოგი: დონალდ ტრამპს რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვა სურს
უკრაინასა და რუსეთში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა, რომ თეთრი სახლის ლიდერის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ახალი მიდგომა რუსეთის მიმართ ურთიერთობების გადატვირთვას ეხება. ...
1741278600
ახალი ამბები„საქართველო მზად არის განაახლოს დიალოგი ურთიერთპატივისცემის საფუძველზე, თუ ევროკავშირი გადაწყვეტს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას“ - მაკა ბოჭორიშვილი
საქართველო მზად არის განაახლოს დიალოგი ურთიერთპატივისცემის საფუძველზე, თუ ევროკავშირი გადაწყვეტს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვ...
1741275993
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში დაიწყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში დაიწყო.აშხაბადის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა. მთავრობის მეთაურს თურქმე...
1741274766
ახალი ამბები10 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ32-კმ47 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების...
1741274219
ახალი ამბებიგიორგი გამსახურდია ოპოზიციაზე: დასცინიან ადამიანების რელიგიურ გრძნობებს, ამათი „საღადაო“ არის ჯვარი, რწმენა და საერთოდ ყველაფერი, რაც ტრადიციებთან და სულიერ ღირებულებებთან არის ასოცირებული
დიდი მარხვის პირველ დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ Fox News-ზე ნაცრის ოთხშაბათის ჯვრით გამოჩენასთან დაკავშირებით ქართველი ოპოზიციონერების გამოხმაურებას საქართველოს პირველი პრეზიდენტ...