"თუკი რუსეთი კვლავ შეიჭრება უკრაინაში, აშშ და მისი მოკავშირეები მყისიერად უპასუხებენ" - თეთრი სახლი

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 2 იანვარს ტელეფონით უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის ესაუბრა.

ამის შესახებ ინფორმაციას "თეთრი სახლი" ავრცელებს.

მათვე გავრცელებული ცნობის თანახმად, ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტთან საუბარში განმარტა, რომ თუკი რუსეთი კვლავ შეიჭრება უკრაინაში, აშშ და მისი მოკავშირეები მყისიერად უპასუხებენ.

"ლიდერებმა გამოხატეს მხარდაჭერა დიპლომატიური ძალისხმევისადმი, რომელიც მომავალ კვირას დაიწყება ორმხრივი სტრატეგიული დიალოგით ნატოში, ნატო-რუსეთის საბჭოს ფორმატში.

პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების,  მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების ერთგულებას პრინციპის მიმართ „არაფერი შენს შესახებ შენს გარეშე“.

მან კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ერთგულება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მანამდე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტს, უკრაინის საზღვრებთან სიტუაციის დეესკალაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

ამავე თემაზე:

🔳 ბაიდენი პუტინს უკრაინის საზღვრებთან სიტუაციის დეესკალაციისკენ მოუწოდებს

🔳 რუსეთი ,,საშინელ საფასურს“ გადაიხდის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში - ჯო ბაიდენი

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741280979

მსოფლიო

კიტ კელოგი: დონალდ ტრამპს რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვა სურს

უკრაინასა და რუსეთში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა, რომ თეთრი სახლის ლიდერის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ახალი მიდგომა რუსეთის მიმართ ურთიერთობების გადატვირთვას ეხება.  ...

კიტ კელოგი:

1741278600

ახალი ამბები

„საქართველო მზად არის განაახლოს დიალოგი ურთიერთპატივისცემის საფუძველზე, თუ ევროკავშირი გადაწყვეტს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას“ - მაკა ბოჭორიშვილი

საქართველო მზად არის განაახლოს დიალოგი ურთიერთპატივისცემის საფუძველზე, თუ ევროკავშირი გადაწყვეტს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვ...

 მაკა ბოჭორიშვილი

1741275993

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში დაიწყო.აშხაბადის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა. მთავრობის მეთაურს თურქმე...

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში დაიწყო

1741274766

ახალი ამბები

10 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ32-კმ47 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების...

მოძრაობა

1741274219

ახალი ამბები

გიორგი გამსახურდია ოპოზიციაზე: დასცინიან ადამიანების რელიგიურ გრძნობებს, ამათი „საღადაო“ არის ჯვარი, რწმენა და საერთოდ ყველაფერი, რაც ტრადიციებთან და სულიერ ღირებულებებთან არის ასოცირებული

დიდი მარხვის პირველ დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ Fox News-ზე ნაცრის ოთხშაბათის ჯვრით გამოჩენასთან დაკავშირებით ქართველი ოპოზიციონერების გამოხმაურებას საქართველოს პირველი პრეზიდენტ...

გიორგი გამსახურდია