ქართველ ხალხს გამოვლილი გვაქვს ის, რაც ყაზახეთში აღგაგზნებთ - თამარ ჩერგოლეიშვილი

პოლიტიკის ანალიტიკოსი და „ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და პარალელებს საქართველოსთან ავლებს.
„ქართველ ხალხს გამოვლილი გვაქვს ის, რაც ყაზახეთში აღგაგზნებთ - ჩემი ბაბლის ნაწილს.
ჩვენ სისხლიანი რევოლუციაც გვქონდა, უსისხლო რევოლუციაც, და უფრო წინ წავედით - დიდი ნაბიჯით - ხელისუფლება არჩევნებით შევცვალეთ.
ქართველი ხალხი არის უფრო წინ, ვიდრე სხვა პოსტ საბჭოთა რესპუბლიკების ხალხები (ბალტიისპირეთის გამოკლებით).
ჩვენ უკვე შევქმენით რაღაც მცირე, მაგრამ მაინც ტრადიცია. პოლიტიკურ და შემოქმედებით ელიტას ვთხოვ, საკუთარი სასოწარკვეთის სუბლიმაცია უფრო მოკრძალებულად, პრივატულ სივრცეში მოახდინოს (სახლში რაც გინდათ, ის აკეთეთ!!!), პატივი სცეს ქართველი ხალხის მოკლე, სისხლით და უბედურებით, მაგრამ ამავდროულად დიდი აღმაფრენებით და წარმატებებით სავსე პოსტ საბჭოთა გზას და რეგიონში, ან მის შემოგარენში სიოს ყველა დაბერვაზე, ნუ გვაქცევს თალიბებად, ნუ გვცვლის ყაზახებში, ნუ გვამჯობინებს ყველას, სადაც პროტესტს დაინახავს! (უდიდესი პატივისცემით ყველასთან, უბრალოდ ჩვენ ობიექტურად სხვაგან ვართ).
ნუ ამახინჯებთ ისტორიას - თუნდაც უახლესს.
გამოდის ქართველი ხალხი ქუჩაში, როცა ბრაზდება.
და როდის გაბრაზდება, ამას ჩვენ არ შეგვეკითხება - ისე იზამს, ჩვენც პირს დავაღებთ, როგორც 20 ივნისს დავაღეთ.
ჩვენ ვართ სხვაგან და გვინდა არჩევნებით ხელისუფლების ცვლილება, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ, რომ ეს შესაძლებელია.
რა ყაზახეთი?“,-წერს, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე, თამარ ჩერგოლეიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵დააკავეს მასწავლებელი, რომელმაც მოსწავლე კორონავირუსის ვაქცინით აცრა
🔵საბერძნეთში, ბოლო რამდენიმე დღეში კოვიდ 19-ით პოლიციის 2000-ზე მეტი თანამშრომელი დაინფიცირდა
🔵სახელმწიფო მრავალშვილიან ოჯახებს შესაფერის ყურადღებას არ აქცევს - გოგა ჩანადირი
1740417279
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენი პოლიტიკა სხვა არაფერი ყოფილა, თუ არა მშვიდობის შენარჩუნებისთვის ბრძოლა ქვეყანაში და ჩვენ ასეთივე გვინდა ვუსურვოთ მეგობარ უკრაინას
ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენი პოლიტიკა სხვა არაფერი ყოფილა, თუ არა მშვიდობის შენარჩუნებისთვის ბრძოლა ჩვენს ქვეყანაში და ჩვენ ასეთივე გვინდა ვუსურვოთ ჩვენს მეგობარ უკრაინას, - განაცხადა საგარეო საქმეთ...
1740415657
ახალი ამბებინიკოლოზ მეტრეველი: ყველაზე დიდი ცინიზმი და უტიფრობაა, რომ ხვალინდელ მიტინგს სალომე ზურაბიშვილი უდგას სათავეში, ქალი, რომლის წინაპრებიც პირველივე გემით ლაჩრულად გაიქცნენ ქვეყნიდან
ყველაზე დიდი ცინიზმი და უტიფრობაა, რომ ხვალინდელ მიტინგს სალომე ზურაბიშვილი უდგას სათავეში, - წერს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში. როგორც მეტრეველი აღნიშნავს, სწორედ ზურაბიშვილის წინაპრ...
1740413384
ახალი ამბებისპეციალური საგამოძიებო სამსახური სანდრო ცნობილაძის სახლში ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და „მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე დაზარალებული ქალის გამოკითხვის ოქმს“ ასაჯაროებს
სპეციალური საგამოძიებო სამსახური, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების ფაქტზე, დაზარალებული ქალის საჩივრის საფუძველზე გამოძიებას აწარმოებს, - ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო...
1740412185
მსოფლიოორბანი: უნგრეთის მთავრობა შეიმუშავებს კანონმდებლობას ეროვნული სუვერენიტეტის დასაცავად და გამოავლენს უნგრულ მედიაში ჩადებულ უცხოურ დაფინანსებას
უნგრეთის მთავრობა შეიმუშავებს კანონმდებლობას ეროვნული სუვერენიტეტის დასაცავად და, აშშ-ის ახალი მთავრობის მაგალითის მიხედვით, გამოავლენს უნგრულ მედიაში ჩადებულ უცხოურ დაფინანსებას, - ამის შესახებ უნგრ...
1740410421
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: „ქართული ოცნების“ პრინციპებისა და ღირებულებების ერთგულებამ აჩვენა ის, რომ ჩვენი ახალგაზრდები არ იღუპებიან ომში და ქვეყანაში თენდება ბომბების წვიმის გარეშე
„ქართული ოცნების“ პრინციპებისა და ღირებულებების ერთგულებამ აჩვენა ის, რომ ჩვენ მშვიდობიან ქვეყანაში ვიღვიძებთ, გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ჩვენი ახალგაზრდები არ იღუპებიან ომში, ქვეყანაში თენდებ...