„რაც შეიძლება მეტი სპორტული მოედანი უნდა გავაკეთოთ, რათა მეტი ხვიჩა კვარაცხელია გავუზარდოთ ქვეყანას“ - კალაძე

რაც შეიძლება მეტი სპორტული მოედანი უნდა გავაკეთოთ, რათა მეტი ხვიჩა კვარაცხელია, მეტი წარმატებული ადამიანი გავუზარდოთ ჩვენს ქვეყანას, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე იტალიის საფეხბურთო კლუბ „ნაპოლიში“ მოთამაშე ქართველი ფეხბურთელის ბოლოდროინდელ წარმატებებს.
როგორც მან მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, თბილისის მერიას, გამოწვევების მიუხედავად, აქვს უამრავი პროექტი იმისთვის, რომ მეტად კომფორტული გახდეს ქალაქი, მეტი სკვერი, რეკრეაციული სივრცე და სპორტული მოედანი გაკეთდეს.
„ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი გამოწვევა, უამრავი პრობლემა, მაგრამ ყველა ვართ შემართებით და გვაქვს მზაობა, რომ დავუპირისპირდეთ ამ პრობლემებს, დავუპირისპირდეთ კონკრეტული საქმეებით, პროექტებით, გადასადგმელი ნაბიჯებით, რათა ხვალინდელი თბილისი იყოს გაცილებით უკეთესი, ვიდრე არის დღეს, ვიდრე იყო გუშინ და გუშინწინ. ამის ყველანაირი რესურსი და შესაძლებლობა გაგვაჩნია.
ჩვენ მზად ვართ, გემსახუროთ, ვემსახუროთ ამ ქალაქს იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავალამაზოთ, კიდევ უფრო კომფორტული გავხადოთ, მეტი ინფრასტრუქტურა მოვაწესრიგოთ, გამართული იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რაც შეიძლება მეტი სკვერი და რეკრეაციული სივრცე თუ სპორტული მოედანი გავაკეთოთ, რათა მეტი ხვიჩა კვარაცხელია, მეტი წარმატებული ადამიანი გავუზარდოთ ჩვენს ქვეყანას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 “ბადანტემ” მოხუცის სახლში მეგობრები დაუკითხავად შეუშვა - რა მოჰყვა მის ქმედებას?!
🔵 სასაზღვრო პოლიციამ საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისა და ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავა
1740417279
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენი პოლიტიკა სხვა არაფერი ყოფილა, თუ არა მშვიდობის შენარჩუნებისთვის ბრძოლა ქვეყანაში და ჩვენ ასეთივე გვინდა ვუსურვოთ მეგობარ უკრაინას
ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენი პოლიტიკა სხვა არაფერი ყოფილა, თუ არა მშვიდობის შენარჩუნებისთვის ბრძოლა ჩვენს ქვეყანაში და ჩვენ ასეთივე გვინდა ვუსურვოთ ჩვენს მეგობარ უკრაინას, - განაცხადა საგარეო საქმეთ...
1740415657
ახალი ამბებინიკოლოზ მეტრეველი: ყველაზე დიდი ცინიზმი და უტიფრობაა, რომ ხვალინდელ მიტინგს სალომე ზურაბიშვილი უდგას სათავეში, ქალი, რომლის წინაპრებიც პირველივე გემით ლაჩრულად გაიქცნენ ქვეყნიდან
ყველაზე დიდი ცინიზმი და უტიფრობაა, რომ ხვალინდელ მიტინგს სალომე ზურაბიშვილი უდგას სათავეში, - წერს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში. როგორც მეტრეველი აღნიშნავს, სწორედ ზურაბიშვილის წინაპრ...
1740413384
ახალი ამბებისპეციალური საგამოძიებო სამსახური სანდრო ცნობილაძის სახლში ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და „მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე დაზარალებული ქალის გამოკითხვის ოქმს“ ასაჯაროებს
სპეციალური საგამოძიებო სამსახური, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების ფაქტზე, დაზარალებული ქალის საჩივრის საფუძველზე გამოძიებას აწარმოებს, - ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო...
1740412185
მსოფლიოორბანი: უნგრეთის მთავრობა შეიმუშავებს კანონმდებლობას ეროვნული სუვერენიტეტის დასაცავად და გამოავლენს უნგრულ მედიაში ჩადებულ უცხოურ დაფინანსებას
უნგრეთის მთავრობა შეიმუშავებს კანონმდებლობას ეროვნული სუვერენიტეტის დასაცავად და, აშშ-ის ახალი მთავრობის მაგალითის მიხედვით, გამოავლენს უნგრულ მედიაში ჩადებულ უცხოურ დაფინანსებას, - ამის შესახებ უნგრ...
1740410421
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: „ქართული ოცნების“ პრინციპებისა და ღირებულებების ერთგულებამ აჩვენა ის, რომ ჩვენი ახალგაზრდები არ იღუპებიან ომში და ქვეყანაში თენდება ბომბების წვიმის გარეშე
„ქართული ოცნების“ პრინციპებისა და ღირებულებების ერთგულებამ აჩვენა ის, რომ ჩვენ მშვიდობიან ქვეყანაში ვიღვიძებთ, გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ჩვენი ახალგაზრდები არ იღუპებიან ომში, ქვეყანაში თენდებ...