როგორ შევამციროთ თრომბოზის რისკი - გიორგი ღოღობერიძის რჩევები

ექიმი გიორგი ღოღობერიძე საზოგადოებას ახალ რჩევებს უზიარებს. 

ღოღობერიძე რჩევებს იმ ადამიანებს აძლევს, ვინც კორონავირუსით არიან ინფიცირებულები, ან ვირუსი ახლახან გადაიტანეს.

"ზოგადად, კოვიდინფექციის დროს ახალგაზრდები ნაკლებად იღუპებიან, მაგრამ ვინც იღუპება, აღმოჩნდა რომ დომინირებს თრომბოზის ფაქტორი. აქ ვითარდება ღრმა ვენების თრომბოზი, რომელიც შეიძლება მარტივად მოწყდეს, ფილტვის არტერიაში გაიჭედოს და გული გააჩეროს. 

მინდა რამდენიმე რჩევა მოგცეთ, თუ როგორ შეიძლება შეამციროთ ღრმა ვენების თრომბოზის რისკი.

მედიკამენტების გარეშეც შეიძლება მაისგან თავის არიდება მარტივად:

პირველი, ეს არის, რომ ატაროთ რაც შეიძლება მოტკეცილი შარვალი, ეს დაახლოებით უტოლდება კომპრესულ სახვევებს. როცა გაცვიათ მოტკეცილი შარვალი, ეს ნიშნავს, რომ აწვები ზედაპირულ ვენებს, მათ კეტავ და სისხლი მოძრაობს მხოლოდ ღრმა ვენებში, თუ რა თქმა უნდა, ხარ კოვიდინფიცირებული ან ახლახანს მოიხადე კოვიდინფექცია.

მეორე, დაწოლისას შეეცადეთ, ფეხები გქონდეთ გულის დონეზე ოდნავ მაღლა, ტერფების ქვეშ დაიდეთ ბალიში. მა შემთხვევაში ხელს უწყობ ღრმა ვენები კარგად დაიცალოს. თუ ის კარგად დაიცლება, სისხლი არ გაჩერდება და არ დაითრომბება.

მესამე - ფეხი ფეხზე არ გადაიდოთ, თუ ხართ კოვიდინფიცირებული ან ახლახან მოიხადეთ ინფექცია. ასეთ დროს მუხლქვეშა ვენას კეტავთ, სისხლი ჩერდება ღრმა ვენებში, რაც იწვევს თრომბოზს.

მეოთხე - წონაში კლება. წონის შემცირება თამაშობს ძალიან დიდ როლს.

მეხუთე - სითხეები მიიღეთ საკმარისი რაოდენობით. ძალიან ბევრმა იცით, რომ კოვიდინფექციის დროს უნდა ივარჯიშოს, ვარჯიში ყველაზე იდეალური საშუალებაა, ყველაფერი გააკეთეთ რომ არასდროს, არც ერთი წამით არ იყოთ მოსვენებულ და მოდუნებულო მდგომარეობაში. სულ უნდა იმოძრაოთ.

მაგრამ როცა ბევრს მოძრაობთ ძალიან ბევრ წყალს აორთქლებთ და გამოშრებით, ასეთ დროს სისხლი ძალიან ბლანტდება და ითრომბება, ამიტომ სითხეები უნდა მიიღოთ. სითხეები უნდა მიიღოთ მანამ, სანამ თქვენი შარდი არ გახდება ღია ფერის, როცა ღია ფერის გახდება, ეს ნიშნავს, რომ თქვენ სვამთ საკმარისი რაოდენობის წყალს.

მეექვსე - თუ გაქვთ თრომბოზის ოჯახური ისტორია, თუ დედას, მამას, ბაბუას, ბებიას ჰქონდა მიოკარდიუმის ინფარქტი, თავის ტვინის ინსულტი ან სიმსივნეები, თუ აქვთ მიდრეკილება თრომბოზისკენ, შეეცადეთ რომ საკვებში ნაკლებად მიიღოთ ისპანახი, მასში ძალიან ბევრია კა ვიტამინი, თრომბოზისკენ მიდრეკილ ადამიანებში იზრდება რისკი, ჯანმრთელ ადამიანებში ისპანახი პრობლემას არ წარმოადდგენს", - აცხადებს გიორგი ღოღობერიძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1742154711

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტმა მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრები და რაგბის კავშირის წარმომადგენლები ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრები, მწვრთ...

საქართველოს პრეზიდენტ

1742153883

საზოგადოება

გიორგი ვოლსკი აშშ-ის ელჩის მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე: ნორმალურ კალაპოტში დგება მსოფლიო პროცესები და ამ ნორმალიზაციის მებაირაღე არის აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია. რიგგარეშე ამ შეხვედრაზე არაფერი არ მომხდარა

ჩვეულებრივი შეხვედრა იყო, ნორმალურ კალაპოტში დგება მსოფლიო პროცესები და ამ ნორმალიზაციის მებაირაღე არის აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია. რიგგარეშე ამ შეხვედრაზე არაფერი არ მომხდარა, - განაცხადა გადაცემაში...

გიორგი ვოლსკი

1742151649

საზოგადოება

დეკანოზი იოანე (გორელიშვილი): მისასალმებელია, როდესაც ნარკომოვაჭრეების მიმართ კანონი მკაცრდება

მისასალმებელია, როდესაც ნარკომოვაჭრეების მიმართ კანონი მკაცრდება და ასევე გასათვალისწინებელია, რომ მხოლოდ ამით არ უნდა შემოვიფარგლოთ - საჭიროა პრევენციული ზომები, - განუცხადა „იმედის კვირას“ დეკანოზმა...

დეკანოზი იოანე

1742147726

მსოფლიო

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის 24 საათში დასრულებაზე საპრეზიდენტო კამპანიისას გაკეთებული განცხადება „ცოტათი სარკასტული“ იყო

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, საპრეზიდენტო კამპანიის დროს გაკეთებული განცხადება, რომ უკრაინაში ომს 24 საათში დაასრულებდა, ცოტათი სარკასტული იყო. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა შერილ ატი...

დონალდ ტრამპი

1742146353

ახალი ამბები

წაჩხურუს მთის ფერდობზე ხანძარია

მარტვილის მუნიციპალიტეტში ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი წაჩხურის მთის ფერდობს უკიდია. „ბოლო ორი დღის განმავლობაში მუნიციპალიტეტში რვა ლოკაციაზე იყო ხანძარი, თუმცა ამ წუთას მხოლოდ ერთ ადგილას, ნობულევის მხა...

წაჩხურუ