„აქაც კარგი საბუთიანი გიჟები ცხოვრობენ, ჩვენი არ იყოს“ - ემიგრანტი ჟურნალისტი აშშ-დან

ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები, ქართველი ჟურნალისტი შორენა გოგოლაძე, საქართველოდან ნიუ იორკში ჩასულ, სამუშაოს მაძიებელ მეგობარზე ისტორიას იხსენებს.
„წიგნის დაწერა რომ შემეძლოს, აუცილებლად დავწერდი ამერიკაში მყოფ ქართველ ქეარგივერებზე. მათ ისტორიებს, რომელიც ზოგჯერ ისეთი სასაცილოა და ზოგჯერ ძალიან სევდიანი. რადგან მე სევდებზე არ მიყვარს გაჩერება, ერთ სასაცილო ისტორიას მოგიყვებით.
ძველი ამბავია, გასული წლის. მოკლედ ჩემი მეგობარი ეძებს სამსახურს ბებოსთან, ან ბაბუსთან.
აქაც ჩვენ ჩვენი მოთხოვნები გვაქვს როცა სამსახურს ვეძებთ. ზოგს უნდა მოსიარულე (ასე ვეძახით შემოკლებით), უნდა ცხოვრობდეს მარტო. (ეს იმას ნიშნავს, რომ სასურველია მისი შვილები ცხოვრობდნენ შორს, კიდევ უფრო სასურველი - შტატს გარეთ). ჰქონდეს ეზოიანი სახლი და ა.შ. ზოგს პირიქით ურჩევნია, მწოლიარე, ღამის 3 საათზე რომ არ გაიპაროს გარეთ.
მოთხოვნები აქვთ დამქირავებლებსაც. მაგალითად ზოგს უნდა მართვის მოწმობით და მანქანით იყოს ქეარგივერი, გამხდარი, ასაკი 30-50 წელი.
სხვათა შორის, დამეთანხმებიან აქაურები, ძალიან უნდათ იყოს ქართველი (ამ თემას ვიკვლევ ჯერ, არ ვიცი მიზეზი. დაახლოებით კი ვხვდები რატომ).
ჩემი მეგობრის ამბავს რომ დავუბრუნდე, ეძებს სამსახურს. ვზივართ გარეთ გოგოები, სამუშაო დღის ბოლოა, ვსვამთ ყავას, ვყვებით საღლიცინო ამბებს და რეკავს ტელეფონი.
გავჩუმდით ყველა, ველოდებით რას ეტყვიან. დაიწყო დამსაქმებელმა ჩამოთვლა.
ესეიგიო ოჯახი ეძებს-ო: საშუალო ასაკის, ენერგიულ ადამიანს, მართვის მოწმობით, კარგი ინგლისურით, სამუშაოს გამოცდილებით, სარეკომენდაციო წერილებით. ხელფასიც დიდებული.
ეს ჩემი მეგობარი აკმაყოფილებდა ყველა მოთხოვნას და მოკლედ, ეგა ვარო, რასაც ეძებთ, როდის მოვიდეო. იმ ქალმა, ტელეფონის მეორე მხარეს, მოიცაო და კიდევ, ზოდიაქოთი თხის რქასო,
- ჰოდა თხის რქა ხარო?
- არა, ლომიო - ამან და დარჩა სამსახურის გარეშე.
აქაც კარგი საბუთიანი გიჟები ცხოვრობენ, ჩვენი არ იყოს“, - წერს ფეისბუკში აშშ-ში მცხოვრები ჟურნალისტი, შორენა გოგოლაძე.
ასევე საინტერესოა:
1741451878
საზოგადოებაპეტრე ცისკარიშვილი თვითმმართველობის არჩევნებზე: ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“ მონაწილეობას არ მივიღებთ
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით „ნაციონალური მოძრაობა“ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. ხოლო იმ კონკრეტულ ძალებზე...
1741448456
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი გუდაურში მიმდინარე შეჯიბრებაზე: ჩვენ უკვე 300-ზე მეტ საერთაშორისო სპორტსმენს ვუმასპინძლებთ ჩვენს სათხილამურო კურორტებზე
ჩვენ უკვე 300-ზე მეტ საერთაშორისო სპორტსმენს ვუმასპინძლებთ ჩვენს სათხილამურო კურორტებზე. მიმდინარე შეჯიბრიც ძალიან წარმატებულია ჩვენი ქვეყნისთვის, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრ...
1741445968
საზოგადოებაპაატა სალია ოჯახური ღირებულებების კანონზე: ეს ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთა იყო, შესაბამისად, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისთვის, რომ ჩვენ ეს კანონი გავაუქმოთ
ირიბად, ეს ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოს ლეგიტიმურობას აღიარებენ, რადგან ითხოვენ, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტმა გააუქმოს კანონი - მთავრობა ვერ გააუქმებს კანონს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლეს...
1741443176
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: სამწუხაროა, რომ ევრო ბიუროკრატები კვლავ ილუზიის ქვეშ იმყოფებიან, თითქოს არის ათასობით სქესი. მადლობა ღმერთს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენ ამის მტკიცება არ გვჭირდება, არის ორის სქესი, კაცი და ქალი
სამწუხაროა, რომ ევრო ბიუროკრატები კვლავ ილუზიის ქვეშ იმყოფებიან, თითქოს არის ათასობით სქესი. მადლობა ღმერთს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენ ამის მტკიცება არ გვჭირდება, არის ორის სქესი, კაცი და...
1741442993
ახალი ამბებისპორტის მინისტრი: სასიხარულოა, რომ დღეს სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულთა მსოფლიო ყურადღების ცენტრშია გუდაური და ამინდშიც ძალიან გაგვიმართლა
სასიხარულოა, რომ დღეს სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულთა მსოფლიო ყურადღების ცენტრშია გუდაური და ამინდშიც ძალიან გაგვიმართლა, - განაცხადა სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ. მინისტრი გუდაურში იმყოფება...