"სააკაშვილი გადასაყვანია დროულად, ნაცებმა გარანტია უნდა მისცენ ერს და ბერს, რომ პროვოკაციას არ მოაწყობენ" - ნინა კობახიძე

"სააკაშვილი გადასაყვანია მულტიპროფილურ კლინიკაში დროულად, ზედმეტი გართულებების და ისტერიების გარეშე",- ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ყოფილი მოადგილე ნინა კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.
"ნაცებმა გარანტია უნდა მისცენ ერს და ბერს რომ პროვოკაციას არ მოაწყობენ.
ხელისუფლება მზად უნდა იყოს ყველანაირი სცენარისთვის.
უკან რომ დააბრუნებენ და ისევ იშიმშილებს, ათასჯერ უნდა გადაიყვანონ და გადმოიყვანონ!
ამ ამბების მძევალი არ უნდა იყოს მთელი ქვეყანა და ხალხი.
ამ ადამიანმა პასუხი უნდა აგოს სამართლიანი სასამართლოს წინაშე - ჯანმრთელმა, გონებით და სრული პასუხისმგებლობით!
დანარჩენი ყველაფერი დროის გაწელვა და ქვეყნის დაზიანებააა",- წერს ნინა კობახიძე.
დღეს საღამოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომ, ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ სააკაშვილი წაიქცა, რომელიც მისი თქმით საკაცეზე დააწვინეს და წაიყვანეს.
აღნიშნული განცხადებიდან მალევე პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.
ცნობისთვის, სახალხო დამცველის ექიმთა ჯგუფმა გუშინ დასკვნა გამოქვეყნდა, სადაც აღნიშნულია, რომ სააკაშვილივით კრიტიკული პაციენტის მართვის პირობებს მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს.
უახლესი ცნობით, რესპუბლიკური კლინიკის ექიმი-რეანიმატოლოგი გულიკო ქილიფთარი აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა უკვე დამაკმაყოფილებელია. მისი თქმით, სააკაშვილი დარჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, სადაც მუდმივი დაკვირვების ქვეშ იქნება.
ამავე თემაზე:
1741810492
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ყველა გარემოების გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, რომ იყო შანტაჟის მოლოდინი კანდიდატის სტატუსის გამოყენებით, საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი დაუჭირა განაცხადის შეტანას
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თემა უცნაურად დადგა დღის წესრიგში, იყო ძალიან დიდი ზეწოლა, გვთხოვდნენ ომში ჩართვას, იყენებენ სხვადასხვა ინსტრუმენტს, როდესაც არ ვიღებდით ამ წინადადებას და არ ვემორჩილე...
1741810419
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: „დიფ სთეითი“ ძალიან დაგვეხმარა რადიკალური ოპოზიციის პრაქტიკულად განადგურებაში
„დიფ სთეითი“ ძალიან დაგვეხმარა რადიკალური ოპოზიციის პრაქტიკულად, განადგურებაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში. პრემიერის თქმით, ისინი წავიდნენ ვა-...
1741808670
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: უკრაინაში მიმდინარე ომი არის მთავარი, რამაც დატვირთა საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობა და ამ ომის დასრულებამ უნდა გადატვირთოს ეს ურთიერთობები
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობის დატვირთვის მთავარი მიზეზი უკრაინაში მიმდინარე ომია და ამ ომის დასრულებამ უნდა გადატვირთო...
1741808637
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: რაც უფრო მალე დამყარდება მშვიდობა, მით უფრო მალე გაჯანსაღდება ვითარება ჩვენს გარშემო და ეს აისახება ჩვენს ქვეყანაზე
როცა საუბარია deep state-ზე, იგივე “გლობალურ ომის პარტიაზე”, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის ძალიან ძლიერი ძალა და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ სიფრთხილე უნდა შევინარჩუნოთ, - განაცხადა საქ...
1741808601
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველანაირი მოვლენის განვითარებისთვის უნდა ვიყოთ მზად, ისეთი რთული პროცესები გამოვიარეთ გასული სამი წლის განმავლობაში, რომ ვფიქრობ, ამის იქით ვერავინ მოგვერევა
ჩვენ ყველანაირი მოვლენების განვითარებისთვის უნდა ვიყოთ მზად, ისეთი რთული პროცესები გამოვიარეთ გასული სამი წლის განმავლობაში, რომ ვფიქრობ, ამის იქით ვერავინ მოგვერევა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მ...