სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი დაიწყო

დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმეზე ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი დაიწყო.

სხდომას პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტიც ესწრება. დღეს დაცვის მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. როგორც ადვოკატმა სასამართლოს შენობაში შესვლამდე განაცხადა, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე მოწმის სახით გამოიძახეს პროცესზე.

„ეს საქმე არის პოლიტიკური დევნის და შერჩევითი მართლმსაჯულების მკაფიო ნიმუში. ხარჯები რაზეც მიხეილ სააკაშვილს და თემურ ჯანაშიას ასამართლებენ გაიწეოდა ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის დროს, როცა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს ხელმძღვანელობდა ანზორ ჩუბინიძე. ჩვენ ის გამოვიძახეთ მოწმედ. მას უწყება ჩაბარდა და იმედი გვაქვს რომ ის დღეს სასამართლო პროცესზე გამოცხადდება“, - განაცხადა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

პროცესის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამაც.

„ამ ინსტიტუტს მე საერთოდ პატივს ვცემ, მაგრამ იმ შემადგენლობით დღეს რომ არის, არანაირი ნდობა ჩემგან არ აქვთ. ამიტომ მე ამ პროცესებზე დავდივარ ჩემი შვილის სანახავად. რაც შეეხება ამ საქმეებს, ჩემთვის ყველაფერი ერთია - ერთი დიდი უსამართლობა“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵TikTok-ზე სასიკვდილო თამაში ვრცელდება, რომელმაც 80-ზე მეტი არასრულწლოვანი იმსხვერპლა - ბავშვები ვიდეოს ჩაწერის დროს იგუდებიან

🔵უკვე გვაქვს ისტორია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით - იენს სტოლტენბერგი

🔵გამოვლინდა კორონავირუსის 25 161 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 51 პაციენტი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741280979

მსოფლიო

კიტ კელოგი: დონალდ ტრამპს რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვა სურს

უკრაინასა და რუსეთში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა, რომ თეთრი სახლის ლიდერის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ახალი მიდგომა რუსეთის მიმართ ურთიერთობების გადატვირთვას ეხება.  ...

კიტ კელოგი:

1741278600

ახალი ამბები

„საქართველო მზად არის განაახლოს დიალოგი ურთიერთპატივისცემის საფუძველზე, თუ ევროკავშირი გადაწყვეტს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას“ - მაკა ბოჭორიშვილი

საქართველო მზად არის განაახლოს დიალოგი ურთიერთპატივისცემის საფუძველზე, თუ ევროკავშირი გადაწყვეტს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვ...

 მაკა ბოჭორიშვილი

1741275993

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში დაიწყო.აშხაბადის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა. მთავრობის მეთაურს თურქმე...

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში დაიწყო

1741274766

ახალი ამბები

10 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ32-კმ47 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების...

მოძრაობა

1741274219

ახალი ამბები

გიორგი გამსახურდია ოპოზიციაზე: დასცინიან ადამიანების რელიგიურ გრძნობებს, ამათი „საღადაო“ არის ჯვარი, რწმენა და საერთოდ ყველაფერი, რაც ტრადიციებთან და სულიერ ღირებულებებთან არის ასოცირებული

დიდი მარხვის პირველ დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ Fox News-ზე ნაცრის ოთხშაბათის ჯვრით გამოჩენასთან დაკავშირებით ქართველი ოპოზიციონერების გამოხმაურებას საქართველოს პირველი პრეზიდენტ...

გიორგი გამსახურდია