თამარ გაბუნია: „ომიკრონის“ პიკი გადავლილია, სტაბილიზაციის ფაზაში გადავედით

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „ომიკრონის“ გავრცელების პიკი ქვეყანაში გადალახულია, თუმცა მიმდინარე კვირა ამ შეფასებაში გადამწყვეტი იქნება.

როგორც გაბუნია აცხადებს, თვის ბოლოსთვის შემთხვევების რაოდენობა მოიკლებს.

დღევანდელი და ამ კვირის მაჩვენებლები უკვე მიუთითებს, რომ „ომიკრონის“ პიკი გადავლილია.

ჩვენ გადავედით გარკვეულწილად სტაბილიზაციის ფაზაში, თუმცა ეს კვირა მაინც კვირის ბოლომდე იქნება გადამწყვეტი იმისთვის, რომ საბოლოოდ შეგვეძლოს ამ დასკვნის გაკეთება.

დღევანდელი მდგომარეობით, მობილიზაცია მაინც მაქსიმალური რჩება.

თუმცა, თებერვლის ბოლოსკენ შედარებით შედარებით შემსუბუქდება ზეწოლა ჰოსპიტალურ სექტორზეც და შემთხვევების რაოდენობამაც წესით უნდა მოიკლოს“, – განაცხადა გაბუნიამ.

რაც შეეხება იზოლაციის ვადებს, თამარ გაბუნიას თქმით, საქართველოს იყენებს იმ პროტოკოლს, რომელიც იზოლაციის დღეების შემცირებას გულისხმობს.

მთელი მსოფლიო და ჩვენც ასევე ვიყენებთ იმ პროტოკოლს, რომელიც ითვალისწინებს იზოლაციის დღეების შემოკლებას.

აქ მთავარი ფაქტორი არის ის, რომ პირს არ უნდა ჰქონდეს სიმპტომი.

სიმპტომური პირი გადამდები რჩება.

შვიდი დღეც არის იმ დაშვებით, რომ გასული 24 საათის განმავლობაში ადამიანი უნდა იყოს სრულიად უსიმპტომო, არ უნდა ჰქონდეს ტემპერატურა და სხვა სიმპტომები.

იმ შემთხვევაში, თუ ის მაინც არის გადამდები, ამ გადამდებლობის ხარისხი მცირდება და დაცვა გარანტირებულია ნიღბის გამოყენებით. ამიტომ არის იმ რეკომენდაციაში, რომ შვიდი დღის შემდეგ თუ იზოლაცია დასრულდა, პირმა კიდევ დამატებით ხუთი დღე აუცილებლად უნდა გამოიყენოს ნიღაბი მკაცრად.

სხვაგვარად შესაძლოა, იყოს ისევ რისკებთან დაკავშირებული“, – განაცხადა გაბუნიამ.

ამასთან, მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ლაბორატორიული გამოკვლევა იზოლაციის ფაზის დასრულების შემდეგ საჭირო არ არის.

როდესაც პისიარტესტი ტარდება ლაბორატორიაში, იქ გარკვეულწილად ჩანს, რა ეტაპზეა დაავადების მიმდინარეობა, მაგრამ როდესაც სრულდება იზოლაციის ვადა, შვიდი დღე, პირი არ არის სიმპტომური, მას შეუძლია, მშვიდად დაუბრუნდეს ჩვეულ საქმიანობას და ატაროს ნიღაბი ხუთი დღის განმავლობაში.

არც ლაბორატორიული ტესტირება და არც არანაირი ფაზების შეფასება ნამდვილად საჭირო არ არის“, – განაცხადა გაბუნიამ.

სხვა სიახლეები:

🔳 თბილისსა და რეგიონებში პოლიციამ იარაღი ამოიღო, დაკავებულია რვა პირი

🔳 როგორია ეპიდვითარება საქართველოში - კორონავირუსით კიდევ 55 პაციენტი გარდაიცვალა

🔳 “სავალალო მდგომარეობა გვაქვს, ქართველი გოგონების თურქეთის ჰარამხანებში გამოკეტვასთან დაკავშირებით” - ისტორია სოციალური ქსელიდან

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741280979

მსოფლიო

კიტ კელოგი: დონალდ ტრამპს რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვა სურს

უკრაინასა და რუსეთში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა, რომ თეთრი სახლის ლიდერის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ახალი მიდგომა რუსეთის მიმართ ურთიერთობების გადატვირთვას ეხება.  ...

კიტ კელოგი:

1741278600

ახალი ამბები

„საქართველო მზად არის განაახლოს დიალოგი ურთიერთპატივისცემის საფუძველზე, თუ ევროკავშირი გადაწყვეტს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას“ - მაკა ბოჭორიშვილი

საქართველო მზად არის განაახლოს დიალოგი ურთიერთპატივისცემის საფუძველზე, თუ ევროკავშირი გადაწყვეტს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვ...

 მაკა ბოჭორიშვილი

1741275993

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში დაიწყო.აშხაბადის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა. მთავრობის მეთაურს თურქმე...

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში დაიწყო

1741274766

ახალი ამბები

10 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ32-კმ47 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების...

მოძრაობა

1741274219

ახალი ამბები

გიორგი გამსახურდია ოპოზიციაზე: დასცინიან ადამიანების რელიგიურ გრძნობებს, ამათი „საღადაო“ არის ჯვარი, რწმენა და საერთოდ ყველაფერი, რაც ტრადიციებთან და სულიერ ღირებულებებთან არის ასოცირებული

დიდი მარხვის პირველ დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ Fox News-ზე ნაცრის ოთხშაბათის ჯვრით გამოჩენასთან დაკავშირებით ქართველი ოპოზიციონერების გამოხმაურებას საქართველოს პირველი პრეზიდენტ...

გიორგი გამსახურდია