TV პირველი: „ღარიბაშვილის გარემოცვის პერსონალური ანგარიშსწორება ჟურნალისტების მიმართ - „მთავარი მიზანია, გაჩერდეს ნოდარ მელაძე“

ღარიბაშვილის გარემოცვის პერსონალური ანგარიშსწორება "ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტების მიმართ - ყველაზე გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციები პირდაპირ ამბობენ, რომ საქართველოს პრემიერი და მისი უახლოესი გარემოცვის მთავარი მიზანია ნოდარ მელაძე გააჩუმონ და კრიტიკულ მედიას დისკომფორტი შეუქმნან.
„მათი მთავარი მიზანია გაჩერდეს ნოდარ მელაძე. ვხედავთ, წლების განმავლობაში რასაც აკეთებენ - ემუქრებიან კონკრეტულ ჟურნალისტებს, იწყებენ გამოძიებას კრიტიკული მედიამფლობელების წინააღმდეგ. ეს კონკრეტული ნაბიჯები მიმართულია იქითკენ, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა არ ისაუბრონ, არ გამოიძიონ, არ უთხრან ადამიანებს, რომ მათ ფულს ჰპარავენ და კონკრეტული ადამიანები მდიდრდებიან.
ამ ყველაფრით მედიაგარემო ზარალდება, ვერ წარმომიდგენია, ხელისუფლებამ რა შეიძლება დამატებით მოიფიქროს, რომ გააჩუმოს მედია'' - აცხადებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა გიგაური.
"მედიის უფლებების" ხელმძღვანელი, ნათია კაპანაძე ამბობს, რომ სახეზეა ჟურნალისტების დაშინების მცდელობა.
„სარჩელი აცდენილია საქართველოს კანონმდებლობას, რადგან არ შეიძლება ჟურნალისტი მოპასუხე იყოს. ჟურნალისტის პირადი ქონება და ანგარიშები არ შეიძლება დავაში რაიმე კუთხით იყოს განხილული, ეს ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას"- თქვა მან.
ნათია კაპანაძის თქმით, ამ დავაში სასამართლოა ის რგოლი, რომელმაც ჟურნალისტის დაცვა უნდა უზრუნველყოს.
ხელისუფლება კრიტიკული მედიის გაჩუმების ახალ ხერხებს მიმართავს. პრემიერ ღარიბაშვილის გარემოცვამ "ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტების საბანკო ანგარიშებისა და ქონების დაყადაღების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა.
საქმე ეხება ბიზნესმენ ნუგზარ ალუღიშვილის და ირაკლი ღარიბაშვილის მამის სავარაუდო ბიზნესს ინტერესებზე მომზადებულ ჟურნალისტურ გამოძიებას.
კრიტიკული მედიის წარმომადგენლები მომხდარს პრემიერის პერსონალურ შურისძიებას უკავშირებენ. ნოდარ მელაძე ამბობს, რომ პრემიერი ძალიან გაბრაზდა, იმ თემით, რომ სწორედ მისმა გუნდმა გამოიკვლია ღარიბაშვილის მიერ მიტაცებული, ბაკურიანი ტყის ამბავი.
წყარო: „ტვ პირველი“
ასევე საინტერესოა:
🔵 ლუჰანსკში სეპარატისტების ნასროლი ჭურვი საბავშვო ბაღს დაეცა
🔵 „ოპოზიციას ირაკლი კობახიძის ბევრად უფრო ეშინია, ვიდრე ბიძინასი“- არჩილ გამზარდია
1741254513
მსოფლიოირლანდიის მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, საზღვარგარეთ მყოფი ირლანდიელი ოფიციალური პირების დასაცავად სპეცრაზმი გააგზავნოს
ირლანდიის მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, საზღვარგარეთ მყოფი ირლანდიელი ოფიციალური პირების დასაცავად სპეცრაზმი გააგზავნოს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივ...
1741253103
მსოფლიოილონ მასკი - სახელმწიფოს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის დაფინანსების დაშვება, დიდი მასშტაბის თაღლითობის საშუალებას იძლევა, რომლის თვალყურის დევნება ძალიან რთულია
ილონ მასკი მთავრობის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას მასშტაბურ თაღლითობას უკავშირებს. მისი თქმით, სახელმწიფოს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის დაფინანსების დაშ...
1741252033
ახალი ამბებიშსს - გიორგი ბაჩიაშვილისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარების ბრალდებით ერთი პირია დაკავებული
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გიორგი ბაჩიაშვილისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარების ბრალდებით დაკავებულია, 1977 წელს დაბადებ...
1741250527
ახალი ამბებისაქსტატი - 2024 წლის მეოთხე კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 10.0 პროცენტით, 62 მილიარდ ლარამდე გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის მეოთხე კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნესის სექტორის ბრუნვის მოცულობა 10.0 პროცენტით გაიზარდა და 62.0 მილიარდი ლარი შეად...
1741248563
მსოფლიოქალაქ არნემის ისტორიულ ცენტრში მასშტაბური ხანძარია
ნიდერლანდების ქალაქ არნემში, ისტორიული ცენტრის ერთ-ერთ შენობაში ღამით ხანძარი გაჩნდა, რის შემდეგაც ცეცხლი მე-18 და მე-19 საუკუნეების ათობით სახლს მოედო. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. ხანძარი...