„ყრუ კედელი ხელისუფლებასა და მოქალაქეებს შორის იზრდება და ამ პოლიტიკას სამწუხაროდ ადამიანები ეწირებიან“ - ყოფილი სახალხო დამცველი

„ყრუ კედელი ხელისუფლებასა და მოქალაქეებს შორის იზრდება და ამ პოლიტიკას სამწუხაროდ ადამიანები ეწირებიან“ - ასე ეხმაურება ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ტრაგიკულ შემთხვევას, რომელსაც დევნილი 52 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

თბილისის ზღვასთან, ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებმა დევნილმა კაცმა პროტესტის ნიშნად თავი მოიკლა. 

„30 წლის წინ ხელისუფლებამ ვერ დაიცვა საკუთარი მოქალაქეები და აქცია ისინი დევნილებად თავის ქვეყანაში. ახლაც, საპროტესტო აქციების მიუხედავად, ცენტრალურმა ხელისუფლებამ ვერ გამონახა დრო და საერთო ენა დევნილებთან, ვერ შეძლო მოესმინა მათი პრობლემებისთვის.

სამინისტრო, რომელიც დევნილთა საკითხებზე მუშაობდა, რამდენიმე წლის საერთოდ გაუქმდა, თითქოს უკვე მოგვარდა დევნილთა პრობლემები. ყრუ კედელი ხელისუფლებასა და მოქალაქეებს შორის იზრდება და ამ პოლიტიკას სამწუხაროდ ადამიანები ეწირებიან. საქართველოში დღეს 90 შენობაა მძიმე მდგომარეობაში, მათგან 71 სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხის შემცველია. ამ შენობებში ათასობით დევნილი ცხოვრობს ღირსების შემლახავ პირობებში! გეტოები 21 საუკუნეში უნდა დასრულდეს!

დევნილებს ღირსეულ პირობებში უნდა უწევდეთ ცხოვრება! ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამ დეჰუმანიზირებულ პოლიტიკაზე, რასაც დევნილების გარიყვა და სისტემური დისკრიმინაცია სდევს.

სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს! იგი 22 წლის ასაკში გახდა დევნილი და ამდენი წელი კვლავ იტოვებდა იმედს, რომ სახელმწიფო გახდებოდა უფრო ჰუმანური დევნილებთან მიმართებით, ვინმე შეისმენდა მათ ხმას და გასაჭირს. სამწუხაროდ 30 წლის შემდეგაც კვლავ გრძელდება სოციალური პოლიტიკა, სადაც ადამიანები არიან დავიწყებულნი და საბოლოო ჯამში ეწირებიან ამ პოლიტიკას.
სოლიდარობა ყველა დევნილს!“, - წერს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი.

ასევე საინტერესოა:

🔵 „დავორგანიზდეთ, სამოქალაქო სექტორმა, სტუდენტებმა, საჯარო პირებმა, დავთქვათ დრო და დავდგეთ ამ დაღუპული კაცის ხსნოვნისთვის მაინც!“ - ირაკლი კუპრაძე

🔵 „ან რუსეთის ეკლესიის მიერ მართულმა სერბმა მამაომ შეაცდინა, ან შიში აქვს, რომ დაჩიპავენ“ - გოცირიძე ჯოკოვიჩის დეპორტაციაზე

🔵 „დავიჯერე რომ ნოეს ხატება მივიდა სიკვდილის წინ იმ ჭაობისფერი საწვიმარით და ლელაიემ ცრემლებით გამოიტირა მისი ერთადერთი სიყვარული“ - დინა მირცხულავა სევდიან ისტორიას იხსენებს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741790317

საზოგადოება

ორგანიზებული ჯგუფის მიერ მოქალაქეთა კუთვნილი 18 მილიონ ლარზე მეტი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე 5 ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მოქალაქეთა კუთვნილი თანხის მოტყუებით დაუფლ...

სასამართლო

1741790185

ახალი ამბები

მარიამ ლაშხმა გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის 69-ე სესიასა და საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ყოველწლიურ საპარლამენტო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მარიამ ლაშხმა 10-12 მარტს, ნიუ-იორკში, გაერო-ს შტაბ-ბინაში მონაწილეობა მიიღო გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის (CSW)...

მარიამ ლაშ

1741788989

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: მიიღებს თუ არა ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ამაზე წინასწარ პროგნოზის გაკეთება რთულია. როგორი დავალებაც წამოვა გარედან, ისე იმოქმედებენ

მიიღებს თუ არა ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ამაზე წინასწარ პროგნოზის გაკეთება რთულია. როგორი დავალებაც წამოვა გარედან, ისე იმოქმედებენ, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ო...

ლევან მაჭავარიან

1741785744

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 12 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7775 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7894 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლი...

ვალუტის კურსი

1741784754

ახალი ამბები

გორში მანქანა ქვეითს დაეჯახა - ქალი ადგილზე დაიღუპა

გორში, წმინდაწყალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. ქალი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. მომხდარზე გამოძიება ს...

პოლიცია