ზელენსკის მიმართვა უკრაინელებს: ჩემო ძვირფასებო, დადგება დრო, როცა კარგად გამოვიძინებთ - მაგრამ ეს იქნება ომის შემდეგ, როდესაც გავიმარჯვებთ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ ხალხს ომის დაწყებიდან მე-7 დღეს ყოველდღიურ ბრიფინგზე მიმართა და გასული ღამის შედეგები გააცნო.

ქვეყნის პრეზიდენტმა უკრაინელები გაამხნევა და განაცხადა, რომ ეს ომი უკრაინის გამარჯვებით დასრულდება.

"რა არის შედეგი რუსეთისთვის? ამ სახელმწიფოს დროშა სპორტულ ტურნირებზე აღარ იქნება. თანამედროვე მსოფლიო კულტურა მათთვის დაიხურება.

რუსული საქონელი მთელ მსოფლიოში მაღაზიების თაროებიდან ამოღებულია.

რუსული ბანკები გათიშულია გლობალურ სისტემასთან.

რუსეთის მოქალაქეები კარგავენ დანაზოგებს, კარგავენ ყველა პერსპექტივას.

რუსი დედები შვილებს კარგავენ მათთვის სრულიად უცხო ქვეყანაში.

იფიქრეთ ამ რიცხვზე: დაახლოებით ექვსი ათასი დაღუპული რუსი. რუსი სამხედროები. ექვსდღიანი ომის შემდეგ და ეს წუხანდელი მსხვერპლის გარეშე. ექვსი ათასი და რისთვის, რაღაცის მისაღებად? მიიღეთ უკრაინა? ეს შეუძლებელია.

ამის შეცვლა რაკეტებით, ტანკებით, ბომბებით შეუძლებელია.

ჩვენ ჩვენს მშობლიურ მიწაზე ვართ და ჩვენ წინააღმდეგ ომისთვის იქნება საერთაშორისო ტრიბუნალი.

უკრაინელებო! ჩვენ წინააღმდეგ, ხალხის წინააღმდეგ ომის კიდევ ერთი ღამე გავიდა. მძიმე ღამე. ვიღაცამ ის ღამე მეტროში გაატარა – თავშესაფარში. ვიღაც სარდაფშია. ვისაც უფრო გაუმართლა სახლში ეძინა.

 შვიდი ღამეა არ გვძინავს.

ან გვძინავს, მაგრამ ძალიან ვშფოთავთ.

ჩემო ძვირფასებო, დადგება დრო, როცა კარგად გამოვიძინებთ.

მაგრამ ეს იქნება ომის შემდეგ,  გამარჯვების შემდეგ იმ მსოფლიოში, რომელიც ჩვენ გვჭირდება, რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვაფასებდით და რომლის მშვიდობა ჩვენ არასდროს დაგვირღვევია.

ყველას გთხოვთ, იზრუნოთ თქვენს საყვარელ ადამიანებზე. იზრუნეთ თქვენს ძმებზე. აღფრთოვანებული ვარ თქვენით!

მთელი მსოფლიო თქვენ გიყურებთ.

ჰოლივუდის ვარსკვლავებიდან პოლიტიკოსებამდე.

დღეს თქვენ, უკრაინელები, უძლეველობის სიმბოლო ხართ.

სიმბოლო იმისა, რომ ნებისმიერ ქვეყანაში ნებისმიერ მომენტში ადამიანი შეიძლება გახდეს საუკეთესო ხალხი დედამიწაზე.

დიდება უკრაინას!"- განაცხადა ბრიფინგზე ზელენსკიმ.

ამავე თემაზე სხვა სიახლეები:

🔲 " დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ცეცხლი - არც ერთმა ბავშვმა არ უნდა იცოდეს ძალადობისა და კონფლიქტის სისასტიკე" - პენელოპა კრუზი უკრაინას სოლიდარობას უცხადებს

🔲 “ეს არის დავითისა და გოლიათის ბრძოლა და რუსეთს ისევე შეენგრევა საფეთქელი და დავარდება მიწაზე უსულოდ, როგორც გოლიათი” - რამაზ გიგაური

🔲 ომი უკრაინაში - დღე მეექვსე (მიმოხილვა)

🔲 რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში ქალაქ ხერსონის რკინიგზის სადგური და მდინარის პორტი დაიკავეს

🔲 "დილა კიევში განგაშის სირენების ჩართვით დაიწყო" - რა ვითარებაა უკრაინაში ომის დაწყებიდან მე-7 დღეს 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740988176

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: უნდა გვახსოვდეს, რომ სამი წლის წინ ჩვენ ყველამ გაგვწირა ომისა და ნგრევისთვის - გაგვწირეს უცხოელებმა, „ენჯეოებმა“, ოპოზიციამ - ასეთი ადამიანების ხელისუფლებასთან გაკარება დაუშვებელია

უნდა გვახსოვდეს, რომ სამი წლის წინ ჩვენ ყველამ გაგვწირა ომისა და ნგრევისთვის – გაგვწირეს უცხოელებმა, გაგვწირეს „ენჯეოებმა“, გაგვწირა ოპოზიციამ. ოპოზიციამ და „ენჯეოებმა“ – თავიანთი პოლიტიკური ღვარძლით,...

შალვა პაპუაშვილი

1740986829

მსოფლიო

CNN: ტრამპისა და პუტინის შეხვედრის მომზადება დაჩქარდა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრის მომზადება დაჩქარდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ამერიკული ტელეარხის ცნობით, ეს გადაწყვეტილება ტრამპისა და პუტინის გუ...

ტრამპი და პუტინი

1740983813

ახალი ამბები

საქართველოს რკინიგზა რეისების განახლებისა და ზოგიერთი რეისის გაუქმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

„საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, დღეიდან 3 მარტიდან ზოგიერთი სარკინიგზო რეისი აღდგება, რეისების ნაწილი კი დროებით არ შესრულდება.  3 მარტიდან შესრულდება შემდეგი რეისები: თბილისი-ოზურგეთი-თბილისი ქუ...

საქართველოს რკინიგზა

1740982120

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დიდთოვლობით მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესასწავლად სპეციალური კომისია შეიქმნა

დიდთოვლობის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესწავლაზე სპეციალური კომისია იმუშავებს,- შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიიღო. კომისია დეტალურად შეისწ...

ირაკლი კობახიძე

1740981935

მსოფლიო

მაკრონი აცხადებს, რომ ევროპული კონტინგენტი უკრაინაში მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გაიგზავნება

ევროპული სამშვიდობო კონტინგენტი უკრაინაში უახლოეს კვირებში არ გამოჩნდება, ეს მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოხდება. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გაზეთ Le F...

საფრანგეთს პრეზიდენტი