"ომიკრონის" გავრცელების გამო, ახალი წლის პირველ დღეს 4600 ავიარეისზე მეტი გაუქმდა

ათასობით საჰაერო რეისი იქნა გაუქმებული ახალი წლის პირველ დღეს, რადგან კოვიდ-19-ის გავრცელებას ავიაკომპანიების თანამშრომელთა შორის პერსონალის ნაკლებობა მოჰყვა, რის გამოც ათასობით მგზავრმა ვერ მოახერხა დანიშნულების ადგიდზე ჩასვლა დასვენების დღეებში.

ვებსაიტ Flightaware.com-ის თანახმად, 1 იანვრის შუა დღისთვის გაუქმებული იყო 4600 რეისი, რომელთა ნახევარი აშშ-ზე მოდის.

საავიაციო სფეროში პერსონალის ნაკლებობა იყო შობის დღეებშიც, მაგრამ ვითარება მალევე შედარებით გაუმჯობესდა.

შემდეგ, ახალი წლის პირველ დღეს, იმავე პრობლემის გამო, კვლავ საჭირო გახდა ათასობით რეისის გადადება.

ჯანდაცვის სამსახურების თანახმად, ახლა ინფიცირებულთა რიცხვი ბევრად უფრო სწრაფი ტემპით იზრდება, ვიდრე პანდემიის ადრინდელ პერიოდებში.

აშშ-მა გასულ კვირაში ყველა რეკორდი მოხსნა ახლად ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით. მათი რიცხვი ოთხჯერ გაიხარდა საშუალო მაჩვენებელთან შედარებით და 31 დეკემბერს მიაღწია 386 ათასს.

ამავე დღეს უპრეცენტროდ გაიზარდა ახლად ინფიცირებულთა რიცხვი საფრანგეთში, 31 დეკემბერს ეს რაოდენობა 232 ათასზე ავიდა. ასევე სარეკორდოა ახალი შემთხვევების რიცხვი ბრიტანეთში და ის 189 ათასს ასცდა. სარეკორდო მაჩვენებელი აქვთ ახალი წლის დასაწყისში პორტუგალიას და ავსტრალიასაც.

ამავე დროს ასი ათას მოსახლეზე ერთ კვირაში ახალი შემთხვევების რიცხვი გერმანიაში ბოლო ხანს საგრძნობლად შემცირდა. ასეთივე ტენდენციაა ჩეხეთში, სადაც ასევე შემცირდა ახალი შემთვხევების რაოდენობა და სადაც, 26 დეკემბრიდან კვლავ ათი საათის შემდეგ მუშაობის ნებართა მიეცათ ბარებს, რესტორნებს და ღამის კლუბებს ამ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ.

წყარო: რადიო თავისუფლება

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵ხანძრის შედეგად დაიწვა ათასამდე სახლი დაკარგულია სამი ადამიანი

🔵ასე იცის გაზულუქებულმა ცხოვრებამ, სხვისი გასაჭირი ძნელი გასაგები ხდება - ემიგრანტი ჟურნალისტი

🔵რომის პაპი ფრანცისკე ოფიციალური ვიზიტით კვიპროსზე იმყოფება (ფოტორეპორტაჟი)

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1741451878

საზოგადოება

პეტრე ცისკარიშვილი თვითმმართველობის არჩევნებზე: ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“ მონაწილეობას არ მივიღებთ

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით „ნაციონალური მოძრაობა“ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. ხოლო იმ კონკრეტულ ძალებზე...

პეტრე ცისკარიშვილი

1741448456

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი გუდაურში მიმდინარე შეჯიბრებაზე: ჩვენ უკვე 300-ზე მეტ საერთაშორისო სპორტსმენს ვუმასპინძლებთ ჩვენს სათხილამურო კურორტებზე

ჩვენ უკვე 300-ზე მეტ საერთაშორისო სპორტსმენს ვუმასპინძლებთ ჩვენს სათხილამურო კურორტებზე. მიმდინარე შეჯიბრიც ძალიან წარმატებულია ჩვენი ქვეყნისთვის, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრ...

მარიამ ქვრივიშვილი

1741445968

საზოგადოება

პაატა სალია ოჯახური ღირებულებების კანონზე: ეს ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთა იყო, შესაბამისად, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისთვის, რომ ჩვენ ეს კანონი გავაუქმოთ

ირიბად, ეს ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოს ლეგიტიმურობას აღიარებენ, რადგან ითხოვენ, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტმა გააუქმოს კანონი - მთავრობა ვერ გააუქმებს კანონს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლეს...

სალია

1741443176

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: სამწუხაროა, რომ ევრო ბიუროკრატები კვლავ ილუზიის ქვეშ იმყოფებიან, თითქოს არის ათასობით სქესი. მადლობა ღმერთს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენ ამის მტკიცება არ გვჭირდება, არის ორის სქესი, კაცი და ქალი

სამწუხაროა, რომ ევრო ბიუროკრატები კვლავ ილუზიის ქვეშ იმყოფებიან, თითქოს არის ათასობით სქესი. მადლობა ღმერთს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენ ამის მტკიცება არ გვჭირდება, არის ორის სქესი, კაცი და...

ლევან მაჭავარიანი

1741442993

ახალი ამბები

სპორტის მინისტრი: სასიხარულოა, რომ დღეს სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულთა მსოფლიო ყურადღების ცენტრშია გუდაური და ამინდშიც ძალიან გაგვიმართლა

სასიხარულოა, რომ დღეს სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულთა მსოფლიო ყურადღების ცენტრშია გუდაური და ამინდშიც ძალიან გაგვიმართლა, - განაცხადა სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ. მინისტრი გუდაურში იმყოფება...

სპორტის მინისტრი