ამირან გამყრელიძე: დაიწყო "ომიკრონის" შიდა გავრცელება - ინფიცირებულთაგან 16 მოზარდია

"საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის 253 შემთხვევაა დადასტურებული, თუმცა ამ შტამით ინფიცირებულთა რეალური მაჩვენებელი სამ-ოთხჯერ მეტია", – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
გამყრელიძის ინფორმაციით, ინფიცირებულთა შორის 18 წლამდე ასაკის ბავშვი და მოზარდი 16-ია.
გამყრელიძის განცხადებით, 159 დაავადებულის მდგომარეობა მსუბუქია და მათ შორის მხოლოდ ხუთი ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.
„დღევანდელი მდგომარეობით, წინა კვირის შესაბამის დღეებთან მიმართებით, ეპიდსიტუაცია უფრო და უფრო, თანდათანობით იძაბება და რთულდება.
თუ ჩვენ ნოემბრის შუა რიცხვებიდან გვქონდა ყოველდღიური ახალი შემთხვევების ე.წ. დაღმავალი ტალღა და ეს სტაბილურად, რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდებოდა, ბოლო ერთი კვირაა, აღინიშნება ყოველდღიური შემთხვევების მატება და სხვა ინდიკატორების ზრდა, როგორიცაა დადებითობის მაჩვენებელი.
სამი პროცენტით არის გაზრდილი დადებითობა.
გაზრდილია შვიდი დღის საშუალო დადებითობაც.
ერჯერობით ეს არ შეტყობია ბოლო ორი კვირის დადებითობის საშუალოს.
გუშინ ვთვლიდით, რომ შემთხვევების მატება შეიძლება, ყოფილიყო ე.წ. სამშაბათის სინდრომი, ანუ საახალწლო დასვენებებისა და შაბათ-კვირის დაგროვილი შემთხვევები, მაგრამ რადგან დღესაც მატება გვაქვს, ვთვლით, რომ სამწუხაროდ, დაიწყო ახალი შემთხვევების ზრდა და ამას შეიძლება, ორი მიზეზი ჰქონდეს:
ქვეყანაში იზრდება „ომიკრონის“ გავრცელება და მეორე – ის, რომ წინასაახალწლო პერიოდში ქვეყანაში გვაქვს სერიოზულად გაზრდილი მობილობა.
სამწუხაროდ, კვლავ მაღალი რჩება ყველაზე მძიმე, სიკვდილიანობის ინდიკატორი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძე მოსახლეობას ვაცქინაციისკენ მოუწოდებს და ასევე აღნიშნავს, რომ მართალია, პირბადის ტარების მაჩვენებელი 37 პროცენტია, თუმცა არც ესაა საკმარისი და ეს მონაცემი 95 პროცენტამდე უნდა ავიდეს.
სხვა სიახლეები:
1740417279
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენი პოლიტიკა სხვა არაფერი ყოფილა, თუ არა მშვიდობის შენარჩუნებისთვის ბრძოლა ქვეყანაში და ჩვენ ასეთივე გვინდა ვუსურვოთ მეგობარ უკრაინას
ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენი პოლიტიკა სხვა არაფერი ყოფილა, თუ არა მშვიდობის შენარჩუნებისთვის ბრძოლა ჩვენს ქვეყანაში და ჩვენ ასეთივე გვინდა ვუსურვოთ ჩვენს მეგობარ უკრაინას, - განაცხადა საგარეო საქმეთ...
1740415657
ახალი ამბებინიკოლოზ მეტრეველი: ყველაზე დიდი ცინიზმი და უტიფრობაა, რომ ხვალინდელ მიტინგს სალომე ზურაბიშვილი უდგას სათავეში, ქალი, რომლის წინაპრებიც პირველივე გემით ლაჩრულად გაიქცნენ ქვეყნიდან
ყველაზე დიდი ცინიზმი და უტიფრობაა, რომ ხვალინდელ მიტინგს სალომე ზურაბიშვილი უდგას სათავეში, - წერს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში. როგორც მეტრეველი აღნიშნავს, სწორედ ზურაბიშვილის წინაპრ...
1740413384
ახალი ამბებისპეციალური საგამოძიებო სამსახური სანდრო ცნობილაძის სახლში ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და „მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე დაზარალებული ქალის გამოკითხვის ოქმს“ ასაჯაროებს
სპეციალური საგამოძიებო სამსახური, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების ფაქტზე, დაზარალებული ქალის საჩივრის საფუძველზე გამოძიებას აწარმოებს, - ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო...
1740412185
მსოფლიოორბანი: უნგრეთის მთავრობა შეიმუშავებს კანონმდებლობას ეროვნული სუვერენიტეტის დასაცავად და გამოავლენს უნგრულ მედიაში ჩადებულ უცხოურ დაფინანსებას
უნგრეთის მთავრობა შეიმუშავებს კანონმდებლობას ეროვნული სუვერენიტეტის დასაცავად და, აშშ-ის ახალი მთავრობის მაგალითის მიხედვით, გამოავლენს უნგრულ მედიაში ჩადებულ უცხოურ დაფინანსებას, - ამის შესახებ უნგრ...
1740410421
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: „ქართული ოცნების“ პრინციპებისა და ღირებულებების ერთგულებამ აჩვენა ის, რომ ჩვენი ახალგაზრდები არ იღუპებიან ომში და ქვეყანაში თენდება ბომბების წვიმის გარეშე
„ქართული ოცნების“ პრინციპებისა და ღირებულებების ერთგულებამ აჩვენა ის, რომ ჩვენ მშვიდობიან ქვეყანაში ვიღვიძებთ, გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ჩვენი ახალგაზრდები არ იღუპებიან ომში, ქვეყანაში თენდებ...