ილია მეორე: დღეს წმინდა სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ომში გარდაცვლილთა კიდევ ერთ ნაწილს ვემშვიდობებით

საქართველოს საპატრიარქო, ილია მეორის სამძიმრის წერილს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
„უკვე რამდენჯერმე მოხდა გასული საუკუნის 90-იან წლებში აფხაზეთში დაღუპული მებრძოლებისა და მოქალაქეების ჩამოსვენება. დღეს წმინდა სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ომში გარდაცვლილთა კიდევ ერთ ნაწილს ვემშვიდობებით. აქ დასვენებულნი არიან როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო პირები. სამწუხაროდ, ახლობლებსაც და ჩვენც ახლაღა მოგვეცა შესაძლებლობა, პატივი მივაგოთ მათ.
ღმერთმა მოიხსენოს ჯამბულ ბერულავა, გიორგი გაბროშვილი, ამირან მეგრელიშვილი, ნოდარ ბერია, გია ძაგნიძე, გუჯუ დარჯანია და ყოველნი სამშობლოსათვის აღსრულებულნი.
ყოვლადწმინდა სამებამ მარადიული სამყოფელი სავანესა მართალთასა განუწესოს მათ უკვდავ სულებს, ხოლო ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და გულშემატკივართ, მომადლოს მათთვის ლოცვის ძალა.
გამოსვენება შედგება სამების საკათედრო ტაძრიდან ა.წ. 13 მარტს 14:00 საათზე.
პატივისცემით, ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსიდა ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი“, - აღნიშნულია პატრიარქის წერილში.
1741857094
ახალი ამბებისაქართველოში ტემპერატურა +29 გრადუსამდე მოიმატებს - გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს ავრცელებს
გარემოს ეროვნული სააგენტო 14-16 მარტს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. ქ. თბ...
1741854354
ახალი ამბებიიტალიაში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა
იტალიაში, ნეაპოლში ძლიერი მიწისძვრა იყო. ბიძგების სიმძლავრემ 4.4 მაგნიტუდა შეადგინა, რაც ბოლო 40 წლის განმავლობაში ამ რეგიონში ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს. მიწისძვრის...
1741853694
მსოფლიოლუკაშენკო ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა
ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა. თვითმფრინავი ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა. ამის შესახებ სააგენტო BelTA იტყობინება. ვიზიტის ოფიციალური სტატუსიდან გამომდინარ...
1741852018
ახალი ამბები„ეს ქვეყანა პატრიოტი ადამიანების დასაცავია და ასე გავაგრძელებთ!“ - ნინო წილოსანი
პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი საქართველოს მთავრობის მეთაურისა და პარლამენტის ტავმჯდომარის განცხადებებს გამოეხმაურა. „გუშინ, ვინც ირაკლი კობახიძეს და შალვა პაპუაშვილს უსმინეთ, კიდევ ერთხელ დარ...
1741850194
ახალი ამბებითეა ახვლედიანი ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო
სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო. სახელმწიფო...