მიხეილ სარჯველაძე: ყველაფერს გააკეთებს სასწრაფო დახმარება სწრაფად რეაგირებისთვის, დიდთოვლობის გამო ოპერატიულად ვერ ხერხდება ყველაფრის განხორციელება, თუმცა ეს უახლოეს საათებში გამოსწორდება

„ყველაფერს გააკეთებს სასწრაფო დახმარება, რომ მაქსიმალურად სწრაფად იყოს რეაგირება ყველა საჭიროებაზე“, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ოზურგეთში განაცხადა.
სარჯველაძის თქმით, შემუშავდა გეგმა, რომლის მიხედვითაც მოქალაქეების ყველა საჭიროება დაკმაყოფილდება.
„რთული მდგომარეობაა, საქმე გვაქვს სტიქიასთან, მაგრამ საბედნიეროდ, შემუშავდა გეგმა, რომლის მიხედვითაც მოქალაქეების ყველა საჭიროება იქნება დაკმაყოფილებული. ეს არ არის მარტივი ამოცანა, ამისთვის ყველა რესურსი მობილიზებულია, ყველა მიმართულებით. ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამართულ მუშაობას.
ყველაფერს გააკეთებს სასწრაფო დახმარება, რომ მაქსიმალურად სწრაფად იყოს რეაგირება ყველა საჭიროებაზე, რომლის თაობაზეც ინფორმაციას ვიღებთ. ყველა ამ მიმართულებით ამ დღეების განმავლობაში თავდაუზოგავად იმუშავა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა, დაწყებული მედიკამენტების საჭიროებიდან, უშუალოდ სამედიცინო მომსახურების გაწევით დასრულებული.
ბუნებრივი და გასაგებია, რომ დიდთოვლობის გამო ისე ოპერატიულად ვერ ხერხდება ამ ყველაფრის განხორციელება, თუმცა, ვფიქრობ, ეს პრობლემა უახლოესი საათების განმავლობაში გამოსწორებული იქნება. ყველგან იქნება ხელმისაწვდომი ყველა რესურსი, რაც სჭირდებათ მოქალაქეებს“, - განაცხადა სარჯველაძემ.
1740559243
ახალი ამბებისაქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგება - ოზურგეთის, ქუთაისის, სენაკისა და წყალტუბოს ნაწილს წყალი არ მიეწოდება
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ქალაქ ოზურგეთის, ქუთაისის, სენაკისა და წყალტუბოს ნაწილს წყალი არ მიეწოდება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს გაერთიანებული წყალმომა...
1740558285
ახალი ამბები„სოფლებში უკვე შევიდნენ ჩვენი გმირი სამხედროები და ისინი აუცილებლად მივლენ ყველა ადამიანთან, ვისაც დახმარება სჭირდება“ - ნინო წილოსანი
„სოფლებში უკვე შევიდნენ ჩვენი გმირი სამხედროები ხალხის დასახმარებლად და ისინი აუცილებლად მივლენ ყველა ადამიანთან, ვისაც დახმარება სჭირდება ამ ურთულეს ვითარებაში“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი...
1740556045
ახალი ამბებისაქართველოს თავდაცვის ძალები დიდთოვლობის შედეგად გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრაში აქტიურად მონაწილეობს
დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოფხვრისა და დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები ექვს მიმართულებაზე მუშაობენ. თავდაცვის სამინი...
1740556035
ახალი ამბებიბათუმში, სადაც ავარიული საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა მაშველებმა მოქალაქეების გამოყვანა მოახერხეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
ბათუმში, სადაც უამინდობის შედეგად ავარიული საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა მაშველებმა მოქალაქეების ნანგრევებიდან გამოყვანა მოახერხეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება - ამის შესახებ ინფორმაცი...
1740555408
ახალი ამბები„დღეს ხალხი მედიის საშუალებით უყურებს სხვადასხვა ქვეყნებში სტიქიური უბედურებებს, შესაძლოა ხელისუფლების რეაგირებაზე ჩნდება პრეტენზიები, მაგრამ არსად არ ცდილობენ ამ ყველაფრის გამოყენებას ხელისუფლებების დასამხობად“ - ნანა კაკაბაძე
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ნანა კაკაბაძე თოვლით გამოწვეულ პრობლემებზე ოპოზიციის რეაქციას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მათთვის ხელისუფლების ჩამოშლისთვის ყველაფრის გამოყენებაა შესაძლებელი, თუ...