ნათია თურნავა ლევან დავითაშვილმა შეცვალა

ნათია თურნავამ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობა დატოვა.
მთავრობის შემადგენლობაში ჩვენ განვახორციელეთ ცვლილებები და მინდა, ამის თაობაზე საზოგადოებას ვაცნობო - ეკონომიკის მინისტრად დაინიშნა ბატონი ლევან დავითაშვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ნათია თურნავა რჩება გუნდის წევრად, თუმცა მას აქვს თავისი გეგმები, რომლის თაობაზეც მოგვიანებით მოახსენებს საზოგადოებას.
„ბატონ ლევანს დიდი წარდგენა არ სჭირდება, ყველა კარგად იცნობს მას, მის საქმიანობას. ლევანი იყო გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის წარმატებული მინისტრი. იგი ბოლო 5 წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურა სამინისტროს, ქვეყანას, თავის საქმეს და ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა ამ სამინისტროში. ლევანი დანიშნა ეკონომიკის მინისტრად, როგორც მოგახსენეთ, იგი არის განათლებით ეკონომისტი, ძალიან კარგი განათლება, ცოდნა აქვს და ძალიან კარგი გამოცდილება აქვს დაგროვილი ახლა უკვე და მჯერა, რომ წარმატებული ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იქნება. ამავდროულად, მოგახსენებთ, რომ ლევანი არის ვიცე-პრემიერი და რა თქმა უნდა, შეუნარჩუნდება ეს თანამდებობაც. რაც შეეხება ქალბატონ ნათიას, მე მინდა, ჩემი სახელით და მთავრობის სახელით, მადლობა ვუთხრა მას გაწეული სამსახურისთვის, ქალბატონი ნათია 3 წელი იყო მინისტრი ამ თანამდებობაზე, ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან ბევრი საქმე გააკეთა სამინისტროში, ნათია იყო და არის ჩვენი გუნდის წევრი და რა თმა უნდა, რჩება ჩვენი გუნდის წევრად. ნათიას აქვს თავისი გეგმები, თავისი ხედვები, თავისი სურვილი ამის თაობაზე თავად მოგახსენებთ მოგვიანებით და მე მინდა, მას მადლობა ვუთხრა კიდევ ერთხელ და წარმატება ვუსურვო,“- აღნიშნა პრემიერმა.
ასევე საინტერესოა:
🔵 სოფლის მეურნეობის მინისტრად ოთარ შამუგია დაინიშნა
🔵 მე რატომ არ მამღერეთ ჩემს სასამართლო პროცესზე - თემურ თათარაშვილი
🔵ჩვენს წინააღმდეგ ხორციელდება ცილისმწამებლური კამპანია - საქართველოს რაგბის კავშირი
1741280979
მსოფლიოკიტ კელოგი: დონალდ ტრამპს რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვა სურს
უკრაინასა და რუსეთში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა, რომ თეთრი სახლის ლიდერის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ახალი მიდგომა რუსეთის მიმართ ურთიერთობების გადატვირთვას ეხება. ...
1741278600
ახალი ამბები„საქართველო მზად არის განაახლოს დიალოგი ურთიერთპატივისცემის საფუძველზე, თუ ევროკავშირი გადაწყვეტს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას“ - მაკა ბოჭორიშვილი
საქართველო მზად არის განაახლოს დიალოგი ურთიერთპატივისცემის საფუძველზე, თუ ევროკავშირი გადაწყვეტს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვ...
1741275993
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში დაიწყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში დაიწყო.აშხაბადის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა. მთავრობის მეთაურს თურქმე...
1741274766
ახალი ამბები10 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ32-კმ47 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების...
1741274219
ახალი ამბებიგიორგი გამსახურდია ოპოზიციაზე: დასცინიან ადამიანების რელიგიურ გრძნობებს, ამათი „საღადაო“ არის ჯვარი, რწმენა და საერთოდ ყველაფერი, რაც ტრადიციებთან და სულიერ ღირებულებებთან არის ასოცირებული
დიდი მარხვის პირველ დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ Fox News-ზე ნაცრის ოთხშაბათის ჯვრით გამოჩენასთან დაკავშირებით ქართველი ოპოზიციონერების გამოხმაურებას საქართველოს პირველი პრეზიდენტ...