ჩვენს წინააღმდეგ ხორციელდება ცილისმწამებლური კამპანია - საქართველოს რაგბის კავშირი

საქართველოს რაგბის კავშირი სპეციალური განცხადებით ეხმაურება, საზოგადოებაში მიმდინარე დისკუსიას, რომელიც საქართველოში რუსეთის 7-კაცა ნაკრების შესაძლო ვიზიტს ეხება და მას ცილისმწამებლური კამპანიის გაგრძელებად მიიჩნევს.
"გვინდა გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში გავრცელებულ მიზანმიმართულ ცილისმწამებლურ კამპანიას, რომელიც სამწუხაროდ იმ კამპანიის გაგრძელებას წარმოადგენს, რომელიც ბოლო თვეებია ხორციელდება საქართველოს რაგბის კავშირისა და მთლიანად ქართული რაგბის დისკრედიტაციის მიზნით.
ვფიქრობთ, სწორედ ეს შედის ჩვენი მოწინააღმდეგის ინტერესში, მით უფრო მაშინ, როცა ორგანიზაციაში განხორციელდა მნიშვნელოვანი რეფორმები, შეიქმნა სტაბილური სამუშაო გარემო და ქართული რაგბი ემზადება 27 თებერვალს საქართველოში გასამართი პრინციპული დაპირისპირებისთვის რუსეთის რაგბის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ.
რაც შეეხება რუსეთის 7-კაცა ნაკრების შესაძლო ვიზიტს – არავითარი ერთობლივი შეკრება არ იგეგმება. მიმდინარეობდა შიდა სამუშაო განხილვა შესაძლო სპარინგ მატჩების საქართველოში ჩატარებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყნის 7-კაცა ნაკრებებთან, მათ შორის რუსეთის ნაკრებთანაც, რაც მოემსახურებოდა საქართველოს 7-კაცა ნაკრების სპორტულ ინტერესს, რადგან ჩვენთვის თანაბრად მნიშვნელოვანია, როგორც 15-კაცა, ასევე 7-კაცა რაგბიში რუსეთის ეროვნულ ნაკრებზე უპირატესობის მოპოვება. მით უმეტეს, რომ ისინი არიან ჩვენი უშუალო კონკურენტები ზაფხულში გასამართ მსოფლიოს თასის შესარჩევ ეტაპზე.
ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოში რუსეთის 7-კაცა ნაკრების შესაძლო ვიზიტს მხარეებს შორის წინ არანაირი ოფიციალური მიმოწერა არ უძღოდა და ყველანაირი ინტერპრეტაცია აღნიშნული ნაკრების ოფიციალურად მოწვევისა და მათი ვიზიტის ხარჯების რაგბის კავშირის მიერ დაფინანსების შესახებ, არის სიცრუე.
ვწუხვართ, რომ კონკრეტული დაინტერესებული ჯგუფის მიერ გულშემატკივარი მიზანმიმართულად იქნა შეცდომაში შეყვანილი", - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵საქართველო სომხეთს „მაცუნ“-ის სახელწოდებით პროდუქციის ტრანზიტის ნებას არ აძლევს
🔵პატიმრის სიკვდილის გამო პენიტენციური სამსახურის 3 თანამშრომელს ბრალი წარედგინა
1741326439
მსოფლიოდონალდ ტრამპი - ვფიქრობ, უკრაინას სურს გარიგება, რადგან არჩევანი არ აქვთ, რუსეთსაც სურს გარიგება, რადგან არჩევანი არც მათ აქვთ
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული რუსეთ-უკრაინის ომის მოგვარების საკითხში. ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრეს...
1741326032
მსოფლიოვლადიმერ პუტინი: ჩვენ ისეთი მშვიდობა გვსურს, რომელიც ხანგრძლივი ისტორიული პერსპექტივით რუსეთის სიმშვიდეს უზრუნველყოფს
ჩვენ ისეთი მშვიდობა გვსურს, რომელიც ხანგრძლივი ისტორიული პერსპექტივით რუსეთის სიმშვიდეს უზრუნველყოფს, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. როგორც კრემლის ლიდერმა აღნიშნა, რუსეთს სხვისი ა...
1741292890
ახალი ამბები7 მარტს შუქი გაითიშება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 7 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ინფორმაციას და ქუჩების ჩამონათვალს „თელასი“ ავრცელებს. კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს: საბურთა...
1741291317
ახალი ამბებისოზარ სუბარი: დღეს, როდესაც ოპოზიცია ხედავს, რომ მათი ნარატივები და გეგმები სრულად ასცდა ერთმანეთს, გადავიდნენ ღია გინებაზე ამერიკის ახალი ადმინისტრაციის, პრეზიდენტიდან მოყოლებული ყველას ლანძღავენ ყველას აგინებენ
„ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ პრაქტიკულად ოპოზიციის ყველა განცხადება იყო ტრამპის წინააღმდეგი არჩევნებამდე, შემდეგ გვახსოვს როგორ გაქანდნენ და ზოგიერთი რომელი კუთხიდან იჭყიტებოდა ფანჯარაში, ზოგი რომელი ფა...
1741289797
მსოფლიოანჯეი დუდა: რუსეთი 2008 წელს საქართველოს თავს დაესხა, 2014 წელს კი უკრაინას, ევროპა ახლა ომისთვის მოუმზადებელია
პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ ნატოს გენერალურ მდივან, მარკ რუტეს ჰააგის მომავალ სამიტზე ალიანსის თავდაცვის ხარჯების დაუყოვნებლივ გაზრდის თხოვნით მიმართა, რადგან, დუდას აზრით, ევროპა ომისთვის სრულ...