სოფლის მეურნეობის მინისტრად ოთარ შამუგია დაინიშნა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე ლევან დავითაშვილი მისმა მოადგილე ოთარ შამუგიამ შეცვალა.
როგორც პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ოთარ შამუგიას სამინისტროში 16 წლის მუშაობის გამოცდილება აქვს და მან დეტალურად იცის, თუ რა სჭირდება სოფლის მეურნეობას და გარემოს დაცვას.
„რაც შეეხება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, მე წარმოგიდგენთ ბატონ ოთარ შამუგიას, რომელიც მანამდე ლევან დავითაშვილის მოადგილე იყო. ბატონი ოთარის შესახებ მინდა რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი ვუთხრა საზოგადოებას - ოთარი არის დევნილი სოხუმიდან.
ის დაიბადა და გაიზარდა სოხუმში, ასევე სკოლა დაამთავრა სოხუმში. შემდეგ დევნილობაში ცხოვრობდა ზუგდიდში, თბილისში და თავისი კეთილსინდისიერი, პატიოსანი შრომით მიაღწია მინისტრობას.
ოთარმა 16 წელი იმუშავა ამ სამინისტროში. მან დეტალურად იცის, თუ რა სჭირდება სოფლის მეურნეობას, გარემოს დაცვას და მჯერა, რომ ის წარმატებული მინისტრი იქნება. კიდევ ერთხელ ვუსურვებ წარმატებას ჩვენს მინისტრებს, ჩვენი მთავარი ამოცანა ახლა არის ეკონომიკის განვითარება, სიღარიბის დაძლევა, სამუშაო ადგილების შექმნა. ამ მიმართულებით მე ძალიან ბევრს ვმუშაობ ჩვენს ეკონომიკურ გუნდთან და ბევრ სიახლეს წარვუდგენთ საზოგადოებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ასევე საინტერესოა:
🔵 საქართველო სომხეთს „მაცუნ“-ის სახელწოდებით პროდუქციის ტრანზიტის ნებას არ აძლევს
🔵 მე რატომ არ მამღერეთ ჩემს სასამართლო პროცესზე - თემურ თათარაშვილი
🔵 პატიმრის სიკვდილის გამო პენიტენციური სამსახურის 3 თანამშრომელს ბრალი წარედგინა
1741291317
ახალი ამბებისოზარ სუბარი: დღეს, როდესაც ოპოზიცია ხედავს, რომ მათი ნარატივები და გეგმები სრულად ასცდა ერთმანეთს, გადავიდნენ ღია გინებაზე ამერიკის ახალი ადმინისტრაციის, პრეზიდენტიდან მოყოლებული ყველას ლანძღავენ ყველას აგინებენ
„ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ პრაქტიკულად ოპოზიციის ყველა განცხადება იყო ტრამპის წინააღმდეგი არჩევნებამდე, შემდეგ გვახსოვს როგორ გაქანდნენ და ზოგიერთი რომელი კუთხიდან იჭყიტებოდა ფანჯარაში, ზოგი რომელი ფა...
1741289797
მსოფლიოანჯეი დუდა: რუსეთი 2008 წელს საქართველოს თავს დაესხა, 2014 წელს კი უკრაინას, ევროპა ახლა ომისთვის მოუმზადებელია
პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ ნატოს გენერალურ მდივან, მარკ რუტეს ჰააგის მომავალ სამიტზე ალიანსის თავდაცვის ხარჯების დაუყოვნებლივ გაზრდის თხოვნით მიმართა, რადგან, დუდას აზრით, ევროპა ომისთვის სრულ...
1741288497
მსოფლიობელგიის პრემიერი: უკრაინისათვის F-16-ის მიწოდება 2026 წლამდე გადაიდო
ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ბარტ დე ვევერმა განაცხადა, რომ უკრაინისათვის F-16-ის მიწოდება 2026 წლამდე გადაიდო. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. მიწოდების შეყოვნება გამოწვეულია იმით,...
1741284763
მსოფლიოპუტინი: რუსეთს უკრაინაში მშვიდობის ისეთი ვარიანტი სჭირდება, რომელიც რუსეთის სტაბილურ განვითარებას და სიმშვიდეს უზრუნველყოფს, სხვისი არაფერი გვჭირდება
„რუსეთს სჭირდება მშვიდობის ისეთი ვარიანტი უკრაინაში, რომელიც უზრუნველყოფს რუსეთის სტაბილურ განვითარებას და მშვიდობას“,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. როგორც პუტინმა აღნ...
1741282174
მსოფლიოილონ მასკი: უკრაინაში არჩევნები უნდა ჩატარდეს - ზელენსკი დამარცხდება დიდი სხვაობით
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა უკრაინაში არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე ისაუბრა. „უკრაინაში არჩევნები უნდა ჩატარდეს. ზელენსკი...