პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის კანდიდატურები შეარჩიეს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ასარჩევად შექმნილმა საკონკურსო კომისიებმა თითოეულ თანამდებობაზე 3-3 კანდიდატი შეარჩიეს, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარედგინება.
მთავრობის ინფორმაციით, საკონკურსო კომისიებმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე - ელენე ალავერდაშვილი, ემზარ გაგნიძე და კარლო კაციტაძე; ხოლო, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე - კახა მაღრაძე, ლელა ჯანაშვილი, თამარ ალფაიძე შეარჩიეს. მთავრობის მეთაური საქართველოს პარლამენტს ასარჩევად თითოეულ თანამდებობაზე 2-2 კანდიდატს წარუდგენს.
კანდიდატები საკონკურსო კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, თითოეულთან ინდივიდუალური გასაუბრების შედეგად შეარჩია. კომისიის წევრებმა იმ კონკურსანტებს მოუსმინეს, რომლებმაც საკვალიფიკაციო მოთხოვნები დააკმაყოფილეს და კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტაცია სრულყოფილად, შესაბამისი ვადების დაცვით წარადგინეს. ინდივიდუალური გასაუბრებები ჯამში 15-მდე კანდიდატთან ჩატარდა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი კონკურსები საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2022 წლის 17 იანვრის N5 და N6 ბრძანებების საფუძველზე გამოცხადდა.
საკონკურსო კომისიების თავმჯდომარეა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი, რომელიც კომისიის წევრებმა, პირველ სხდომაზე, კენჭისყრის საფუძველზე აირჩიეს.
საკონკურსო კომისიების შემადგენლობაში არიან:
• მიხეილ სარჯველაძე - საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე;
• ანრი ოხანაშვილი - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე;
• გიორგი მიქაუტაძე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე;
• ბაკურ აბულაძე - საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე;
• გიორგი ბურჯანაძე - საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე;
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემთხვევაში, აღნიშნულ შემადგენლობას ემატება ააიპ - „უფლებები საქართველოს“ გამგეობის თავმჯდომარე კარლო ნიკოლეიშვილი.
ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
ასევე საინტერესოა:
🔵 სირცხვილიამ ირაკლი ღარიბაშვილს ქუთაისი-კიევის ბილეთი უყიდა
1741451878
საზოგადოებაპეტრე ცისკარიშვილი თვითმმართველობის არჩევნებზე: ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“ მონაწილეობას არ მივიღებთ
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით „ნაციონალური მოძრაობა“ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. ხოლო იმ კონკრეტულ ძალებზე...
1741448456
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი გუდაურში მიმდინარე შეჯიბრებაზე: ჩვენ უკვე 300-ზე მეტ საერთაშორისო სპორტსმენს ვუმასპინძლებთ ჩვენს სათხილამურო კურორტებზე
ჩვენ უკვე 300-ზე მეტ საერთაშორისო სპორტსმენს ვუმასპინძლებთ ჩვენს სათხილამურო კურორტებზე. მიმდინარე შეჯიბრიც ძალიან წარმატებულია ჩვენი ქვეყნისთვის, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრ...
1741445968
საზოგადოებაპაატა სალია ოჯახური ღირებულებების კანონზე: ეს ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთა იყო, შესაბამისად, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისთვის, რომ ჩვენ ეს კანონი გავაუქმოთ
ირიბად, ეს ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოს ლეგიტიმურობას აღიარებენ, რადგან ითხოვენ, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტმა გააუქმოს კანონი - მთავრობა ვერ გააუქმებს კანონს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლეს...
1741443176
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: სამწუხაროა, რომ ევრო ბიუროკრატები კვლავ ილუზიის ქვეშ იმყოფებიან, თითქოს არის ათასობით სქესი. მადლობა ღმერთს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენ ამის მტკიცება არ გვჭირდება, არის ორის სქესი, კაცი და ქალი
სამწუხაროა, რომ ევრო ბიუროკრატები კვლავ ილუზიის ქვეშ იმყოფებიან, თითქოს არის ათასობით სქესი. მადლობა ღმერთს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენ ამის მტკიცება არ გვჭირდება, არის ორის სქესი, კაცი და...
1741442993
ახალი ამბებისპორტის მინისტრი: სასიხარულოა, რომ დღეს სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულთა მსოფლიო ყურადღების ცენტრშია გუდაური და ამინდშიც ძალიან გაგვიმართლა
სასიხარულოა, რომ დღეს სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულთა მსოფლიო ყურადღების ცენტრშია გუდაური და ამინდშიც ძალიან გაგვიმართლა, - განაცხადა სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ. მინისტრი გუდაურში იმყოფება...