რიკოთის საავტომობილო მონაკვეთზე ზვავი ჩამოწვა, დაზიანდა ოთხი ავტომანქანა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

რიკოთის საავტომობილო მონაკვეთზე ზვავი ჩამოწვა, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც გზების დეპარტამენტში აცხადებენ, ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
„ზვავის ჩამოწოლის გამო 141-ე კმ-ზე მოძრაობა დროებით შეფერხებულია. ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაზიანდა ოთხი ავტომანქანა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ჩამოწოლილი ზვავის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მიმდინარეობს შეფერხებით. ადგილზე მუშაობს სპეციალური ტექნიკა და მიმდინარეობს გზის წმენდის სამუშაოები. გაწმენდითი სამუშაოების დასრულებისთანავე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგება“, - აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.
1740559550
ახალი ამბებიბათუმის აეროპორტში ავიამიმოსვლა აღდგა
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები განახლდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტავ ჯორჯია ავრცელებს. მათივე ცნობით, ალექსანდრე ქართველის სახელობის აეროპორტიდან უკვე გაფრინდა პირველი რეისი თელ-ავივის...
1740559243
ახალი ამბებისაქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგება - ოზურგეთის, ქუთაისის, სენაკისა და წყალტუბოს ნაწილს წყალი არ მიეწოდება
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ქალაქ ოზურგეთის, ქუთაისის, სენაკისა და წყალტუბოს ნაწილს წყალი არ მიეწოდება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს გაერთიანებული წყალმომა...
1740558285
ახალი ამბები„სოფლებში უკვე შევიდნენ ჩვენი გმირი სამხედროები და ისინი აუცილებლად მივლენ ყველა ადამიანთან, ვისაც დახმარება სჭირდება“ - ნინო წილოსანი
„სოფლებში უკვე შევიდნენ ჩვენი გმირი სამხედროები ხალხის დასახმარებლად და ისინი აუცილებლად მივლენ ყველა ადამიანთან, ვისაც დახმარება სჭირდება ამ ურთულეს ვითარებაში“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი...
1740556045
ახალი ამბებისაქართველოს თავდაცვის ძალები დიდთოვლობის შედეგად გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრაში აქტიურად მონაწილეობს
დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოფხვრისა და დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები ექვს მიმართულებაზე მუშაობენ. თავდაცვის სამინი...
1740556035
ახალი ამბებიბათუმში, სადაც ავარიული საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა მაშველებმა მოქალაქეების გამოყვანა მოახერხეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
ბათუმში, სადაც უამინდობის შედეგად ავარიული საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა მაშველებმა მოქალაქეების ნანგრევებიდან გამოყვანა მოახერხეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება - ამის შესახებ ინფორმაცი...