„დემოკრატიული არჩევნების გზით გამოხატული ნება არის ქართველი ხალხის კონსტიტუციური უფლება და ეს არ უნდა იყოს განხილვის საგანი“ - ზურაბ აბაშიძე

„ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ბიუროს ბოლოდროინდელი განცხადებები უგულებელყოფს ქართველი ხალხის ნებას და მათ მიერ გაკეთებულ არჩევანს“, - ასე მიმართა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ აბაშიძემ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტს.

ზურაბ აბაშიძის თქმით, ევროპის საბჭოს რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ბიუროს მიერ გაკეთებული განცხადებები პოლარიზაციის გაღრმავებისკენ არის მიმართული.

„ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ბიუროს მოწოდება, რომ საქართველოში დაინიშნოს ხელახალი არჩევნები უგულებელყოფს ქართველი ხალხის მიერ გაკეთებულ დემოკრატიულ არჩევანს. დემოკრატიული არჩევნების გზით გამოხატული ნება არის ქართველი ხალხის კონსტიტუციური უფლება და ეს არ უნდა იყოს განხილვის საგანი. მით უმეტეს ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე. სასურველია, ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა იხელმძღვანელონ არა აღქმებით, არამედ რეალური ფაქტებით. გთხოვთ, დაუჯეროთ ფაქტებს და არა სუბიექტურ აღქმებს“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ კონგრესი გადახედავს თავის დამოკიდებულებას, რის შედეგადაც გაძლიერდება თანასწორი თანამშრომლობა.

„როგორც სუვერენული ქვეყანა, საქართველო მოწოდებულია დაიცვას თავისი კონსტიტუცია და ვთვლით, რომ რეკომენდაციები უნდა შეესაბამებოდეს ქვეყნების კონსტიტუციურ პროცესებს“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თავის გამოსვლაში მედიაგარემოს შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართული მედიასივრცე ნამდვილად მრავალფეროვანი და თავისუფალია. მისივე თქმით, ქვეყანაში მრავალი ოპოზიციური მედია მაუწყებლობს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740571775

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წლიური ანგარიში წარადგინა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წლიური ანგარიში წარადგინა. როგორც...

პოლიტიკა

1740570197

საზოგადოება

ჰაკან ფიდანი: საქართველო არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი, ორივე ქვეყანამ დაამყარა ერთმანეთთან სამაგალითო ურთიერთობა

„საქართველო არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენ ძალიან წარმატებით განვაგრძობთ ამგვარი ტიპის მეგობრულ ურთიერთობას“, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა თურქეთში...

ჰაკან ფიდანი

1740568758

ახალი ამბები

ნინო ლაცაბიძე: სტუდენტების მოთხოვნა შესრულებულია და დღეიდან, რუსთავიდან თბილისში, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსები იმოძრავებენ

რუსთავის მერიამ, მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმის ფარგლებში, დედაქალაქის მიმართულებით კიდევ ერთი მეოთხე მარშრუტი - რუსთავი-თბილისი-მაღლივი კორპუსი აამოქმედა. რუსთავის მერიის ცნობით, ახალი სატრანსპორტ...

ნინო ლაცაბიძე

1740567140

ახალი ამბები

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ზვავსაშიშროების, ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დაწესებულია ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმები. მოძრაობის შეზღუდვა იყო და...

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთ

1740565664

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ზურაბიშვილმა გუშინ სანქციებთან დაკავშირებით თქვა ტყუილი, ის ხვდება, რაშიც თავად იყო ჩართული, რომ საქართველო შეეთრიათ ომში, ეს ყველაფერი უკვე სააშკარაოზეა გამოსული

„სალომე ზურაბიშვილისთვის სამაგალითო მდგომარეობა იქნებოდა, რომ საქართველო შესულიყო ესკალაციაში, აჰყოლოდა იმ მოწოდებებს, რომლებიც მათ შორის უკრაინიდან მოდიოდა და რომლის ინსტრუმენტად გამოყენებული იყო ჩვე...

შალვა პაპუაშვილი