„სოფლებში უკვე შევიდნენ ჩვენი გმირი სამხედროები და ისინი აუცილებლად მივლენ ყველა ადამიანთან, ვისაც დახმარება სჭირდება“ - ნინო წილოსანი

„სოფლებში უკვე შევიდნენ ჩვენი გმირი სამხედროები ხალხის დასახმარებლად და ისინი აუცილებლად მივლენ ყველა ადამიანთან, ვისაც დახმარება სჭირდება ამ ურთულეს ვითარებაში“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც წილოსანი წერს, აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები.
„ჩემი საყვარელი გურიიდან მწერენ, რომ სოფლებში უკვე შევიდნენ ჩვენი გმირი სამხედროები ხალხის დასახმარებლად და ისინი აუცილებლად მივლენ ყველა ადამიანთან, ვისაც დახმარება სჭირდება ამ ურთულეს ვითარებაში.
რა თქმა უნდა, პარალელურ რეჟიმში აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. მოხარული ვარ, რომ სტიქიის ზონაში, გურიაში ამ მომენტშიც იმყოფება პრემიერ-მინისტრი და მოსახლეობას მაქსიმალურად გვერდში უდგას. იმედი მაქვს მალე გავუმკლავდებით მოცემულ მდგომარეობას.
გურიაში ყველაზე მწვავე, თუმცა სხვა რეგიონებშიც არანაკლებ მძიმე სიტუაციაა დიდთოვლობის გამო. მინდა ჩემი საქართველოს ყველა კუთხეს მოგმართოთ, გაგამხნეოთ და გითხრათ, რომ ყველა თქვენს გვერდით ვართ. ერთად ყველაფერს გავუმკლავდებით“, - წერს წილოსანი.
1740571775
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილმა საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წლიური ანგარიში წარადგინა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წლიური ანგარიში წარადგინა. როგორც...
1740570197
საზოგადოებაჰაკან ფიდანი: საქართველო არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი, ორივე ქვეყანამ დაამყარა ერთმანეთთან სამაგალითო ურთიერთობა
„საქართველო არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენ ძალიან წარმატებით განვაგრძობთ ამგვარი ტიპის მეგობრულ ურთიერთობას“, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა თურქეთში...
1740568758
ახალი ამბებინინო ლაცაბიძე: სტუდენტების მოთხოვნა შესრულებულია და დღეიდან, რუსთავიდან თბილისში, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსები იმოძრავებენ
რუსთავის მერიამ, მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმის ფარგლებში, დედაქალაქის მიმართულებით კიდევ ერთი მეოთხე მარშრუტი - რუსთავი-თბილისი-მაღლივი კორპუსი აამოქმედა. რუსთავის მერიის ცნობით, ახალი სატრანსპორტ...
1740567140
ახალი ამბებიგუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ზვავსაშიშროების, ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დაწესებულია ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმები. მოძრაობის შეზღუდვა იყო და...
1740565664
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ზურაბიშვილმა გუშინ სანქციებთან დაკავშირებით თქვა ტყუილი, ის ხვდება, რაშიც თავად იყო ჩართული, რომ საქართველო შეეთრიათ ომში, ეს ყველაფერი უკვე სააშკარაოზეა გამოსული
„სალომე ზურაბიშვილისთვის სამაგალითო მდგომარეობა იქნებოდა, რომ საქართველო შესულიყო ესკალაციაში, აჰყოლოდა იმ მოწოდებებს, რომლებიც მათ შორის უკრაინიდან მოდიოდა და რომლის ინსტრუმენტად გამოყენებული იყო ჩვე...