საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგება - ოზურგეთის, ქუთაისის, სენაკისა და წყალტუბოს ნაწილს წყალი არ მიეწოდება

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ქალაქ ოზურგეთის, ქუთაისის, სენაკისა და წყალტუბოს ნაწილს წყალი არ მიეწოდება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგება ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, წყალმომარაგება რთული მეტეოროლოგიური პირობების გამოა შეწყვეტილი.

„გაცნობებთ, რომ რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილია სატუმბ სადგურებზე, რის შედეგადაც წყალმომარაგება შეზღუდულია შემდეგ მისამართებზე: ქ. ოზურგეთი – N1 სატუმბი სადგური; ქ. ქუთაისი – ფარცხანაყანევის სათავე ნაგებობა; ქ. სენაკი – ნოსირის სატუმბი სადგური; ქ. წყალტუბო- მიწაწითელას სათავე ნაგებობა.  წყალმომარაგების აღდგენის სავარაუდო დრო და შესაბამისი ქუჩების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.

ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით კომპანიის ცხელ ხაზზე: 032 2 93 00 00 ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740571775

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წლიური ანგარიში წარადგინა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წლიური ანგარიში წარადგინა. როგორც...

პოლიტიკა

1740570197

საზოგადოება

ჰაკან ფიდანი: საქართველო არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი, ორივე ქვეყანამ დაამყარა ერთმანეთთან სამაგალითო ურთიერთობა

„საქართველო არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენ ძალიან წარმატებით განვაგრძობთ ამგვარი ტიპის მეგობრულ ურთიერთობას“, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა თურქეთში...

ჰაკან ფიდანი

1740568758

ახალი ამბები

ნინო ლაცაბიძე: სტუდენტების მოთხოვნა შესრულებულია და დღეიდან, რუსთავიდან თბილისში, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსები იმოძრავებენ

რუსთავის მერიამ, მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმის ფარგლებში, დედაქალაქის მიმართულებით კიდევ ერთი მეოთხე მარშრუტი - რუსთავი-თბილისი-მაღლივი კორპუსი აამოქმედა. რუსთავის მერიის ცნობით, ახალი სატრანსპორტ...

ნინო ლაცაბიძე

1740567140

ახალი ამბები

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ზვავსაშიშროების, ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დაწესებულია ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმები. მოძრაობის შეზღუდვა იყო და...

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთ

1740565664

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ზურაბიშვილმა გუშინ სანქციებთან დაკავშირებით თქვა ტყუილი, ის ხვდება, რაშიც თავად იყო ჩართული, რომ საქართველო შეეთრიათ ომში, ეს ყველაფერი უკვე სააშკარაოზეა გამოსული

„სალომე ზურაბიშვილისთვის სამაგალითო მდგომარეობა იქნებოდა, რომ საქართველო შესულიყო ესკალაციაში, აჰყოლოდა იმ მოწოდებებს, რომლებიც მათ შორის უკრაინიდან მოდიოდა და რომლის ინსტრუმენტად გამოყენებული იყო ჩვე...

შალვა პაპუაშვილი