შალვა პაპუაშვილი: ზურაბიშვილმა გუშინ სანქციებთან დაკავშირებით თქვა ტყუილი, ის ხვდება, რაშიც თავად იყო ჩართული, რომ საქართველო შეეთრიათ ომში, ეს ყველაფერი უკვე სააშკარაოზეა გამოსული

„სალომე ზურაბიშვილისთვის სამაგალითო მდგომარეობა იქნებოდა, რომ საქართველო შესულიყო ესკალაციაში, აჰყოლოდა იმ მოწოდებებს, რომლებიც მათ შორის უკრაინიდან მოდიოდა და რომლის ინსტრუმენტად გამოყენებული იყო ჩვენი ოპოზიცია და „ენჯეოები“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, სანქციებთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადება იყო ტყუილი.

„სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადებაზე გავაკეთებ კომენტარს, რომელიც მან გააკეთა გუშინ მემორიალთან, როდესაც თქვა, რომ სამი წლის წინ, 2022 წლის 25 თებერვალს, როდესაც პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ საქართველო არ დააწესებს სანქციებს, მაშინ თითქოს არანაირი სანქციები არ იყო დაწესებული, რომ ეს არის ტყუილი.

გუშინ სალომე ზურაბიშვილმა მემორიალთან თქვა ტყუილი, თითქოს 25 თებერვალს სანქციები არ იყო დაწესებული.

23-ში უკვე იყო აშშ-ის სანქციები, 24-ში ევროკავშირის სანქციები დაწესებული. რა თქმა უნდა, თუკი არ იყო დაწესებული, მაშინ ვინ გვთხოვდა ჩვენ სანქციებს და რატომ იქნებოდა ეს განცხადება პრემიერ-მინისტრის მხრიდან. მაგრამ ის ხვდება, რომ რაშიც თავად იყო ჩართული, რომ საქართველო შეეთრიათ ომში და ის იყო ამის მონაწილეც თავად, ხვდება, რომ ეს ყველაფერი ახლა უკვე არის სააშკარაოდ გამოსული და ყველა ცდილობს, ახლა რაღაცნაირად გამოძვრეს ამ მდგომარეობიდან“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, სამი წლის წინ საქართველო გადაურჩა ახალ ომს.

„კიდევ ერთხელ, სამი წლის წინ, 25 თებერვალს, საქართველო გადაურჩა კიდევ ერთხელ თავისი დამოუკიდებლობის შელახვას, ახალ ომს და მეორე უკრაინად ქცევას, საითკენაც გვიბიძგებდნენ, გვიბიძგებდა ოპოზიცია, მათი მხარდამჭერები, რომლებიც აქ, იგივე ხალხი, ვინც წელს, 25 თებერვალს გამოვიდა ქუჩებში და ჰქონდათ მოწყობილი მსვლელობა, იგივე ხალხი, იგივე სახელები, იგივე სახეები სამი წლის წინ იდგნენ იმავე ადგილას, პარლამენტის შენობასთან და საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვდნენ მოხალისეების გაგზავნას, სანქციების დაწესებას, ცის დაკეტვას და ა.შ. ანუ მოითხოვდნენ საქართველოსგან ომის მხარედ ქცევას და ომში შესვლას. ეს არის 21-ე საუკუნის ორჯონიკიძეობა, როდესაც საქართველოს ამისკენ უბიძგებდნენ.

რაც შეეხება ქალბატონ სალომეს, მან ერთი, რომ მოიტყუა, რომ რა თქმა უნდა, სანქციები უკვე დაწესებული იყო, ამას გვთხოვდნენ ჩვენ და ამიტომაც იყო პრემიერ-მინისტრის განცხადება საჭირო, რომ ჩვენ ორმხრივ სანქციებს არ დავაწესებდით. უფრო მეტიც, ზუსტად 2022 წლის 25 თებერვალს შედგა შეხვედრა ქალბატონ სალომესთან რეზიდენციაში, სადაც ირაკლი კობახიძე და მე ვიყავით.

ამ შეხვედრაზე ირაკლი კობახიძეს სხვა დროსაც აქვს მოყოლილი, სადაც მან პირველი, რაც გვითხრა 25 თებერვალს, ომი არის ერთი დღის დაწყებული, კიევის მისადგომებთან დგას რუსეთის არმია და 25 თებერვალს დაიწყო ჩვენი საუბარი იმით, რომ რას შვებით ახლაო, ხედავთ ზელენსკი გმირად არის ქცეული და თქვენ სად ხართო და რას აკეთებთო.

აი, ეს იყო მისთვის, ასე ვთქვათ, სამაგალითო მდგომარეობა იქნებოდა, რომ საქართველო შესულიყო ესკალაციაში, აჰყოლოდა იმ მოწოდებებს, რომლებიც მათ შორის უკრაინიდან მოდიოდა და რომლის ინსტრუმენტად გამოყენებული იყო ჩვენი ოპოზიცია და „ენჯეოები“, რომლებიც ითხოვდნენ, მოითხოვდნენ, რომ მოხალისეები გაგვეგზავნა უკრაინაში და ამით გავმხდარიყავით ომის მხარე ანუ საქართველო შესულიყო ომში და აქ ყოფილიყო მეორე უკრაინა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740571775

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წლიური ანგარიში წარადგინა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წლიური ანგარიში წარადგინა. როგორც...

პოლიტიკა

1740570197

საზოგადოება

ჰაკან ფიდანი: საქართველო არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი, ორივე ქვეყანამ დაამყარა ერთმანეთთან სამაგალითო ურთიერთობა

„საქართველო არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენ ძალიან წარმატებით განვაგრძობთ ამგვარი ტიპის მეგობრულ ურთიერთობას“, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა თურქეთში...

ჰაკან ფიდანი

1740568758

ახალი ამბები

ნინო ლაცაბიძე: სტუდენტების მოთხოვნა შესრულებულია და დღეიდან, რუსთავიდან თბილისში, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსები იმოძრავებენ

რუსთავის მერიამ, მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმის ფარგლებში, დედაქალაქის მიმართულებით კიდევ ერთი მეოთხე მარშრუტი - რუსთავი-თბილისი-მაღლივი კორპუსი აამოქმედა. რუსთავის მერიის ცნობით, ახალი სატრანსპორტ...

ნინო ლაცაბიძე

1740567140

ახალი ამბები

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ზვავსაშიშროების, ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დაწესებულია ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმები. მოძრაობის შეზღუდვა იყო და...

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთ

1740564901

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: სიტყვასიტყვით დავაინიცირეთ ამერიკული „ფარა“

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „ფარას“ ანალოგ კანონზე მედიასთან საუბრობს და აღნიშნავს, რომ კანონის არის ამერიკულთან იდენტური და თუ ვინმეს პრეტენზია ექნება, მაშინ ამერიკა უნდა აკრიტიკოს. „ჩვ...

შალვა პაპუაშვილი