რუსთავში, ახალგაზრდა კაცი ძმებმა ჯერ სცემეს, შემდეგ კი ფეხები დაუსერეს და გაიქცნენ

რუსთავში, მშენებელთა ქუჩაზე მდებარე "ჰაიდელბერგ" ცემენტის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, მამაკაცი დაჭრეს.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, რუსთავი-გარდაბნის გზაზე სისხლიანი დაპირისპირება ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაიწყო. როგორც საინფორმაციო სააგენტომ გაარკვია, სამმა პირმა, ძმებმა ბიძაშვილთან ერთად, კაცს ჯერ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი ქვედა კიდურის არეში დაჭრეს და ადგილიდან მიიმალნენ.


არსებული ინფორმაციით, 40 წლამდე მამაკაცს ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში, კლინიკა ჯეო-ჰოსპიტალსში გადაიყვანა.

როგორც კლინიკაში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, პაციენტს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა და ამ დროისთვის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, რომ მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

რუსთავის პოლიციამ საქმეზე ერთ-ერთი ძმა და ინციდენტში მონაწილე მათი ბიძაშვილი უკვე დააკავა, მესამე ბრალდებულის ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით კი, საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

წყარო:inforustavi.ge

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵"როგორ ჩამოვედი აშშ-ში? საზღვარზე გადავედი, არ გადამიცურია მდინარე, მაგრამ არ ამცდა ციხე... ურთულესია..." - მექსიკიდან აშშ-ში ჩასული ქართველი ემიგრანტის რჩევები და გზა სასურველ ქვეყანამდე

🔵"ძალიან ბევრი დამთხვევაა... ჩვენი თანამშრომლები მუდმივად ჩადიოდნენ ამ აუზში, ამოწმებდნენ" ლაშა ფურცხვანიძე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741018163

ახალი ამბები

სოზარ სუბარი: აგენტოკრატიას იდეოლოგიური ბრძოლა ჰქონდა ტერმინ სამშობლოსთან და სწორედ ეს უნდა დავაბრუნოთ მომავალი თაობის აღზრდისას - არ არსებობს უფრო დიდი ღირებულება, ვიდრე სამშობლოს სიყვარული, სამშობლოს მსახურება და პატრიოტიზმია

 პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით მსჯელობისას კოდე...

სოზარ სუბარი

1741015622

საზოგადოება

გია ვოლსკი - საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული

საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლ...

გიორგი ვოლსკი

1741013705

ახალი ამბები

გურიის რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა

 გურიის მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის განცხადებით, რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა. აღნიშნულის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს. „სტიქიის...

გურია

1741013624

მსოფლიო

ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის

 უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის. უკრაინის ლიდერის თქმით, ის მოელის, რომ უკრაინა კვლავ მიიღებს აშშ-ის მხარდაჭერას...

ააა

1741012666

მსოფლიო

ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება ხელოვნურად შექმნილი ესკალაცია იყო

 გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება „ხელოვნურ...

ფრიდრიხ მერცი