"როგორ ჩამოვედი აშშ-ში? საზღვარზე გადავედი, არ გადამიცურია მდინარე, მაგრამ არ ამცდა ციხე... ურთულესია..." - მექსიკიდან აშშ-ში ჩასული ქართველი ემიგრანტის რჩევები და გზა სასურველ ქვეყანამდე

ჯგუფში "მექსიკიდან ამერიკაში", მორიგი ისტორია გამოქვეყნდა, თუ რა გზის გავლა უწევთ ქართველ ემიგრანტებს, საქართველოდან აშშ-მდე.
პოსტის ავტორი, მარიამ ხუბუაა, რომელიც უკვე ჩავიდა დანიშნულების ადგილამდე და ახლა სხვებს აძლევს რჩევას.
"როგორ ჩამოვედი აშშ-ში? 🇺🇸
უამრავი შეტყობინება და თხოვნების შემდეგ მინდა გიამბოთ ჩემი განვლილი გზა, თუმცა არანაირად არ ვამბობ რომ იგივეს გაივლით. ყველას გვაქვს ჩვენი ,,ჯვარი,, და ხვედრი ასევე იღბალი ამ ქვეყნად. მოგცემთ ძირითად რჩევებს რაც გამოგადგებათ. ყველაფერი არის ახსნილი დეტალურად. სმს ვერ ვუპასუხებ დროის არ ქონის გამო. სწორედ სხვისი რჩევებით, მათგან მიღებული ინფორმაციით მოვხვდი ამ საოცარ ქვეყანაში. მიიღეთ რჩევები მაგრამ აირჩიეთ და გადაწყვიტეთ სწორად... 🇺🇸
1. აუცილებელია მიზანი და სწრაფვა ყოველ დღიურად. ნუ იტყვით იქ ჩავალ და მერე ყველაფერი მოგვარდება. არა, რაც მეტს მოაგვარებთ მანდ და ისე ჩამოხვალთ ათმაგად სწრაფად წახვალთ წინ. აქ კარგავთ დროს ამაში და ფინანსებს. ამიტომ ისწავლეთ ინგლისური ყოველ დღიურად. უმარტივესი სიტყვებით დაიწყეთ მაგრამ ყოველ დღე ისწავლეთ. ერთი კვირა იმეცადინეთ კვირის დღეები, მეორე კვირას სხვა და ასე. ეს ეხება მათ ვინც საერთოდ არ იცით ენა. რთულია კომუნიკაცია საბაჟოზე, ციხეში ხო საერთოდ და აქ მითუმეტეს!
2. გააკეთეთ შენგენის ნებისმიერი ქვეყნის ვიზა. ან ამ ვიზით შეხვალთ მექსიკაში ან თავად მექსიკის ვიზით რომელიც კეთდება თურქეთში და რთულად გაიცემა. თუ გნებავთ ამ კონკრეტულ ( შენგენის ვიზა) მომსახურებაზე მიგასწავლით. (მომწერეთ) ნუ გადაიხდით უაზრო ფულებს მოწვევებში და რეგისტრაციაზე. მე დამარეგისტრირა მეგობარმა, მოწვევა დამიჯდა 100 $, საკ. მოსაკრებელი 80 და ესეც ჩემი ვიზა. მე მქონდა პოლონეთის ვიზა . ძალიან ბევრმა მკითხა!!
3. გჭირდებათ მოგზაურობის დაზღვევა რასაც მოგცემთ ნებისმიერი ტურ. კომპანია და მოგიწესრიგებთ საბუთებს.
4. როცა გეგმავთ აშშ წამოსვლას უნდა ემზადებოდეთ ალბათ გარკვეული პერიოდი. მე სამი წელი დამჭირდა ეს ეტაპი. ყოველ წელიწადს როცა ფულს მოვაგროვებდი ვმოგზაურობდი მცირედი, თითქმის უმცირესი ხარჯებით. პასპორტში მქონდა 5 ქვეყნის კვეთა. ამან იქონია გავლენა რათქმაუნდა სანდოობის მხრივ. ანუ ვარ ტურისტი და მექსიკაშიც ვმოგზაურობ როგორც ტურისტი. თუმცა მყავს მეგობარი რომელმაც პირველად იმოგზაურა სუფთა პასპორტით და შემოუშვეს. რატომ? სწორად დაგეგმა, აიღო სასტუმრო 7-10 დღე კანკუნში. ანუ იყიდა. იყიდა შიდა ტურები და აუცილებელი როცა დაკითხვაზე ყავდათ 2 სთ. არ უნერვიულია. გაკვირდებიან კამერებით. მოიქეცით ისე როგორც ტურისტს შეფერის, გადახდილი გაქვთ ფული და იმსახურებთ დაისვენოთ. ენაც არ იცოდა ძალიან მაგრად მაგრამ მოამზადა წინასწარ თუ სად მიდიოდა და ა.შ. ეს რათქმაუნდა ელემენტარულია.
5. ჩაიცვით სწორად... მიწესრიგდით, გაიპრანჭეთ. ისეთი იყავით რომ გაიფიქროს მებაჟემ ეს რომც დარჩეს კარგი ვინმეა და ბაზარი არააო 😀🧚🏻♂️🧚🏻♂️ მე პირადად მეორადები დავცალე წინა დღეებში და იმ ბარგით წამოვედი, არ არის აუცილებელი ბრენდები. მთავარი არის პირველი შეხედულება ხომ იცით, მე ყველაფერი გავაკეთე რომ ერთ შეხედვაში ეფიქრათ რომ ვარ ტურისტი და რა ციხე და რა სამუშაოდ წასვლა )))) ხრიკები ინდივიდუალურია საბაჟოზე ყოფნისას. იყავით თანამები რაც არუნდა დარდობდეთ. იფიქრეთ მოტივზე. ასე გავუძელი, უამრავი მოტივით გზასაც და ციხეში ყოფნის 20 დღესაც რომელიც არ იყო მარტივი თუმცა ოცნებები მარტივად გადაგატანინებთ. 😊
6. ჩემი მეგობრის დახმარებით დავჯავშნე ბილეთები. სასტუმროც და გზაც. რაც უფრო ადრე იყიდით მით უფრო იაფად. მე ვიყიდე თვე ნახევრით ადრე. ლიტვა-ჰელსინკი-მადრიდი- მეხიკო სითი. 1050 $ ორივე გზა. იაფია ძალიან.
ჩავედი პოლონეთში ( ბილეთი 180 $ დამიჯდა) რაც იყო შეცდომა თუმცა გადავრჩი. არავინ დაიჯერე ჩემი სამუშაო მოწვევა. გადავრჩი ))) მაგრამ არაა სავალდებოლო რადგან პოლონეთის ვიზა გაქვთ მანდ ჩახვიდეთ. იტყვით: გადაიდო სამუშაო და გადავწყვიტე დასვენება.
7. ერთი კვირა ვისვენებდი ლიტვაში, მარიოტში. სასტუმროს კარტა პასპორტში ჩავდე, მაინც თვალში მოხვდათ))) ესეც ხრიკი პატარა))) შევქმენი ილუზია რომ ფულის პრობლემა არ მაქვს 😀
8. ნუ წამოხვალთ მარტო, თუ გინდათ არ იგრძნოთ გზა აარჩიეთ სწორი და სანდო ადამიანი თანამგზავრად. ვინც არასდროს დაგტოვებთ გასაჭირში. ცოტ-ცოტა რომ ყველას გარკვეული ღირებულებები გექნებათ რაღაც გამოვა. მაგ: მეგობარს ჰქონდა ევროპის მოქალაქის პასპორტი მე ვიზუალი და მარიფათი და ესე 🤣
9. ჩემით შევედი მადრიდშიც, მეხიკო სითიში (მეხიკოში დავისვენე, ფოტოები გადავიღე უამრავი. ტიხუანაში რომ ვინმეს გავეჩერებინე ვეტყოდი აქ ვისვენებდი, აქ ვცხოვრობდი და ა.შ. ანუ ვარ ტურისტი და რა პრობლემაა?!))) და ტიხუანაშიც ისე რომ კითხვაც არ დაუსვამთ. ( ტიხუანას აქვს აეროპორტი, როცა მიდიხარ უახლოეს ქალაქებში დასასვენებლად უნდა ჩაფრინდე უდაოდ ტიხუანაში ტიხუანაში. აირჩიეთ რომელიმე ახლო მდებარე ტურისტული ქალაქი და დაჯავშნეთ სასტუმრო. მაგ: ენსენადა, როგორც მე ვქენი და დამალეთ ტიხუანას სასტუმროს ჯავშანი. იტყვით რომ უნდა დაისვენოთ ენსენადაში. არადა არ წახვალთ ენსენადაში და დარჩებით ტიხუანაში. ეს მაინც ალიბია აეროპორტში თან მყარი. ) ვიბოდიალე კიდეც უამრავი ტიხუანაში... ტურისტის ვიზუალი, სითამამეთანმხლები ადამიანი ალბათ უფრო აგარიდებთ პრობლემებს.
10. საზღვარზე გადავედი, არ მიცურია მდინარე, არც არაფერი მსგავსი.
11. მაგრამ არ ამცდა ციხე. ურთულესია... მაგრამ ... შიგნით შეძლებთ აპარატზე საკვების და ტკბილეულის ყიდვას. არაფერი მოგენატრებათ. შეიძენთ მეგობრებს და დაისვენებთ 😃 ეცადეთ იფიქროთ დადებითად, ილოცეთ ბევრი, მანდაც ინგლისურის წიგნებია და იკითხეთ...
როცა გაგიჭირდებათ მანდ ყოფნა ან სიცივე ან სხვა იფიქრეთ თუ რამდენი შრომა და დარდია ჩვენს ქვეყანაში, როგორ შრომობენ ჩვენი მშობლები და არ უშინდებიან არც სიცივეს და არც არაფერს და ყველაფერი გაგიმარტივდებათ. თუმცა ახლა გართულდა სიტუაცია და ქეისები მოამზადეთ წინასწარ. აბრუნებენ ხალხს.
12. ბონდიც არ დაუწერიათ. არც სპონსორთან დაურეკავთ ამიტომ ძალიან იაფად ჩავედი. ხარჯი 5000 $ არ გაცდენია.
საბოლოოდ: აქაც არაფერია მარტივი, მაგრამ შრომა, შრომა და შრომა ... გისურვებთ ულევ წარმატებას. ✅🇺🇸 ",-წერს, მარიამ ხუბუა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵"ყველაფერი თავდაყირა დადგა, სრულდება პოლონეთის ვიზით გადასვლა მექსიკიდან შეერთებულ შტატებში"
1741018163
ახალი ამბებისოზარ სუბარი: აგენტოკრატიას იდეოლოგიური ბრძოლა ჰქონდა ტერმინ სამშობლოსთან და სწორედ ეს უნდა დავაბრუნოთ მომავალი თაობის აღზრდისას - არ არსებობს უფრო დიდი ღირებულება, ვიდრე სამშობლოს სიყვარული, სამშობლოს მსახურება და პატრიოტიზმია
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით მსჯელობისას კოდე...
1741015622
საზოგადოებაგია ვოლსკი - საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული
საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლ...
1741013705
ახალი ამბებიგურიის რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა
გურიის მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის განცხადებით, რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა. აღნიშნულის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს. „სტიქიის...
1741013624
მსოფლიოზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის. უკრაინის ლიდერის თქმით, ის მოელის, რომ უკრაინა კვლავ მიიღებს აშშ-ის მხარდაჭერას...
1741012666
მსოფლიოფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება ხელოვნურად შექმნილი ესკალაცია იყო
გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება „ხელოვნურ...