ანრი ოხანაშვილი: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების გამოწვევებს განეკუთვნება სხვადასხვა ძალის მიერ საქართველოში პოლიტიკური ვითარების გამწვავება და ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლისთვის ნიადაგის მომზადება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების გამოწვევებს განეკუთვნება სხვადასხვა ძალის მიერ საქართველოში პოლიტიკური ვითარების გამწვავება და ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლისთვის ნიადაგის მომზადება, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსობის კანდიდატმა ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე.
მისი თქმით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მუშაობის შედეგად, მოხერხდა უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების მიერ ინსპირირებული საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისთვის საზიანო ღონისძიებების განეიტრალება.
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების გამოწვევებს განეკუთვნება სხვადასხვა ძალის მიერ საქართველოში პოლიტიკური ვითარების გამწვავება და ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლისთვის ნიადაგის მომზადება და ამ მხრივ რესურსების მობილიზება. სამსახურის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი ანგარიშის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში გამოვლინდა, რომ უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების ინტერესებში შედიოდა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პროცესები, საზოგადოებრივი განწყობა, პოლიტიკური პარტიების რეიტინგები და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მათი გამარჯვების ალბათობა.
ამასთანავე, გამოიკვეთა უცხო ქვეყნების სპეციალურ სამსახურებთან დაკავშირებულ პირთა მცდელობები საქართველოში მოქმედ მედიასაშუალებებსა და ცალკეულ ჯგუფებთან ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და მათი გამოყენების მიმართულებით. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მუშაობის შედეგად, მათ შორის, სხვა ორგანოებთან კოორდინაციის ფარგლებში, მოხერხდა უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების მიერ ინსპირირებული საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისთვის საზიანო ღონისძიებების განეიტრალება, რისთვისაც, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი სამსახურის ხელმძღვანელობას და თანამშრომლებს.
ასევე მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ ვახტანგ გომელაურს და სამინისტროს თანამშრომლებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მჭიდრო და ნაყოფიერი კოორდინაციისთვის. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გააგრძელებს აქტიურ მუშაობას აღნიშნული საფრთხეების ადრეული გამოვლენის, პრევენციისა და აღკვეთის მიმართულებით“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
1744281965
ახალი ამბებისოზარ სუბარი: თავიდანვე ნათელი იყო რეჟიმის განზრახვა, დაეხვრიტათ როინ შავაძე
პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ როინ შავაძე შეგნებულად არის დახვრეტილი. ამის შესახებ დეპუტატმა 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლი...
1744281703
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია მიხაელ გალერის განცხადებაზე ბიძინა ივანიშვილის შესახებ: რა უნდა დავარქვა ამ განცხადებას თუ არა მოროდიორობა და პოლიტიკური კანიბალიზმი?
ირაკლი კირცხალია მიხაელ გალერის განცხადებას ეხმაურება ბიძინა ივანიშვილის შესახებ და აღნიშნავს, რომ ეს განცხადება სხვა არაფერია თუ არა მოროდიორობა და პოლიტიკური კანიბალიზმი. „ეს იმ ფაშიზმის გამოვლინება...
1744280639
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთში, ანტალიის დიპლომატიის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 11-13 აპრილს გაიმართება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტ...
1744279913
ახალი ამბებიკახა კალაძე ოპოზიციას: ბიძინა ივანიშვილზე ნუ ინერვიულებთ, ისედაც ბევრი გაქვთ სანერვიულო, ისეთ მდგომარეობაში ხართ
„მსგავსი ტიპის განცხადებები, როდესაც შეურაცხყოფას გვაყენებენ, კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ თავს არავის ვესხმით, ვართ თავდაცვის რეჟიმში“, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი გერმანელი ევროპარლამენტარის...
1744278719
ახალი ამბებიკახა კალაძე 9 აპრილის აქციაზე: იქ იყვნენ ის ადამიანებიც, რომლებიც მემორიალზე ასულები ცეკვავდნენ, რისი დამადასტურებელი კადრებიც არქივში არსებობს
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, 9 აპრილის მემორიალის ბლოკირება და მოქალაქეების გადაადგილების შეზღუდვა განახორციელა მარგინალურმა, რადიკალურმა დაჯგუფებამ, რომლის წარმომადგენლები საპროტესტო ა...