შსს: ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელის მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 333-ე მუხლით დაიწყო (ვიდეო)
შინაგან საქმეთა სამინისტრო, ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც რამდენიმე-წამიან ვიდეოში ჩანს, პოლიციელი სავარაუდოდ ახალგაზრდა კაცს სცემს.
"შინაგან საქმეთა სამინისტრო, პირველ რიგში გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას, უწყებისთვის კატეგორიულად მიუღებელია პოლიციელის მხრიდან ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება, რომელიც შესაძლოა არღვევდეს ადამიანის უფლებებს.
მედიასაშუალებებში მიმდინარე წლის 24 იანვარს გავრცელდა თბილისის მეტროპოლიტენში გადაღებული ვიდეომასალა, სადაც პოლიციელის მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტია ასახული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ვიდეომასალის გავრცელებისთანავე დაიწყო ფაქტის მოკვლევა, რომლის ფარგლებში მოპოვებული მასალები უკვე გადაუგზავნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელის მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით დაიწყო", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სხვა სიახლეები:
1736609208
ახალი ამბებისაპროტესტო აქციების დროს დაკავებული რვა პირი თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული რვა პირი თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე...
1736607620
საინტერესო ამბები„მავნებელი პრეზიდენტყოფილი ქალის დახვედრა ზუგდიდში, სხვანაირად ჩვენ, სამეგრელოში არ ვხვდებით“ - გიორგი გამსახურდია
გიორგი გამსახურდია საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის რეგიონულ ტურნეს ეხმიანება, რომელიც ზუგდიდიდან დაიწყო. გამსახურდია აქციაზე შეკრებილი ხალხის მცირერიცხოვნობაზე ამახვილებს ყურადღებას...
1736605680
სოციალური მედია„უნდა გითხრა, რომ ეს სანქცია საერთოდ არ მანაღვლებს, ჩემთვის დიდი პატივია ამ სიაში ყოფნა“ - ვასილ მაღლაფერიძის ღია წერილი ყოფილ მეგობარს
ცხადია, გაიგებდი, რომ შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივანს კონგრესმენებმა მოთხოვნა გაუგზავნეს ოცდახუთი ადამიანის, მათ შორის, ჩემი დასანქცირების შესახებ – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლ...
1736602609
ახალი ამბები„მართალია, არ მოვემზადეთ, როგორც საჭირო იყო, დარწმუნებული ვიყავით, რომ ვიყავით მეტნი, რაც სწორია, მაგრამ მომზადებულიც უნდა ვიყოთ, საჭიროა ახალი პარტიები“ - სალომე ზურაბიშვილი
„კარგია დგომა, მაგრამ კიდევ უფრო კარგია იმის მომზადება, რაც გვჭირდება ხვალინდელი დღისთვის. კრიზისიდან გამოსავალი არის თავისუფალი არჩევნები, და შემდეგი არჩევნებისთვის მოუმზადებელი არ უნდა აღმოვჩნდეთ“,...
1736599831
ახალი ამბებისოხუმში სამი ადამიანი მოკლეს
11 იანვარს სოხუმში კაფე „ბისკვიტის“ სტუმრებს შორის სროლა მოხდა. დაღუპულია სამი ადამიანი. ისინი ცენტრალურ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ერთი მსროლელი მიიმალ...