იტალია: „გამომიცხადა რომ მე უსაბუთო ვიყავი, მიჩივლებდა და დამადეპორტებდნენ“ - ემიგრანტის წერილი

26/8/2022 • 11:15 ემიგრაცია

ექსკლუზივის რედაქციას იტალიაში მცხოვრები ემიგრანტი, სამი შვილის დედა, ლალი მოცრაძე დაუკავშირდა და გვთხოვა მისი ემიგრანტული ისტორიის შესახებ ფართო აუდიტორიისთვის გვეამბო.

მოგეხსენებათ, რომ ემიგრაციაში დამკვიდრებული პრაქტიკაა დამსაქმებლის ინსტიტუტი. გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ ქართველი და იტალიელი დამსაქმებლები სამსახურის მაძიებელ ქართველებს სამუშაო გარემოს სთავაზობენ. ლალის ისტორიაც დასაქმების პირობებს და დამსაქმებლის მხრიდან, როგორც თავად ლალი გვიყვება, არაადამიანურ მოპყრობას უკავშირდება.

„მოგესალმებით ემიგრანტებო გამძლეობას გისურვებთ უცხო მიწაზე. მინდა, შევეხო ერთ ფრიად მტკივნეულ საკითხს, რომელიც იტალიაში საკმაოდ აქტუალურია - ქართველი დამსაქმებლების დამოკიდებულებას ახალჩამოსული ქალბატონების მიმართ.
 
პირველ რიგში, დავწერ იმას, რომ ჩვენ ემიგრანტები ისედაც სტრესის ქვეშ ვცხოვრობთ და აუცილებელია ერთმანეთს შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ. 
 
ახლა რაც შეეხება ძირითად საკითხს, ეს პირადად საკუთარ თავზე გამოვცადე. იტალიაში ჩამოვედი 2018 წლის ოქტომბერში და ორთვე-ნახევარი უმუშევარი ვიყავი. ერთმა გოგომ დამაკავშირა დამასაქმებელთან და ამ დამსაქმებელმა (რომელიც მოღვაწეობს იტალიელთან ერთად) შემომთავაზა სამსახური ლეჩეში (არადეოში) ბაბუასთან. ამ სამსახურში შემიყვანეს 2019 წლის 3 იანვარს. რა თქმა უნდა თანხა უნდა გადამეხადა, ერთი თვის ხელფასი, მაგრამ მე არჩევანი არ მქონდა და დავთანხმდი. შეთანხმება კი ასეთი იყო: ყოველთვიურად უნდა მიმეცა 200 ევრო, რადგან ცოტა ფულის გაგზავნა მომეხერხებინა შვილებთან. (700 ევროზე შემიყვანეს და ბოლოს 650 გამოვიდა ჩემი ხელფასი).
 
ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა ორი კვირის მანძილზე. ორი კვირის შემდეგ დამირეკა დამსაქმებელმა და მთლიანი ხელფასის გადახდა მომთხოვა. როდესაც შეთანხმება შევახსენე, გამომიცხადა რომ მე უსაბუთო ვიყავი, მიჩივლებდა და დამადეპორტებდნენ.
 
შემდეგ დაიწყო მუქარა იმ გოგოს მისამართით, ვინც ამ დამსაქმებელს დამაკავშირა, ჩემი როგორც ,,ურჩი'' გადამხდელის შანტაჟი და პლუს ურეკავდნენ ოჯახს და ბადანტის შეცვლას სთავაზობდნენ.
 
იძულებული გამხადეს ყველაფერი მეამბო ოჯახისთვის, ოჯახი მხარში ამომიდგა, რისთვისაც დღემდე მადლიერი ვარ მათი, დამიცვეს მათგან. ნუ საბოლოო ჯამში დაურეკეს ამ დამსაქმებელს და უთხრეს რომ მე მხოლოდ 250 ევროს გადავიხდიდი და თუ კიდევ შემაწუხებდნენ უჩივლებდნენ.
 
ალბათ წარმოგიდგენიათ რამხელა ნერვიულობა გავიარე, ოჯახი, სადაც ვმუშაობდი რომ არ დამხმარებოდა, მეც ისე გადამივლიდა თვალს არ დაახამხამებდა. 
 
ამ პოსტს არ ვწერ იმის გამო რომ ვინმეს შევეცოდო, ეს არის მესიჯი იმ დამსაქმებლის მიმართ, რომელიც ბრინდისში მოღვაწეობს და ალბათ აღარც ვახსოვარ. უბრალოდ თუ ამ პოსტს ნახავს აუცილებლად გაახსენდება შეშინებული და დასტრესილი ლალი, რომელიც ატირებული ეხვეწებოდა, ტელეფონში ჩასარიცხი თანხა მაინც დაეტოვებინა.
 
მისი სახელის და გვარის დაწერისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ, რადგან ხელში რეალური ფაქტები არ მიჭირავს (ძველი ტელეფონი გამიფუჭდა).
 
პ.ს. პოსტის მიზანია დავიცვა ახალჩამოსული, ისედაც შეშინებული ქალბატონები. თქვენ მარტო არ ხართ და როგორც შევძლებ ისე დაგეხმარებით.



 

შეჩერდით ვაი დამსაქმებლებო, უფალი ადრე თუ გვიან აუცილებლად მოგაკითხავთ!
გამძლეობას გისურვებთ უცხო მიწაზე. გკოცნით და გეფერებით ჩემო საყვარელო ქართველებო.“ - წერს ლალი მოცრაძე.

ლალი მოცრაძე შვილებთან ერთად

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 იტალია: „არ ენდოთ არავის და არ წახვიდეთ მანდ სამუშაოდ რადგან არის ძალიან ცუდი სიტუაცია“ - ემიგრაცია

📌 „რატომ ილანძღებით და „იფურთხებით“ იტალიელების მისამართით?! თქვენ მართლა არ იცით ესენი როგორ შრომობენ, არ გინახავთ“ - ემიგრანტის წერილი

📌 ხვიჩა კვარაცხელიამ, ემიგრაციაში დაგუბებული ქართველი ემიგრანტების უსასოობას წერტილი დაუსვა! - ხათუნა შარაძე

📌 იტალიის ემიგრანტების საყურადღებოდ!!! ძალიან გთხოვთ, არ მოიტყუოთ თავი!!! როგორც საბოლოოდ გავარკვიე, ძალიან ბევრი ადამიანი ჩაძირეს და ნულზე დაიყვანეს!!! - ემიგრანტის წერილი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

12:15

ახალი ამბები

თეა წულუკიანი გიული ალასანიაზე: სტუდენტების კუთვნილ ფართში თავისი შვილის ხელშეწყობით საკუთარი ბიზნესი მოიწყო, პლუს, კანონებიც კი შეცვალეს იმისთვის, რომ ქალბატონ პრეზიდენტის დედას ეს შესძლებოდა

ბატონო დავით, თქვენ ამბობთ, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარჯზე და მისთვის ქონების წართმევის გზით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა საკუთარ დედას აუწყო ბიზნესი?, - ამ შეკითხვით მიმართა პარლამენტის დროებითი საგ...

თეა წულუკიანი გიული ალასანია

11:48

ახალი ამბები

დავით გურგენიძე: გიული ალასანიამ 2006 წელს რექტორს მიმართა წინადადებით, რომ უნივერსიტეტს შეექმნა სამეცნიერო სამაგისტრო სწავლების ცენტრი, ამის შემდეგ იწყება წნეხი უნივერსიტეტზე

„გიული ალასანიამ 2006 წელს მიმართა წინადადებით რექტორს, როდესაც პრეზიდენტი გახლდათ მიხეილ სააკაშვილი, რომ უნივერსიტეტს შეექმნა დასავლური ცივილიზაციის პროგრამების შემსწავლელი სამეცნიერო სასწავლო სამაგი...

დავით გურგენიძე

11:03

ახალი ამბები

10-11 აპრილს, ღამის საათებში გორის გვირაბებში მოძრაობა დროებით შეიზღუდება

10-11 აპრილს, ღამის საათებში, გორის გვირაბებში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოები ჩატარდება, რომლის  მიმდინარეობისას საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საავტომობილ...

ზოგადი

10:46

ახალი ამბები

სოზარ სუბარი: თავიდანვე ნათელი იყო რეჟიმის განზრახვა, დაეხვრიტათ როინ შავაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ როინ შავაძე შეგნებულად არის დახვრეტილი. ამის შესახებ დეპუტატმა 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლი...

სოზარ სუბარი

10:41

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია მიხაელ გალერის განცხადებაზე ბიძინა ივანიშვილის შესახებ: რა უნდა დავარქვა ამ განცხადებას თუ არა მოროდიორობა და პოლიტიკური კანიბალიზმი?

ირაკლი კირცხალია მიხაელ გალერის განცხადებას ეხმაურება ბიძინა ივანიშვილის შესახებ და აღნიშნავს, რომ ეს განცხადება სხვა არაფერია თუ არა მოროდიორობა და პოლიტიკური კანიბალიზმი. „ეს იმ ფაშიზმის გამოვლინება...

ირაკლი კირცხალია