„მრცხვენია, რომ ეს კაცი მამაჩემია“ - 46 წლის ყოფილი ძიუდოისტის მიერ ნაცემი ცოლი, სიცოცხლის შენარჩუნებისთვის იბრძვის

46 წლის კაცი, რომელსაც საბერძნეთის სამართალდამცველები, ცოლის სასტიკად ცემის გამო სამი დღე ეძებდნენ დღეს პოლიციას თავად ჩაბარდა. 

სამი დღის წინ საბერძნეთში მომხდარმა ოჯახურმა ინციდენტმა ქვეყანა შეძრა. 

46 წლის ძიუდოს მასწავლებელი კაცი, რომელიც 15 წლის წინ  არგიროპოლის ახალგაზრდული სპორტული კლუბის ძიუდოს გუნდის სპორტსმენი იყო, კონფლიქტის შედეგად  სასტიკად გაუსწორდა 40 წლის მეუღლეს, რომელიც მიღებული დაზიანების შედეგად, ევანგელიზმოსის საავადმყოფოს, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში სიცოცხლის შენარჩუნებისთვის იბრძვის. ქალს მიღებული აქვს მძიმე დაზიანებები მთელ სხეულზე და ძირითადად სახის არეში.

პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, სადაც განაცხადა, რომ ნამდვილად სცემა მისი 40 წლის მეუღლე თუმცა, მისი მიზანი არ ყოფილა, ცოლისთვის ისეთი მძიმე დაზიანებები მიეყენებინა რაც მის სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნიდა. უბრალოდ როგორც თავად აღნიშნავს მათ შორის წარმოქმნილი კონფლიქტის დროს დაკარგა საკუთარ თავზე კონტროლი, რამაც მოვლენების მსგავსი განვითარება გამოიწვია. 

46 წლის კაცს, ცოლ-ქმარს შორის მომხდარი კონფლიქტის კონკრეტული მიზეზი არ დაუსახელებია, პოლიციასთან საუბარში მან განაცხადა, რომ მისი და მისი მეუღლის ურთიერთობა რამდენიმე თვით შემოიფარგლება და ამ დროის მანძილზე მათ შორის ხდებოდა ხოლმე  კამათი, როგორც სხვა წყვილებს შორის. 

როგორც ცნობილი გახდა 46 წლის კაცისთვის აღნიშნული ოჯახური ძალადობის ფაქტი არ ყოფილა პირველი შემთხვევა. 2015 წელს მან სასტიკად  სცემა და დანით ჭრილობები მიაყენა მის ყოფილ მეუღლეს, რომელიც იმ დროისათვის არასრულწლოვანი იყო და რომლისგანაც მას ერთი შვილი ჰყავს. გავრცელებული ინფორმაციით, მაშინ ახალგაზრდა ქალი სიკვდილს სასწაულით გადაურჩა. ქალმა ქმრისგან გაქცევა და დამალვა შეძლო, რა დროსაც ის გამვლელებმა შეამჩნიეს საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

46 წლის კაცი კიდევ ორ ქორწინებაში იმყოფებოდა, რომელთაგან მას 4 შვილი ჰყავს. გავრცელებული ინფორმაციით, ყველა განქორწინებას წინ უძღოდა მისი ძალადობრივი ქმედებები ცოლების მიმართ.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, მისმა ერთ-ერთმა შვილმა ახალგაზრდა გოგომ საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე მამის სურათი ატვირთა წარწერით: " მრცხვენია რომ ეს კაცი მამაჩემია, იმედი მაქვს ციხეში დალპები". 

ასევე საინტერესოა

🔴სოფელი, რომელსაც ელექტროენერგია არ მიეწოდება - მილია ერთ-ერთი ტურისტულად მიმზიდველი ადგილია საბერძნეთში (ფოტოები)

🔴ბოლო 24 საათის განმავლობაში საბერძნეთში რამდენიმე მიწისძვრა მოხდა

🔴როდის უნდა გავიკეთოთ სწრაფი ტესტი, როდის თვით ტესტი და როდის PSR? - ბერძენი ექიმების პასუხები

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1736609208

ახალი ამბები

საპროტესტო აქციების დროს დაკავებული რვა პირი თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული რვა პირი თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე...

საპროტესტო აქციების დროს დაკავებული

1736607620

საინტერესო ამბები

„მავნებელი პრეზიდენტყოფილი ქალის დახვედრა ზუგდიდში, სხვანაირად ჩვენ, სამეგრელოში არ ვხვდებით“ - გიორგი გამსახურდია

გიორგი გამსახურდია საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის რეგიონულ ტურნეს ეხმიანება, რომელიც ზუგდიდიდან დაიწყო. გამსახურდია აქციაზე შეკრებილი ხალხის მცირერიცხოვნობაზე ამახვილებს ყურადღებას...

გიორგი გამსახურდია სალომე ზურაბიშვილი

1736605680

სოციალური მედია

„უნდა გითხრა, რომ ეს სანქცია საერთოდ არ მანაღვლებს, ჩემთვის დიდი პატივია ამ სიაში ყოფნა“ - ვასილ მაღლაფერიძის ღია წერილი ყოფილ მეგობარს

ცხადია, გაიგებდი, რომ შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივანს კონგრესმენებმა მოთხოვნა გაუგზავნეს ოცდახუთი ადამიანის, მათ შორის, ჩემი დასანქცირების შესახებ – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლ...

ვასილ მაღლაფერიძე

1736602609

ახალი ამბები

„მართალია, არ მოვემზადეთ, როგორც საჭირო იყო, დარწმუნებული ვიყავით, რომ ვიყავით მეტნი, რაც სწორია, მაგრამ მომზადებულიც უნდა ვიყოთ, საჭიროა ახალი პარტიები“ - სალომე ზურაბიშვილი

„კარგია დგომა, მაგრამ კიდევ უფრო კარგია იმის მომზადება, რაც გვჭირდება ხვალინდელი დღისთვის. კრიზისიდან გამოსავალი არის თავისუფალი არჩევნები, და შემდეგი არჩევნებისთვის მოუმზადებელი არ უნდა აღმოვჩნდეთ“,...

სალომე ზურაბიშვილი

1736599831

ახალი ამბები

სოხუმში სამი ადამიანი მოკლეს

11 იანვარს სოხუმში კაფე „ბისკვიტის“ სტუმრებს შორის სროლა მოხდა. დაღუპულია სამი ადამიანი. ისინი ცენტრალურ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ერთი მსროლელი მიიმალ...

სოხუმი