15 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? 

ვერძი

სამსახურსა და ყოველდღიურ ურთიერთობებში მოსალოდნელია ნერვიულობა და კონფლიქტური სიტუაციები. ეცადეთ პროფესიულ სფეროში ნაკლები იაქტიუროთ. გამორიცხული არ არის, რომ რომელიღაც კოლეგას თქვენი შურს და ცდილობს, დაგაზიანოთ. აკონტროლეთ საკუთარი სიტყვები, რათა უნებურად საყვარელი ადამიანი არ შეურაცხყოთ. არსებობს ტრავმის რისკი, რომელიც ხანგრძლივ მკურნალობას საჭიროებს.

კურო

ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და ყველა მოვლენასთან მიმართებით ნეიტრალური დამოკიდებულება გამოიჩინოთ. შეგიძლიათ ნებისმიერი დავალება ენთუზიაზმით მიიღოთ, რადგან კოლეგების დახმარებით შესანიშნავ შედეგს მიაღწევთ. მარტოხელა კუროს შეიძლება სიყვარული ეწვიოს.

ტყუპები

ამ დღის სიმბოლოა ცდუნება. არსებობს კანონის დარღვევის და აქედან გამომდინარე უსიამოვნო შედეგების რისკი. ფრთხილად იყავით - ცდუნებებთან ბრძოლაში ცოტა თუ იმარჯვებს. განსაკუთრებით ფრთხილად იყავით გზაზე და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

კირჩხიბი

იდეალური დღეა ოჯახური ღონისძიებებისთვის - მაგალითად, საქორწინო კავშირი, რომელსაც ამ დღეს გააფორმებთ, ხანგრძლივი და ბედნიერი იქნება. ნუ მისცემთ გარშემო მყოფებს თქვენით მანიპულირების საშუალებას, მაგრამ თუ დახმარება შეგიძლიათ, უნდა დაეხმაროთ.

ლომი

უარი თქვით საეჭვო ხარისხის ნივთების შეძენისგან. თუ ხარისხიანი პროდუქტების ან საქონლის შეძენა გსურთ, ასჯერ უნდა გაზომოთ და ერთხელ გაჭრათ. თუ რაღაცის შეძენა ძალიან გსურთ და ფული არ გყოფნით, შეგიძლიათ სესხი აიღოთ. ეს თქვენს ბიუჯეტზე დიდად არ აისახება.

ქალწული

ბიზნესისთვის არახელსაყრელი დღეა. დღის მეორე ნახევარში პირად და სამსახურებრივ ურთიერთობებში შეიძლება სირთულეები გაჩნდეს. მიზეზი თქვენი მცდელობაა, რათა საკუთარი პრობლემების მოგვარება სხვა ადამიანებს გადააბაროთ. ნუ დაივიწყებთ პასუხისმგებლობებს, რომლებსაც ყოველდღიურად ასრულებთ. დღეს შეგიძლიათ გრძნობები გულწრფელად გამოხატოთ - ამის გამო არავინ განგსჯით.

სასწორი

სასურველია, რომ ეს დღე სახლში, ოჯახთან ერთად გაატაროთ. სახლი დაალაგეთ, ნივთები მოაწესრიგეთ და საოჯახო ნივთები შეიძინეთ, რომელთა გარეშე კომფორტის შექმნა შეუძლებელია. დაუდევრობის გამო არსებობს ტრავმის ალბათობა. კოლეგებთან ურთიერთობა და მათი რჩევები რთული საქმის წარმატებით დასრულებაში და დამატებითი შემოსავლის მიღებაში დაგეხმარებათ.

მორიელი

პლანეტების განლაგება და ოპტიმიზმი დაწყებული საქმის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ. ამის მიუხედავად დღის მეორე ნახევარში შეიძლება გარემოებები თქვენ წინააღმდეგ შემობრუნდნენ. როგორც არ უნდა გაჩქარებდნენ, მშვიდად იმუშავეთ და ურთიერთობები შეზღუდეთ, რათა დაპირისპირება თავიდან აიცილოთ. დროა, ოჯახის უფროს წევრებს გეგმური გამოკვლევა ჩაუტაროთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს შეიძლება თქვენი ხანგრძლივი და დაძაბული შრომის შედეგი მიიღოთ. ეცადეთ, თავაზიანობა გამოიჩინოთ და სხვა ადამიანების გრძნობები გაითვალისწინოთ. რთულ სიტუაციაში შეგიძლიათ ოჯახისა და მეგობრების მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. რაც შეიძლება მეტის და რაც შეიძლება სწრაფად გაკეთების სურვილმა შეიძლება ბევრი შეცდომა დაგაშვებინოთ.

თხის რქა

ამ დღეს იღბალი თქვენს მხარეზეა. ხელსაყრელი დღეა პირადი ცხოვრების პრობლემების მოსაგვარებლად. გამონახეთ დრო, რომ საყვარელ ადამიანთან ერთად მომავალი დაგეგმოთ.

მერწყული

ამ დღეს მოვლენების განვითარების ბევრი სხვადასხვა ვარიანტი გაჩნდება. ეცადეთ, საკუთარი სურვილები აკონტროლოთ და წესიერების ფარგლებს არ გასცდეთ. სასურველია დღის განმავლობაში ახალი კონტაქტები და აქტივობები თავიდან აიცილოთ. მოერიდეთ ნაჩქარევ შესყიდვებს და ფული დაუფიქრებლად არ დახარჯოთ.

თევზები

ეს დღე ახალ შესაძლებლობებსა და საინტერესო შეთავაზებებს მოგიტანთ. ეს საშუალებას მოგცემთ, საკუთარი ნიჭი და უნარები გამოავლინოთ. გადაღლამ შეიძლება მოულოდნელი პრობლემები გამიწვიოს, ამიტომ ხშირად დაისვენეთ და განტვირთვის საათები მოაწყვეთ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1719075203

ახალი ამბები

„ჯერ იყო ევროპაზე პირველი გასვლა, შემდეგ ევროპაზე პირველი გოლი, დღეს ევროპაზე პირველი ქულა, 26-ში ევროპაზე პირველი მოგების ჯერია“ - ირაკლი კობახიძე

„ჯერ იყო ევროპაზე პირველი გასვლა, შემდეგ ევროპაზე პირველი გოლი, დღეს ევროპაზე პირველი ქულა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Facebook-ზე წერს. მთავრობის მეთაური საქართველოს...

 ირაკლი კობახიძე

1719074343

სპორტი

„ბედნიერი ვარ და ვფიქრობ, რომ უფრო მეტი შემიძლია, კმაყოფილი არასდროს არ ვარ“ - ხვიჩა კვარაცხელია

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ხვიჩა კვარაცხელიამ ჩეხეთთან ფრედ დასრულებული თამაშის შემდეგ მედიის კითხვებს უპასუხა. მან საქართველოს ნაკრების თამაში შეაფასა და აღნიშნა, რომ პორტუგალიასთან შეხვედრ...

 - ხვიჩა კვარაცხელია

1719071513

სპორტი

გიორგი მამარდაშვილი საქართველო-ჩეხეთის მატჩის MVP გახდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი ევროპის ჩემპიონატზე ჩეხეთსა და საქართველოს შორის გამართული მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. გიორგი მამარდაშვილმა 11 სეივი შეასრულა და საქართველ...

გიორგი მამარდაშვილი

1719068639

სპორტი

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ჩეხეთთან თამაში 1-1 ანგარიშით დაასრულა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2024-ის ფარგლებში პირველი ქულა მოიპოვა. ჩეხეთთან შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. საქართველოს ნაკრებს გოლი გიორგი მიქაუტაძემ მოუტანა, რომელმაც პირველ ტაიმში 11-მეტრი...

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმ

1719065549

სოციალური მედია

„ამ ტაიმს მაინც ერთი სახელი აქვს - მამარდაშვილი!“ - გიორგი კეკელიძე

მწერალი გიორგი კეკელიძე საქართველო - ჩეხეთის თამაშს ეხმაურება და სოციალურ ქსელში ქართველი მეკარის გიორგი მამარდაშვილის შესახებ წერს, რომელმაც პირველ ტაიმში 8 ბურთი მოიგერია.  „ამ ტაიმს მაინც ერთი სახე...

„ამ ტაიმს მაინც ერთი სახელი აქვს - მამარდაშვილი!“ - გიორგი კეკელიძე