იტალიური წარმატება ქართულად - „უკვე მოვაწერე ხელი კონტრაქტს და ორი წლით „გავიყიდე“ (ექსკლუზივი)

„ღმერთო, ესეც თუ არ შეგიძლია, წიგნის გამოცემაში მაინც მომეხმარე! ისე მოაწყვე, რომ ვინმე ცნობილმა რეჟისორმა ფილმი გადაიღოს და მთავარ როლში მე მათამაშოს! ხომ წარმოგიდგენია როგორ გაახარებ ჩემს მტრებს, არ გინდა ნახო?! მე კი ძალიან მინდა და და თუ ამას გააკეთებ, მთელი წელი ქეიფს გავმართავ შენს პატივსაცემად. ხომ იგონებენ ყოველგვარ სისულელეს, თაგვის წელი, ვეფხვის წელი, მაიმუნის წელიო. ყველას ვეტყვი, შეიძლება თქვენთვის თაგვის ან მაიმუნის წელია, ეგ თქვენი საქმეა, ჩემთვის კი ღმერთის წელია-მეთქი.“

თემურ კილაძე წლების უკან ჩვენს პატარა, დაგუბებულ ქალაქში გავიცანი ქალაქში, სადაც ახალი ამბების და თავისუფლების მოტანა მხოლოდ ქარების საფოსტო ცხენებს შეეძლო. ოზურგეთისთვის „შეუფერებელი“ და  თავისუფლებაზე მოფიქრალი თაობისთვის საოცნებო. იმ წარმოსახვით ქვეყნებს ჰგავდა, სადაც ცხოვრებაზე ვოცნებობთ, მაგრამ, როგორც კი ბინას დაიდებ, პრობლემებს პირველივე წამიდან, რომ აღმოაჩენ აი, ისეთი. საყოველთაო, საზოგადოებრივი აზრისგან შორს და სტერეოტიპებისგან დაცლილი კაცია თემური. ცხოვრობს, აზროვნებს და წერს ისე, როგორც მას სურს და არავითარ შემთხვევაში, სხვებს! ის თავისუფალია.

- იცით ის მილიონერი იყო, სამეცნიერო ხარისხი აქვს, ენციკლოპედიაში არის შეყვანილი, მაგრამ ცხოვრება ქალებს გადააყოლა და გაკოტრდაო, - ჭორაობდა პატარა ქალაქი. 

ერთი პატარა რესტორანი გახსნა, კედლები მოხატა. უზარმაზარი ყაყაჩოები და გვირილები მიახატა კედლებს, ნათურების ასხმა გამოკიდა ტერესაზე, შენობას მარცხნიდან გუბათივით სივრცე მიადგა, ყვავილები ჩარგო და აბრაც მიაკრა - „არგო“. მე, რომ მკითხოთ, ყოფილი მილიონერის კვალობაზე და მსოფლიო მოვლილი კაცის გემოვნებას, არ შეეფერებოდა მისი შემოქმედება, მაგრამ კედლებზე მოხატული ყვავილების ამბავი, მას შემდეგ „ვაპატიე“, როცა წლების შემდეგ იტალიაში, როგორც ემიგრანტმა დავიდე ბინა. ხო, თემური წლების მანძილზე იტალიაშიც ცხოვრობდა და ახლა ვხვდები, მის შერეულ და ჭრელ გემოვნებას. ალბათ ყველა ქვეყნიდან წამოღებული დეტალები გააცოცხლა მის „არგოში“, მერე ამ წარმოსახვით ნავში ჩასხდა და საკუთარ ფანტაზიასთან და წარსულთან იმდენი იმოგზაურა, რომ წიგნების წერაც დაიწყო. 

რამდენიმე დღის წინ, როგორც მას სჩვევია, უცერემონიოდ, პირად შეტყობინებაში წერილი დამიტოვა. ისევ, რაღაცას ოცნებობსთქო, გავიფიქრე. გავხსენი შეტყობინება და წავიკითხე. შემდეგ მეორედ წავიკითხე, მესამედ და მერე მივხვდი, რომ „არგოს“ ნაპირთან გაუყვანია, ოზურგეთიდან, იტალიის უზარმაზარ საგამომცემლო სივრცეში. თემურ კილაძის წიგნს იტალიის ყველაზე გავლენიანი, გამომცემლობა დაბეჭდავს, ეს ამბავი კი ოზურგეთისთვის ახალ ისტორიას დაწერს და ჩენს პატარა ქალაქს მსოფლიო გაიცნობს.

„უკვე მოვაწერე ხელი კონტრაქტს და ორი წლით „გავიყიდე“ და თუ წიგნი წარმატებული იქნა, ალბათ სამუდამოდ. თუ გამიმართლა, ჩემს წიგნებს მხოლოდ მაშინ წაიკითხავთ თუ რომელიმე ქართული გამომცემლობა თარგმნის, თუ არა და ARRIVEDERCI. ეს მე მინდა წიგნი ბესტსელერად იქცეს (ალბათ გამომცემლობასაც, თუ არა, არც დაბეჭდავდა და არც 10 პროცენტს შემომთავაზებდა ), თუმცა ჩავარდნის შანსიც საკმაოდ ბევრია.“ 

ბოლო აბზაცი, რომელსაც კითხულობთ, ერთი დიდი ისტორიის დასასრულია, ისტორიის თუ როგორ ვერ ვაღწევთ საკუთარ სამშობლოში წარმატებას. 

წერილი ნომერი 2: „ნუთუ ასე ცუდად ვწერ მეთქი და დავიწყე ეშმაკობა. „ფეისბუკში“, ჩემი წიგნიდან ფრაზებს ვდებდი და ვაწერდი ხან კამიუს ხან დოსტოევსკის. მოსწონდა „ფრენდებს“, იმათაც, ვინც მითხრა - რატომ უნდა წავიკითხო შენი წიგნიო? ჩემი ქართული ციტატები, დიდად არავის. მხოლოდ ერთხელ,  ამ ფრაზაზე „- ბოთე ხარ, ბოთე, შენ რას გეომები, რას გერჩი? ჩემს თავს უნდა ვერჩოდე, რომ ვერ მოვაღწიე შენამდე და ვერ გავხდი შენთვის საინტერესო. გავიფიქრე და მუზეუმის მინის კედლიდან, უზარმაზარ სიცარიელეს გაღიმებულმა შევხედე და შევნიშნე, რომ სიცარიელე გაფერადდა, მაგრამ მაინც სიცარიელედ დარჩა.“ - ერთმა „ფრენდმა“ დააკომენტა, ახლა აგი შაფაქს რო დაეწერა ხომ ეიანცებდით ქვეყანასო. ერთმაც ნოველაზე მითხრა - „სემიჩქასავით იკითხებაო, მარაოოო“ და ეს სემიჩქასავით იყო ყველაზე დიდი კომპლიმენტი.

როცა მივხვდი რომ საქართველოში შანსი არ მაქვს, ჩემი ერთი რომანი იტალიურად ვთარგმნე და  გამომცემლობებში გავაგზავნე. თქვენ წარმოიდგინეთ ბოლონიიდან, არც თუ ისე პატარა გამომცემლობამ, „ISMECALIBRI” მომწერა დავბეჭდავთო. სანამ წიგნი დადიოდა გამომცემლობებში, რაღაცა არ მომეწონა და გადავაკეთე, ჩავამატე 30 თუ 40 გვერდი. ვინც ადრე მითარგმნა ირინა ხუციშვილი, იმას აღარ ეცალა, ვისი თარგმანიც მომეწონა მაკა მონიავა, იმანც ვეღარ მოიცალა და დავიწყე ძებნა. ჩემი საქმე, ჩემს ჭკუაზე უნდა ყოფილიყო, იტალიური იმ დონეზე ვიცი რომ მივხვდე, როდისაა თარგმანი კარგი, ხოლო მთარგმნელად, ძალიან კარგად მოლაპარაკე მჭირდებოდა, დანარჩენს ერთად გავაკეთებდით. ვერც ერთი ვნახე და ვერც მეორე. ერთმა ცნობილმა მთარგმნელმა, თემურ კილაძეს როგორ არ ვუთარგმნიო და როცა გაირკვა, მე ის თბილისელი თემურ კილაძე არ ვარ - აჰ, არა, მაი ვინააო! ასე დამყვება სულ, მთელი ცხოვრება ქართული მენტალობა. მთლად უსამართლო რომ არ ვიყო, ზოგმა თავისი წარმოდგენა შემომთავაზა თარგმანზე და რედაქტირებაზე, მაგრამ ნამდვილად ვიცი, ჩემი საქმე ისე უნდა გაკეთდეს, როგორც მე წარმომიდგენია, სხვანაირად ფუჭი დროის და ფულის ფლანგვაა!

მერე დავესხი თავს იმას, ვინც მართლაც რომ ბრწყინვალედ ლაპარაკობს 5 ენაზე, მაგრამ ჩაჭრილია ქართულში, თუ არ მომეხმარები არც ჩამოვალ შენთან და სახლსაც გავყიდი მეთქი. უი ოღონდ სახლი არ გაყიდო, მე ვიყიდი და ყველაფერში მოგეხმარებიო. ასე მივყიდე ისედაც, მის სახელზე გაფორმებული სახლი და ახლა ყველა წელს მიხდის გარკვეულ ტრანშს, პირველი უკვე გადამიხადა. არ იცოდა, მის სახელზე რომ იყო გაფორმებული, თუ არა ალბათ არაფერსაც არ გადამიხდიდა. მოჰკიდა ჩემს წიგნს ხელი და (ხომ მიხვდი ვისზეა ლაპარაკი, ჩემს შვილზე), მაგრამ ამასობაში ქე გევიდა სამი თუ ოთხი წელი. სანამ მე გადავაკეთე, სანამ, სანამ და მამაა, გამომცემლობიდან პასუხი მოვიდაო, სამმა თუ ოთხმა პატარა გამომცემლობამ გამოცემა შემომთავაზა, მაგრამ მოვიცდი, უკვე აღარაფერს ვკარგავო. ისე, ეს წიგნის დასაწყისში მიწერია, და ყოველთვის ვიცოდი რომ ოცნებებს აქვს თვისება, აუცილებლად ახდებიან - „ღმერთო, ესეც თუ არ შეგიძლია, წიგნის გამოცემაში მაინც მომეხმარე! ისე მოაწყვე რომ, ვინმე ცნობილმა რეჟისორმა ფილმი გადაიღოს და მთავარ როლში მე მათამაშოს! ხომ წარმოგიდგენია როგორ გაახარებ ჩემს მტრებს, არ გინდა ნახო?! მე კი ძალიან მინდა და და თუ ამას გააკეთებ, მთელი წელი ქეიფს გავმართავ შენს საპატივცემად. ხომ იგონებენ ყოველგვარ სისულელეს, თაგვის წელი, ვეფხვის წელი, მაიმუნის წელიო. ყველას ვეტყვი, შეიძლება თქვენთვის თაგვის ან მაიმუნის წელია, ეგ თქვენი საქმეა, ჩემთვის კი ღმერთის წელია - მეთქი“, ჰო და დავუცადე.

ახლა გახსენით ეს ბმული, ეს არის ის გამომცემლობა, რომელზეც არჩევანი გავაკეთე http://www.albatros-piattaforma.it/  ამ გიგანტმა გამომცემლობამ შემომთავაზა წიგნის გამოცემა.  ნახეთ ნობელიანტები და ოსკარის ლაურიატები ჰყავს გამოცემული და აქ კიდე მე, ჰო ხდება მხოლოდ სიზმარში. ბოლოში მოგწერთ თუ რა შემომთავაზეს, უკვე კონტრაქტსაც მოვაწერე ხელი და წლის ბოლოს ან დასაწყისში წიგნი გამოვა. 

ჩემი წიგნი, „ოქროს საწმისი“ფირმა Messaggerie Libri SpA განაწილდება წიგნების მაღაზიაში მთელი იტალიის ფარგლებშიო. სარედაქციო პროექტი, რომლის განხორციელებასაც გამომცემელი იღებს ვალდებულებას, იყოფა ოთხ სფეროდ: წარმოება, გამოცემა და გავრცელება; პრესსამსახური; წიგნის ბაზრობები და საერთაშორისო წარმომადგენლობა; გამოქვეყნების შემდგომი ლიტერატურული ჯილდოები რეპორტაჟი და ლიტერატურული რჩევებიო. ნამუშევარი შევა ახალი ხმების სერიაში, Nuove Voci, la collana dei record! Nuove Voci è la collana dedicata ad autori emergenti più recensita e premiata d’Italia. Lo stesso primato può vantarlo in libreria: ogni mese, infatti, migliaia di lettori escono dalle librerie italiane con un libro della collana Nuove Voci, che con oltre un milione di libri venduti risulta essere il progetto del settore più diffuso d’Italia. Questo anche grazie all’intensa attività promozionale studiata per la collana, che prevede, tra le altre cose, passaggi televisivi su reti Rai, La7, Mediaset e Sky.

სარედაქციო ინიციატივა ეძღვნება ახალ ავტორებს, რომელმაც მიიღო ასობით იტალიური ლიტერატურული ჯილდო. ცენტრალურ ტელევიზიებშიც გავარეკლამებთო, ჩამონათვალი მაგ იტალიურ ტექსტშია. ნაწარმოების წარმოების ეტაპებზე, იგი გაიგზავნება ეროვნული ცნობილი მსახიობისთვის ან პროფესიონალი დუბლირების რეჟისორისთვის, რომელიც მისცემს ხმას პრეზენტაციის აუდიოწიგნს, რომელიც შეიცავს დასაწყისს.

პრეზენტაციის აუდიოწიგნი, ასევე მოისმენს მკითხველს სმარტფონის საშუალებით, QrCode- ის წყალობით, რომელიც დაიბეჭდება უკანა ყდაზე. ჯერჯერობით, მათ თავიანთი ხმა მიაწოდეს კლაუდია გუერინის, ალესანდრო ჰაბერის და ბარბარა დე როსის ახალი ხმების სერიის ნაწარმოებების წასაკითხად. ქაღალდის ვერსიის გარდა, გამომცემელი შექმნის და გაყიდის ნაწარმოების ციფრულ ვერსიას (ელექტრონულ წიგნს) ყველა საჭირო ფორმატში: Epub (iPad, Kobo, ა.შ.) და Mobypocket (ქინდლისთვის); ი) ელექტრონული ვერსიის გამოქვეყნების დროს შეიქმნება სპეციალური პრესსამსახური, რომელიც გააკონტროლებს სხვადასხვა დაგეგმილ სარეკლამო ინიციატივებს. სამუშაოს კოორდინაციას გაუწევს პრესის ატაშე ავტორთან უშუალო კონტაქტში;

„ალბატროს ილ ფილოს“ ჯგუფის ვებგვერდზე განთავსებული გვერდი დაეთმობა სამუშაოს. გვერდი შეიცავს სამუშაოს პრეზენტაციას და პირდაპირი ბმულს საიტის ელექტრონულ მაღაზიასთან, საიდანაც შესაძლებელი იქნება ნაწარმოების უშუალოდ შეძენა ყველა არსებული ფორმატით; ვებგვერდი ასევე განთავსდება ალბატროს ჯგუფის სოციალურ ქსელებში, რაც ამგვარად გამოაქვეყნებს წიგნის გამოსვლის ამბებს; პრესის ატაშე ადგენს საფოსტო სიებს და შექმნის პრესრელიზს რომანის დაწყების შესახებ, რომელიც გადაეგზავნება რედაქციებს და ეროვნულ დონეზე მომუშავე ცალკეულ ჟურნალისტებს, პრესსამსახური, სხვადასხვა პროგრამების რედაქტორებთან ერთად, აწყობს ნაწარმოების პრეზენტაციის სატელევიზიო და რადიო ჩანაწერებს. ავტორი მიწვეული იქნება მონაწილეობის მისაღებად შემდეგ პროგრამებში, რათა ხელი შეუწყოს მის შემოქმედებას: • Conoscere Libri - Special If Writing, ლიტერატურული სალონი მთლიანად ეძღვნება იტალიურ ბიბლიოთეკებში გამოქვეყნებულ ახალ სათაურებს და მათ ავტორებს. Conoscere Libri მაუწყებლობს Sky პლატფორმაზე და ემყარება Conoscere TV- ს გამოცდილებას, ცოდნის სოციალურ ტელევიზიას, რომელიც მიშელ მირაბელასთან ინტერვიუს თანახმად, ტოლია მთავარი სატელევიზიო ქსელების რეიტინგებზე.

დაბოლოს - 10% გადაგიხდითო და ახლა ვოცნებობ, გამოაქვეყნონ იტალიის გარდა რუსეთში, ესპანეთში, ინგლისში, ამერიკაში და რა ვიცი, კიდე სად, თანაც გაყიდვები არა ნაკლებ 100 ათასი ეგზემპლარისა.

გაგეცინა? მაი კაის ნიშანია“, - ასე დასრულდა შეტყობინება და მე საკმარისად დიდხანს ვიყავი კომპიუტერის ეკრანს მიშტრებული და ვიღიმოდი. 

ავტორი: ხათუნა შარაძე

იგივე თემაზე:

⭕ ასეთი იყო სამშობლოსთან შეხვედრა, წასვლიდან ოცი წლის შემდეგ - რატომ ვერაფერს მივაღწიე ამ ქვეყანაში

მასალის გამოყენების პირობები



მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741018163

ახალი ამბები

სოზარ სუბარი: აგენტოკრატიას იდეოლოგიური ბრძოლა ჰქონდა ტერმინ სამშობლოსთან და სწორედ ეს უნდა დავაბრუნოთ მომავალი თაობის აღზრდისას - არ არსებობს უფრო დიდი ღირებულება, ვიდრე სამშობლოს სიყვარული, სამშობლოს მსახურება და პატრიოტიზმია

 პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით მსჯელობისას კოდე...

სოზარ სუბარი

1741015622

საზოგადოება

გია ვოლსკი - საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული

საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლ...

გიორგი ვოლსკი

1741013705

ახალი ამბები

გურიის რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა

 გურიის მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის განცხადებით, რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა. აღნიშნულის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს. „სტიქიის...

გურია

1741013624

მსოფლიო

ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის

 უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის. უკრაინის ლიდერის თქმით, ის მოელის, რომ უკრაინა კვლავ მიიღებს აშშ-ის მხარდაჭერას...

ააა

1741012666

მსოფლიო

ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება ხელოვნურად შექმნილი ესკალაცია იყო

 გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება „ხელოვნურ...

ფრიდრიხ მერცი