ვაჟმა ხანდაზმული მამა მარტო დატოვა ცივ სახლში, ერთხელ კი ქოხთან ძვირიანი ავტომობილი გაჩერდა...
შრომით სავსე ზაფხულის შემდეგ დგება შემოდგომა. სამწუხაროდ, სიბერეს თან ახლავს ჯანმრთელობასთან, ფინანსებთან და ახლობლების დაკარგვასთან დაკავშირებული პრობლემები. ერთადერთი, რაც მოხუცს დარჩენია, ესაა შეეგუოს არსებულ მდგომარეობას და დიდად არ დაამყაროს იმედები სხვებზე. როგორ დავეხმაროთ ხანდაზმულებს, რომელთა ნახვა საკუთარ შვილებსაც კი არ სურთ? ამ შეკითხვაზე პასუხს ყველა თავისებურად გასცემს.
მოხუცების დახმარება
თოვდა, ზამთარი კარზე იყო მომდგარი. ამ დროს სოფელი ზღაპრულ ადგილს დამსგავსებოდა. ის ისეთი სილამაზით გამოირჩეოდა, როგორსაც წიგნებში აღწერენ ხოლმე. თუმცა თედო პაპა არ გრძნობდა დადებით ემოციებს. იგი ხვდებოდა, რომ დასჭირდებოდა წყლის და შეშის დიდი მარაგი. ამ მხრივ სიტუაცია სავალალო იყო. მას კარტოფილი, ბურღული და ჭარხალიღა შემორჩენოდა. ჩვეულებრივ, მოხუცთან ვაჟი ჩამოდიოდა ხოლმე და მოჰქონდა მარაგი ზამთრისთვის. ახალგაზრდა მამაკაცი ვერ ახერხებდა მამის ქალაქში თავისთან წაყვანას, რადგან ცოლ-შვილთან ერთად ორ ოთახთან ბინაში მჭიდროდ ცხოვრობდა. შვილმა ოჯახი დასასვენებლად წაიყვანა, სადაც რამდენიმე კვირით დაყოვნდა. მას დაავიწყდა, რომ მოხუცებულს მხარდაჭერა და დახმარება სჭირდებოდა. თედო პაპა ფიქრობდა, რომ მეზობლებისგან მოუწევდა შეშის და საკვების სესხება.
ერთხელ მოხუცს თავისი ნაკვეთიდან ბუჩქების შრიალის ხმა შემოესმა. იგი დაინტერესდა გაერკვია, თუ რაში იყო საქმე.როცა თედო პაპა ბუჩქებს მიუახლოვდა, დაინახა დამფრთხალი კატა, რომელიც მას შეშინებული თვალებით უყურებდა. მან გადაწყვიტა ცხოველი სახლში წაეყვანა. მოხუცმა სარდაფიდან “ტუშონკის” უკანასკნელი ქილა ამოიტანა, რომელიც მას განსაკუთრებული დღისთვის ჰქონდა შენახული. თედო ბაბუას იმედი გაუცრუვდა, კატამ ხორცსაც კი არ დააკარა პირი. შემდეგ მოხუცი მას მოხარშული რძით გაუმასპინძლდა, თუმცა, როგორც ჩანს, ცხოველი საჭმელზე სრულებითაც არ ფიქრობდა.კატა სახლის შესწავლით იყო გართული, მან ყოველი კუთხე-კუნჭული შეათვალიერა. თედო პაპა ამ სანახაობამ გაახალისა კიდეც. ცოტა ხანში ჭიშკართან მანქანა გაჩერდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მოხუცს კატის პატრონები ესტუმრნენ, რომლებიც ოთხფეხა მეგობარს მთელ სოფელში გამალებით ეძებდნენ. პეტრემ მოხუცს კუპიურები შესთავაზა მადლიერების ნიშნად, თუმცა თედომ ფულს ხელი არ დააკარა. მაშინ ახალგაზრდა მამაკაცმა მას სამსახური შესთავაზა. პეტრეს ორი კილომეტრის დაშორებით სახლი ჰქონდა, სადაც შეყვანილი იყო დენი, გაზი და წყალი. მხოლოდ მისი ერთი ნაწილის მშენებლობაღა იყო დასასრულებელი.
თედო პაპაც დასთანხმდა და ჩაუჯდა მანქანაში მამაკაცს, რომელსაც დაახლოებით ერთი საათი იცნობდა. მალევე ისინი პეტრეს სახლთან გაჩნდნენ, რომელიც უფრო სასახლეს მოგაგონებდათ. როგორც იქნა, მოხუცმა გემრიელად ისადილა. პეტრემ თედო ბაბუას ავანსი დაუტოვა და უთხრა, რომ ზაფხულში ბაღთან დაკავშირებით დასჭირდებოდა დახმარება.ასე შეცვალა ერთმა კატამ მოხუცის ცხოვრება. მოგვიანებით, პეტრემ თედო პაპა მებაღედ დაიქირავა, მოხუცი უფროსის ქალიშვის დაუმეგობრდა. გარკვეულწილად, მან ახალი ოჯახი შეიძინა, სადაც ის სითბოთი და სიყვარულით მიიღეს.
წყარო:პაპარაცი
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵დაავადებათა კონტროლის ცენტრი ორსულებს მიმართავს
🔵"მჯეროდა სასწაულის, მაგრამ ამაოდ" - კორონავირუსს 33 წლის მღვდელ მონაზონი ემსხვერპლა
1738324474
მსოფლიოსტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს მხარდასაჭერ აქციაზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა
თურქეთის ქალაქ სტამბოლში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, აქციის მონაწილეები სასამართლოსთან ქალაქის ოპოზიციონერი მ...
1738321972
მსოფლიოსაბერძნეთის პარლამენტმა პრეზიდენტი მეორედაც ვერ აირჩია
საბერძნეთის პარლამენტმა პრეზიდენტი მეორე მცდელობაზეც ვერ აირჩია. ამის შესახებ Ekathimerini იტყობინება. კონსერვატიული მთავრობის კანდიდატმა ტასულასმა 160 ხმა მიიღო. მას 40 ხმა დააკლდა, რადგან გამარჯვები...
1738320362
ახალი ამბებიმალხაზ ურთქმელიძე: მზია ამაღლობელის სიცოცხლე საფრთხეში არ არის, მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა კვლავ გაგრძელდება, მოვუწოდებთ, შეწყვიტოს შიმშილობა
„მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი და სტაბილურია. მასზე მონიტორინგი მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში“, - ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უ...
1738317324
საზოგადოებაპრემიერ-მინისტრმა თბილისის ყინულის არენა გახსნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თბილისის მერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და სპორტის მინისტრებთან ერთად, თბილისის ყინულის არენა გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრ...
1738316052
მსოფლიო„ჰამასი“ ისრაელის საჰაერო იერიშის შემდეგ სამხედრო მეთაურის გარდაცვალებას ადასტურებს
ალ-კასამის ბრიგადებმა, ჰამასის სამხედრო ფრთამ, დაადასტურა მათი მეთაურის მუჰამედ დეიფის და მისი მოადგილის მარვან ისას გარდაცვალება. ამის შესახებ Reuters იტყობინება. გასული წლის აგვისტოში ისრაელის სამხე...