ეკა სეფაშვილი PACE-ს რეზოლუციაზე: სამწუხაროა, რომ ასეთი დიდი და პრესტიჟული ორგანიზაცია დაეყრდნო რადიკალური ოპოზიციის მოთხოვნებს
„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თეოდოროს რუსოპულოსის განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოსთან მიმართებით მას აქვს გარკვეული გეგმა, რომლის გამჟღავნებასაც ჯერჯერობით არ აპირებს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ გეგმით ისინი შეეცდებიან, მოძებნონ რაღაც გამოსავალი იმიტომ, რომ მათ, პირველ რიგში, თავიანთი თავი ჩაიგდეს ძალიან უხერხულ მდგომარეობაში,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ეკა სეფაშვილმა.
მისივე თქმით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა თავისი ქმედებებით კავკასიის რეგიონში კარგავს ქვეყნებს. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ აუცილებლად უნდა გადასინჯოს მუშაობის ის სტილი და საშუალებები, რომლებსაც იყენებს.
„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თეოდოროს რუსოპულოსის განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოსთან მიმართებით მას აქვს გარკვეული გეგმა, რომლის გამჟღავნებასაც ჯერჯერობით არ აპირებს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ გეგმით ისინი შეეცდებიან, მოძებნონ რაღაც გამოსავალი იმიტომ, რომ მათ, პირველ რიგში, თავიანთი თავი ჩაიგდეს ძალიან უხერხულ მდგომარეობაში. ფაქტობრივად, ამ ორგანიზაციამ განიცადა ძალიან დიდი მარცხი. შარშან აზერბაიჯანის დელეგაციას შეუწყვიტეს უფლებამოსილება, ახლა საქართველოს საკითხი დადგა დღის წესრიგში, ანუ, ფაქტობრივად, გამოდის, რომ კავკასიის რეგიონში საპარლამენტო ასამბლეა ზედიზედ კარგავს ქვეყნებს. ეს მათი პოლიტიკის ძალიან დიდი მარცხია. მათ აუცილებლად უნდა გადასინჯონ მუშაობის ის სტილი და საშუალებები, რომლებსაც იყენებენ.
საზოგადოებას შევახსენებ ერთ მნიშვნელოვან მომენტს. სანამ ჩვენი დელეგაცია გაემგზავრებოდა სტრასბურგში, მანამდე საქართველოსი ჩამოსული იყო PACE-ს მონიტორინგის ჯგუფი, რომელმაც შეაფასა საქართველოში ვითარება და მომზადდა ანგარიში. ამ მონიტორინგის ჯგუფს შეხვდა ჩვენი დელეგაცია, შსს მინისტრი, სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელები, ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მაგრამ ანგარიშში აისახა მხოლოდ და მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების და რადიკალური ოპოზიციის მიერ მიწოდებული ინფორმაცია. ჩვენი მხრიდან მიწოდებული ინფორმაციის ასახვა კი არ მოხდა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ამ ორგანიზაციის ის ჩინოვნიკები, რომლებიც ამ საქმეში იყვნენ ჩართული, არ მუშაობდნენ კეთილსინდისიერად. როგორ შეიძლება, ორგანიზაციამ ანგარიში მოამზადოს ისე, რომ ყველა მხარის პოზიცია და არგუმენტები არ გაითვალისწინოს. როდესაც ჩვენ შევეცადეთ ამ ანგარიშის შერბილება და შევიტანეთ ცვლილებები მასში, თავისთავად ცხადია, რომ ამ ცვლილებებს მხარი არავინ დაუჭირა. კომიტეტზე დამსწრე საზოგადოება ძირითადად უყურებდა თავმჯდომარეს, რომელიც ლატვიელი ქალბატონი იყო. დამსწრე საზოგადოება მის ნიშანს ელოდებოდა, დაეჭირათ მხარი, თუ არა.
ერთ-ერთი ჩვენ მიერ გაკეთებული შესწორება ეხებოდა იმას, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და აგრეთვე იმ სასამართლო პროცესებს, რომლებიც ჩვენ მოვიგეთ რუსეთის წინააღმდეგ სხვადასხვა საერთაშორისო სასამართლოში. ამ შესწორებასაც კი, რომელიც უბრალოდ იყო ფაქტის კონსტატირება და რომელიც საქართველოსთვის და არა მარტო ჩვენთვის იყო მნიშვნელოვანი, მხარი არ დაუჭირეს. მათი არაკომპეტენტურობა და სურვილი, რომ საქართველოსთვის მიეყენებინათ ზიანი, თვალნათლივ გამოჩნდა. სამწუხაროა, რომ ასეთი დიდი პრესტიჟული ორგანიზაცია დაეყრდნო რადიკალური ოპოზიციის მოთხოვნებს და გაითვალისწინა,“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
1738331123
საზოგადოებალარი დოლართან მიმართებით გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 31 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და2.8563 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8761 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...
1738331015
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს...
1738328631
ახალი ამბები2025 წლის 1-ელი თებერვლიდან საქართველო შეუერთდება საერთო სატრანზიტო კონვენციასა და საქონლით ვაჭრობის ფორმალობების გამარტივების კონვენციას
2025 წლის 1-ელი თებერვლიდან, საქართველო შეუერთდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების მე-13 დანართით გათვალისწინებულ - საერთო სატრანზიტო კონვენციასა და საქონლით ვაჭრობის ფორმალ...
1738324474
მსოფლიოსტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს მხარდასაჭერ აქციაზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა
თურქეთის ქალაქ სტამბოლში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, აქციის მონაწილეები სასამართლოსთან ქალაქის ოპოზიციონერი მ...
1738321972
მსოფლიოსაბერძნეთის პარლამენტმა პრეზიდენტი მეორედაც ვერ აირჩია
საბერძნეთის პარლამენტმა პრეზიდენტი მეორე მცდელობაზეც ვერ აირჩია. ამის შესახებ Ekathimerini იტყობინება. კონსერვატიული მთავრობის კანდიდატმა ტასულასმა 160 ხმა მიიღო. მას 40 ხმა დააკლდა, რადგან გამარჯვები...