ირაკლი კობახიძე: ზამთრის ოლიმპიური ფესტივალისთვის ყველაფერი უმაღლეს დონეზეა მომზადებული, ეს მნიშვნელოვანი ტურნირი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის განვითარების მიმართულებით

 ბაკურიანში ველოდებით ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს, ამ მნიშვნელოვან ტურნირს და ეს არის მორიგი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის განვითარების მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაკურიანში ბიატლონის ახალი ტრასის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ახალი ინფრასტრუქტურა გააჩენს საშუალებას, რაც შეიძლება სწრაფად განვითარდეს ზამთრისსპორტის სახეობები და ქართველმა სპორტსმენებმა ამ სფეროში მეტ წარმატებასმიაღწიონ.

„დღეს დილით დავათვალიერეთ ახალი ყინულის სასახლე, რომელიც აშენდა თბილისში, ასევე ბათუმში აშენდა ახალი ყინულის სასახლე. ბიატლონის ახალი ტრასა ბაკურიანში, სხვა სახეობებთან ერთად, ახალგაზრდულ ფესტივალს უმასპინძლებს. ჩვენ ველოდებით ამ მნიშვნელოვან ტურნირს ჩვენს ქვეყანაში და ეს არის მორიგი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის განვითარების მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში ზამთრის სპორტის სახეობების განვითარება. ზამთრის სპორტი ცოტა ჩამორჩება ზაფხულის ოლიმპიურ სახეობებს. ახალი ინფრასტრუქტურა მოგვცემს საშუალებას, რაც შეიძლება სწრაფად განვავითაროთ ზამთრის სახეობები და მივაღწიოთ უფრო მეტ წარმატებას ამ სფეროში მომავალში. ასევე, ეს ახალი ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჩვენ მომავალში შევძლოთ მრავალი სხვა ტურნირის მასპინძლობა ჩვენს ქვეყანაში. დღეს მოვისმინეთ ანგარიში განხორციელებულ სამუშაოებთან დაკავშირებით და ყველაფერი მომზადებულია უმაღლეს დონეზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადაოლიმპიურ კომიტეტს, ლერი ხაბელოვს, მამუკა ხაბარელს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძეს და ყველა ადამიანს, ვინც ჩართული იყო სამუშაოების შესრულებაში.

„ყველაფერი შესრულდა უმაღლეს დონეზე. 9 თებერვალს გავხსნით ოლიმპიურ ფესტივალს და წარმატებას ვუსურვებთ ყველა სპორტსმენს, განსაკუთრებით ჩვენს ქართველ სპორტსმენებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1738331123

საზოგადოება

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა - ვალუტის კურსი

 საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 31 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და2.8563 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8761 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...

ვალუტის კურსი

1738331015

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს...

მაკა ბოჭორიშვილი

1738328631

ახალი ამბები

2025 წლის 1-ელი თებერვლიდან საქართველო შეუერთდება საერთო სატრანზიტო კონვენციასა და საქონლით ვაჭრობის ფორმალობების გამარტივების კონვენციას

2025 წლის 1-ელი თებერვლიდან, საქართველო შეუერთდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების მე-13 დანართით გათვალისწინებულ - საერთო სატრანზიტო კონვენციასა და საქონლით ვაჭრობის ფორმალ...

 საქონლით ვაჭრობ

1738324474

მსოფლიო

სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს მხარდასაჭერ აქციაზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა

თურქეთის ქალაქ სტამბოლში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, აქციის მონაწილეები სასამართლოსთან ქალაქის ოპოზიციონერი მ...

სტამბოლის მერი

1738321972

მსოფლიო

საბერძნეთის პარლამენტმა პრეზიდენტი მეორედაც ვერ აირჩია

საბერძნეთის პარლამენტმა პრეზიდენტი მეორე მცდელობაზეც ვერ აირჩია. ამის შესახებ Ekathimerini იტყობინება. კონსერვატიული მთავრობის კანდიდატმა ტასულასმა 160 ხმა მიიღო. მას 40 ხმა დააკლდა, რადგან გამარჯვები...

საბერძნეთის პარლამენტ