რობერტ სტურუამ ბევრი რამ გააკეთა საქართველოსთვის, მისი კულტურისთვის და ამდენად, არავისთვის გაუგებარი არ უნდა იყოს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების მართებულობა - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო რეჟისორ რობერტ სტურუასთვის 1,500 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მასზე მდებარე შენობა – ნაგებობის სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გადაცემასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც სააგენტო განმარტავს, აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის შუამდგომლობა სამინისტროს სახელზე.

უწყების განმარტებით, რობერტ სტურუა თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ხელოვანია და ამდენად, არავისთვის გაუგებარი არ უნდა იყოს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების მართებულობა.

ქონების ეროვნული სააგენტოს განცხადების თანახმად, ეს არის ქართული სახელმწიფოს მხრიდან სახელგანთქმული ქართველი რეჟისორის საქმიანობის და მისი ღვაწლის დაფასება.

„რობერტ სტურუასთვის 1,500 კვ.მ. არასასოფლო – დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე მდებარე შენობა – ნაგებობის სიმბოლურ ფასად 1 ლარად გადაცემის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელზე შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის შუამდგომლობა.

მასში აღნიშნულია ბატონი რობერტ სტურუას დიდი დამსახურება საქართველოს თეატრალური ხელოვნების და ზოგადად ჩვენი ქვეყნის წინაშე. წერილის თანახმად, რუსთაველის თეატრი გამოვიდა შუამდგომლობით, რათა სახელოვან რეჟისორს სიმბოლურ ფასად გადაეცეს მიწა საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად.

სამინისტრომ შეისწავლა და საქართველოს მთავრობას განსახილველად წარუდგინა წინადადება რობერტ სტურუასთვის მიწის ნაკვეთის სიმბოლურ ფასად გადაცემის შესახებ, რაც დადებითად გადაწყდა სახელოვანი რეჟისორის დამსახურებების გათვალისწინებით.

რობერტ სტურუა თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ხელოვანია, მან ბევრი რამ გააკეთა საქართველოსთვის, მისი კულტურისთვის და ამდენად, არავისთვის გაუგებარი არ უნდა იყოს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების მართებულობა. ეს არის ქართული სახელმწიფოს მხრიდან სახელგანთქმული ქართველი რეჟისორის საქმიანობის და მისი ღვაწლის დაფასება.

რობერტ სტურუას შემოქმედება 180-ზე მეტ სპექტაკლს ითვლის. დადგმული აქვს ისეთი სპექტაკლები როგორიცაა: „ყვარყვარე“, „კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდ მესამე“, „მეფე ლირი“, „ჰამლეტი“ და სხვა. მისი სპექტაკლები შესულია მე-20 საუკუნის მსოფლიო დადგმათა ოქროს ფონდში. მის მიერ დადგმული „რიჩარდ მესამე“ მსოფლიო პოლიტიკურ დადგმათა ათეულშია შესული, „მეფე ლირი“- ბრიტანეთის აკადემიის მიერ შეტანილია შექსპირის დადგმების ისტორიის სახელმძღვანელოში, ხოლო „ჰამლეტი“ „შექსპირის საერთაშორისო საზოგადოებამ“ შეიტანა მე-20 საუკუნის მე-2 ნახევრის „ჰამლეტის“ საუკეთესო დადგმათა ათეულში”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ქონების ეროვნული სააგენტოს განცხადების თანახმად, რაც შეეხება აღნიშნული უძრავი ქონების განკარგვის მართებულობის საკითხს მას შემდეგ, რაც მისი მესაკუთრე სახელმწიფო აღარ არის, ეს მათ კომპეტენციას აღარ განეკუთვნება.

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵რამე არ შეგეშალოთ! - ყელგამოჭრილი დედა-შვილის მეზობლებს, სავარაუდო დამნაშავე ემუქრება

🔵5 წლის ბიჭი, რომელიც ჭაში ჩავარდა, გარდაიცვალა (ფოტო/ვიდეო)

🔵70 წელი სამეფო ტახტზე - შემდეგი დედოფლის ვინაობა ცნობილია

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1741243205

საზოგადოება

ნათია თურნავა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს ტალეჰ კაზიმოვს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაცია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენტრალურ ბანკს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნათია თურნავასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენ...

ნათია თურნავა

1741243154

საზოგადოება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის მოლაპარაკებების 63-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 63-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, ქართულმა დელეგაციამ ძირითადი აქცენტი გააკეთა ჟენევის მოლაპ...

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გ

1741241235

მსოფლიო

დონალდ ტრამპი - გაათავისუფლეთ მძევლები ახლავე, თორემ ჯოჯოხეთურ ფასს გადაიხდით, ეს ბოლო გაფრთხილებაა, „ჰამასის“ არც ერთი წევრი არ იქნება დაცული, თუ არ გააკეთებთ იმას, რასაც ვამბობ

გაათავისუფლეთ მძევლები ახლავე, თორემ მოგვიანებით ჯოჯოხეთურ ფასს გადაიხდით, ეს ბოლო გაფრთხილებაა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში წერს. „შალომ ჰამასი“ ნიშნავს გამ...

ტრამპი

1741240138

საზოგადოება

ლევან მახაშვილი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე ოპოზიციის უარის შესახებ: თუ მათ სურთ, თვითდესტრუქციის რეჟიმში გააგრძელონ მოქმედება და კვლავაც დაუშვან შეცდომები, ეს მათი გადასაწყვეტია

თუ მათ სურთ, თვითდესტრუქციის რეჟიმში გააგრძელონ მოქმედება და კვლავაც დაუშვან შეცდომები, ეს მათი გადასაწყვეტია, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა 4...

ლევან მახაშვილი

1741240030

საზოგადოება

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებ...

გზა