უკრაინის მხარდაჭერა საქართველოს მხრიდან სასიცოცხლოდ აუცილებელია - თეონა აქუბარდია

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, თეონა აქუბარდია, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე, უკრაინაში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება.
"დღეს როცა მთელი ცივილიზებული დასავლეთი ცდილობს კრემლის სამხედრო აგრესიის შეჩერებას უკრაინის წინააღმდეგ ერთი მოსაზრება მინდა გაგიზიაროთ. კრემლი ხშირად წარსულში ნაცად ტაქტიკას იყენებს პოსტსაბჭოთა სივრცეში. ის რაც საქართველოს წინააღმდეგ ჰქონდა ნაცადი (დღეს რომ ჰიბრიდული ომს ეძახიან) ყირიმში (გაუმჯობესებული ფორმით შეიძლება ითქვას) გაიმეორა, რაც ანექსიით დაასრულა, ხოლო აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტი გაწელა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების პროცესი ასე განცხადებების დონეზე დაიწყო და როგორც დასრულდა ჩვენ კარგად გვახსოვს. ეს კვირაა გააქტუალურდა დონეცკის და ლუგანსკის აღიარების საკითხი რუსეთის დუმაში. შესაბამისად, არ არის გამორიცხული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის ნაცვლად ეს ნაბიჯი გადადგას კრემლმა და გაწელოს დაძაბულობა ნაკლებ ფასად. (კრემლს ამ ფონზე რაღაც მოქმედება რომ სჭირდება ცხადია, თუმცა მე მაინც ვფიქრობ რომ ფართომასშტაბიანი ომი ძვირად დაუჯდება და ეს ახლა არ უნდა უღირდეს). ნებისმიერი სცენარის შემთხვევაში უკრაინის მხარდაჭერა საქართველოს მხრიდან სასიცოცხლოდ აუცილებელია, რადგან ჩვენ არამხოლოდ სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს, არამედ გვაქვს საერთო ინტერესები ნატოსა და ევროკავშირში წევრობის, რასაც რუსეთი ღიად უპირისპირდება, ისევე როგორც საერთო გამოწვევები (ოკუპაცია და ანექსია) კრემლის აგრესიული პოლიტიკიდან გამომდინარე. ამ ვითარებაში მთავრობა დუმს და პარლამენტმა უმრავლესობის გამო გაუშვა შესაძლებლობა ჯერ კიდევ დეკემბერში უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღების. ეს შესაძლებლობა ახლაც არის, თუმცა ვფიქრობ რომ დაუყოვნებლივ არის ეს გასაკეთებელი და არა საგაზაფხულო სესიისას",-წერს, თეონა აქუბარდია.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵გახარიას პარტია აჭარაში, 25-დან 14-მა დამფუძნებელმა დატოვა
🔵შეგიძლია ამ სტრესს თავი დააღწიო, თუ მოინდომებ! - მამა პეტრე
1741767337
ახალი ამბებითბილისის მერია პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ ახალ ეტაპს იწყებს
თბილისის მერია იწყებს პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ ახალ ეტაპს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის განაცხადა და მოქალაქეებს მოუწოდა, დღეიდან 31 მარტის ჩათვლით,...
1741765886
ახალი ამბებითბილისის საერთაშორისო აეროპორტი 5 მილიონამდე მგზავრთნაკადის მქონე ევროპის 5 საუკეთესო აეროპორტს შორის დასახელდა
Routes Europe-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 5 მილიონამდე მგზავრთნაკადის მქონე ევროპის 5 საუკეთესო აეროპორტს შორის დაასახელა. ევროპის წლის საუკეთესო აეროპორტი 9 აპრილს, სევილიაში საავიაციო ფორუმ R...
1741764667
ახალი ამბებიცოლზე ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით, პატრულ-ინსპექტორი დააკავეს - რა ხდება ცნობილი?
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორი დააკავა. უწყების ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ...
1741763589
ახალი ამბებიდიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სასამართლომ დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო. აღნიშნული დანაშაულისთვის მას სასჯელის ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. სასამართლომ ასევ...
1741761857
ახალი ამბებიგაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო გაზის მოწოდება დროებით 5000 აბონენტს შეუწყდა - „თბილისის ენერჯი“
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო გაზის მოწოდება დროებით 5000 აბონენტს შეუწყდა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „თბილისის ენერჯი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, აბონენტებისთვის გაზის მიწოდება დღის განმავლო...