"ხშირად მივდიოდი კლასელთან სათამაშოდ, მამამისი კალთაში რომ მისვამდა და მეფერებოდა, მამაშვილური მოფერება იყო მეგონა. ერთხელ მითხრა, რომ გიყურებ, სულ შენი მოფერება მინდებაო" - ფეისბუკგვერდზე შემზარავი ისტორია ვრცელდება

ბავშვებზე სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლის მიზნით შექმნილ ფეისბუკ გვერდზე "დამიცავი, პატარა ვარ" მორიგი ისტორია ვრცელდება.
ფეისბუკ ისტორიას "ექსკლუზივ tv" უცვლელად გთავაზობთ:
"13 წლისა საკმაოდ საყვარელი და ცელქი ბავშვი ვიყავი, ხშირად მივდიოდი ჩემს კლასელთან სათამაშოდ.
მაშინ ვფიქრობდი, რომ მამამისი კალთაში რომ მისვამდა და მეფერებოდა, მამაშვილური მოფერება იყო.
გავხდი 15 წლის.
ბავშვებთან ერთად ვთამაშობდი ფეხბურთს („ქალაბიჭა“ გოგო ვიყავი).
ჩემი კლასელის მამამ დამიძახა. მივედი და მეუბნება, როგორი ლამაზი და საყვარელი გოგო ხარ, რომ გიყურებ, სულ შენი მოფერება მინდებაო.
ხმა არ ამომიღია ჩუმად თავჩაღუნული ვუსმენდი.
- იცოდე, თუ ვინმეს ნუგეში დაგჭირდება ან საუბარი, ნებისმიერ დროს შეგიძლია, ჩემთან მოხვიდე და მე ისეთ რაღაცას გასწავლი, რაც ძალიან მოგეწონება და შემდეგ სულ მოგინდება მაგის გაკეთება...
მაკოცა (ლოყაზე) და გამიშვა.
მსგავსი შემთხვევა არაერთხელ მოხდა, საჯდომზე წამითათუნა ხელები და ხმა ვერ ამოვიღე, ტუჩთან ახლოს მაკოცა და მაშინაც ვდუმდი, ვერ ვიჯერებდი, რომ მსგავსი რამ შეიძლება, ჩემს თავს მომხდარიყო.
გავხდი 17 წლის და ეს ამბავი დედას ვუთხარი.
დედამ დაიბარა ჩვენთან სახლში და დაემუქრა, რომ ცხოვრებას გაუმწარებდა.
მეც ვუთხარი, რომ თუ ისევ შემეხებოდა ან შემომხედავდა, მაინც არ ვაცოცხლებდი.
ამის შემდეგ გავიდა წლები, გავხდი 24 წლის.
ავტობუსში აღმოჩნდა ჩემთან ერთად.
გვერდით მომიჯდა და ჩემი ქება დაიწყო.
ხალხის გამო ხმას არ ვიღებდი, მისი ჩასვლის დროც მოვიდა და როცა საკოცნელად გამოიწია, ეგრევე სახეში ვლეწე და ხმამაღლა დავუყვირე:
- მე შენ ხომ გითხარი, აღარ გამეკარო, შე პედოფილო ნაბიჭვარო!
ხმა არ გაუცია, დახარა თავი და ჩავიდა", - აღნიშნულია გვერდზე გავრცელებულ პოსტში.
სხვა სიახლეები:
🔲 გაუპატიურების შემზარავი ფაქტი-12 წლის ბიჭზე 40 წლის მეზობელი, სამი წლის განმავლობაში ძალადობდა
🔲 ძალადობის მსხვერპლი, ავარიელი ტყვე ქალის გაშვილებული ბავშვები გამოჩნდნენ (ვიდეო)
1741192578
მსოფლიომედვედევი ზელენსკიზე: შეუმდგარმა ფიურერმა ოვალურ კაბინეტში ტრამპს ნერვები მოუშალა, ამერიკელებმა კი მისი დემონსტრაციული დასჯა გადაწყვიტეს
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის „შეუმდგარი ფიურერი“ უწოდა. „შეუმდგარმა ფიურერმა ტრამპსა და მის გუნდს ოვალურ კაბინეტში ნერვებ...
1741191437
მსოფლიოფარავნის უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ც...
1741186636
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ვერც კახი კალაძეს ვერ დაუკნინებს ვერავინ ორგზის ჩემპიონთა ლიგის მოგებას და ვერც ლაშა ტალახაძეს წაართმევს ვერავინ სამ ოლიმპიურ ოქროს, დანარჩენი არის სუსტი ადამიანების გადაწყვეტილებები
ვერც კახი კალაძეს ვერ დაუკნინებს ვერავინ ორგზის ჩემპიონთა ლიგის მოგებას და ვერც ლაშა ტალახაძეს წაართმევს ვერავინ სამ ოლიმპიურ ოქროს, დანარჩენი არის სუსტი ადამიანების გადაწყვეტილებები, - ამის შესახებ ს...
1741186447
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: იდენტური ხელწერითაა დაორგანიზებული პროტესტი, როგორც აშშ-ში, პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ, ასევე საქართველოში მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ - ესაა მორიგი დასტური, რომ ყველაფერი იმართება ერთი ხელიდან, რომელსაც „დიფ სთეითი“ ეწოდება
იდენტური ხელწერით არის დაორგანიზებული პროტესტი, როგორც აშშ-ში, პრეზიდენტ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის წინააღმდეგ, ასევე საქართველოში მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ, ესაა მორიგი დასტური, რომ ყველაფე...
1741185730
სპორტისაქართველოს 20 წლამდე ვაჟთა ნაკრები ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია
ხორვატიის ქალაქ ოსიეკში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა, გიორგი მუმლაძის, შოთა სუმბაძისა და იოანე ხვარეშიას შემადგენლობით, ფინალში უკრაინის ნაკრები 16:6 დაამარცხა...