"კვლევამ აჩვენა, რომ ინფიცირებიდან პირველი 30 დღის შემდეგ, COVID 19-ის მქონე პირებს აქვთ გულ-სისხლძარღვთა დაავადების ინციდენტის გაზრდილი რისკი" - რა ინფორმაციას აქვეყნებს ზაზა წერეთელი

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი კორონავირუსთან დაკავშირებით ჩატარებულ მორიგ კვლევაზე წერს, რომელმაც აჩვენა, რა პრობლემები შეიძლება შეექმნას კოვიდგადატანილ ადამიანს.
"მწვავე კორონავირუსული დაავადების(COVID-19) დროს განვითარებული გულ-სისხლძარღვთა გართულებები კარგად არის აღწერილი, მაგრამ რა ხდება გამოჯანმრთელების შემდეგ და როგორია პოსტკოვიდური გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამოვლინებები ჯერ არ არის ყოველმხრივ შესწავლილი.
ამ დღეებში გამოქვეყნდა ერთი-ერთი პირველი ასეთი კვლევებიდან, რომელიც აღწერს თუ როგორი სიტუაცია კოვიდს გადატანიდან ერთი წლის თავზე. ამერიკელმა მკვლევარებმა გამოიყენეს ყ ეროვნული ჯანდაცვის მონაცემთა ბაზები აშშ-ს ვეტერანთა საქმეთა დეპარტამენტიდან, და ჩამოაყალიბეს 153,760 COVID 19 –ით დაავადებული ინდივიდების საკვლევი ჯგუფი, ისევე როგორც კონტროლის ორი ჯგუფი 5,637,647 (თანამედროვე კონტროლის ჯგუფი) და 5,859,411 (ისტორიული კონტროლის ჯგუფი) რათა შეეფასებინათ რისკები და კარდიოვასკულური შედეგების წინასწარ განსაზღვრული ინციდენტის ნაკრების კოვიდის გადატანიდან 1 წლის შემდეგ.
კვლევამ აჩვენა, რომ ინფიცირებიდან პირველი 30 დღის შემდეგ,COVID-19-ის მქონე პირებს აქვთ გულ-სისხლძარღვთა დაავადების ინციდენტის გაზრდილი რისკი, რომელიც მოიცავს რამდენიმე კატეგორიას, მათ შორის ცერებროვასკულარული დარღვევები, დისრითმიები, გულის იშემიური და არაიშემიური დაავადება, პერიკარდიტი, მიოკარდიტი, გულის უკმარისობა და თრომბოემბოლიური დაავადება. ეს რისკები და ტვირთი აშკარა იყო იმ პირებშიც კი, რომლებიც არ იყვნენ ჰოსპიტალიზებული ინფექციის მწვავე ფაზაში და იზრდებოდა ხარისხობრივად მწვავე ფაზის დროს მოვლის გარემოს მიხედვით (არაჰოსპიტალიზებული, ჰოსპიტალიზებული და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაყვანილი).
რისკები აშკარა იყო ასაკის, რასის, სქესის და სხვა რისკფაქტორების მიუხედავად, როგორიცაა მაგალითად სიმსუქნე, ჰიპერტენზია, დიაბეტი, თირკმელების ქრონიკული დაავადება და ჰიპერლიპიდემია; ისინი ასევე აშკარა იყო ადამიანებში, რომლებსაც არ ჰქონდათ გულ-სისხლძარღვთა დაავადება COVID-19- ის გადატანამდე, რაც ადასტურებს, რომ ეს რისკები შესაძლოა გამოვლინდეს თუნდაც გულ-სისხლძარღვთა დაავადების დაბალი რისკის მქონე ადამიანებში. გულ-სისხლძარღვთა შედეგების რისკებისა და ტვირთის ანალიზმა მწვავე ინფექციის მოვლის პირობებში გამოავლინა ორი ძირითადი დასკვნა: (1) რომ რისკები და მასთან დაკავშირებული შემთხვევების ტვირთი აშკარა იყო მათ შორის, ვინც არ იყო ჰოსპიტალიზებული დაავადების მწვავე ფაზაში – ეს ჯგუფი წარმოადგენს(COVID-19)-ით დაავადებულთა უმრავლესობა;
და (2) რომ რისკებმა და მათთან დაკავშირებულმა ტვირთმა – burden აჩვენა ეტაპობრივი ზრდა COVID-19-ის მწვავე ფაზის სიმძიმის სპექტრის მასშტაბით (არაჰოსპიტალიზებულიდან ჰოსპიტალიზებულ პირებამდე და დამთავრებული ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში).
თუ გავითვალისწინებთ COVID-19-ით დაავადებულთა დიდი და მზარდი რაოდენობას (რასაც ზოგიერთი სიხარულით აღიქვამს როგორც იმუნური ფენის ჩამოყალიბების კარგ მეთოდს ვაქცინაციასთან შედარებით), და ამ კვლევით გამოვლენილი გულ-სისხლძარღვთა რისკებისა და 12-თვიანი ტვირთის შედეგებს შეიძლება დავასკვნათ რომ ჩვენ გვაქვს ახლა პოტენციურად დაზარალებული ადამიანების დიდ რაოდენობა მთელ მსოფლიოში.
შესაბამისად მთავრობები და ჯანდაცვის სისტემები მზად უნდა იყვნენ, რომ გაუმკლავდნენ COVID-19 პანდემიის სავარაუდო მნიშვნელოვან წვლილს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ტვირთის ზრდაში. ამ პირობების ქრონიკული ხასიათის გამო, მათ სავარაუდოდ ექნებათ ხანგრძლივი შედეგები პაციენტებსა და ჯანდაცვის სისტემებზე და ასევე ექნებათ ფართო გავლენა ეკონომიკურ პროდუქტიულობასა და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე",- წერს ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში.
სხვა სიახლეები:
🔵 "ომიკრონი" შესაძლოა 5-7 მეტრზეც კი გავრცელდეს - ის გავრცელების სიმარტივით "წითელას" ჰგავს
1741451878
საზოგადოებაპეტრე ცისკარიშვილი თვითმმართველობის არჩევნებზე: ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“ მონაწილეობას არ მივიღებთ
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით „ნაციონალური მოძრაობა“ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. ხოლო იმ კონკრეტულ ძალებზე...
1741448456
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი გუდაურში მიმდინარე შეჯიბრებაზე: ჩვენ უკვე 300-ზე მეტ საერთაშორისო სპორტსმენს ვუმასპინძლებთ ჩვენს სათხილამურო კურორტებზე
ჩვენ უკვე 300-ზე მეტ საერთაშორისო სპორტსმენს ვუმასპინძლებთ ჩვენს სათხილამურო კურორტებზე. მიმდინარე შეჯიბრიც ძალიან წარმატებულია ჩვენი ქვეყნისთვის, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრ...
1741445968
საზოგადოებაპაატა სალია ოჯახური ღირებულებების კანონზე: ეს ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთა იყო, შესაბამისად, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისთვის, რომ ჩვენ ეს კანონი გავაუქმოთ
ირიბად, ეს ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოს ლეგიტიმურობას აღიარებენ, რადგან ითხოვენ, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტმა გააუქმოს კანონი - მთავრობა ვერ გააუქმებს კანონს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლეს...
1741443176
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: სამწუხაროა, რომ ევრო ბიუროკრატები კვლავ ილუზიის ქვეშ იმყოფებიან, თითქოს არის ათასობით სქესი. მადლობა ღმერთს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენ ამის მტკიცება არ გვჭირდება, არის ორის სქესი, კაცი და ქალი
სამწუხაროა, რომ ევრო ბიუროკრატები კვლავ ილუზიის ქვეშ იმყოფებიან, თითქოს არის ათასობით სქესი. მადლობა ღმერთს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენ ამის მტკიცება არ გვჭირდება, არის ორის სქესი, კაცი და...
1741442993
ახალი ამბებისპორტის მინისტრი: სასიხარულოა, რომ დღეს სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულთა მსოფლიო ყურადღების ცენტრშია გუდაური და ამინდშიც ძალიან გაგვიმართლა
სასიხარულოა, რომ დღეს სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულთა მსოფლიო ყურადღების ცენტრშია გუდაური და ამინდშიც ძალიან გაგვიმართლა, - განაცხადა სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ. მინისტრი გუდაურში იმყოფება...