"მე ყოფილი მოთამაშე ვარ, იქნებ ამ პოსტით ერთ ადამიანს მაინც დავეხმარო" - თევდორე გოგოლაძის ემოციური პოსტი

აზარტული თამაშების რეგულირების კანონპროექტის დამტკიცებას, აზარტული თამაშების მსხვერპლი თევდორე გოგოლაძე სოციალურ ქსელ ფეისბუკში საკუთარი ისტორიით ეხმაურება, რომელიც 10 წლის განმავლობაში აზარტულ თამაშებზე მიჯაჭვული იყო.
"მინდა ყველას გაგიზიაროთ ხმამაღლა, ეს თემა ამ ბოლო დროს საზოგადოებაში აქტუალურია და იქნებ ამ პოსტით ერთ ადამიანს მაინც დავეხმარო.
“მე ყოფილი მოთამაშე ვარ” 10 წელი სისტემატურად ვთამაშობდი, ამ თამაშს ბევრ გამამართლებელ მიზეზსაც ვუძებნიდი; (ვერთობი, ფული მჭირდება, საჭირო ფულს არ ვაგებ და ა.შ) მოკლედ ყველანაირად თავს ვარიდებდი იმის აღიარებას, რომ მე მოთამაშე ვარ.
ამ 10 წლის მანძილზე, ფული მეორეხარისხოვანია, რაც ყველაზე მეტი წავაგე ეს იყო ჩემი დრო, რომელსაც ფიქრით თამაშს ვუთმობდი, ინტერესები რაც მქონდა და რესურსი, რომელიც შემეძლო განმევითარებინა სლოტის ტრიალში ვფლანგავდი, ხალხის ნდობა, რადგან საზოგადოებაში არის აზრი რომ ყოფილი მოთამაშე და ნარკომანი არ არსებობს, რაც მცდარია, მაგრამ აქვს მეორე მხარეც, ყოფილი მოთამაშე ვერ განიწმინდება ბოლომდე და გონებაში ყოველთვის იქნება ჩალექილი ეს პრობლემა, ყოფილი მოთამაშე ვერ შეძლებს გასართობად ითამაშოს და მან გამუდმებით “არა” უნდა თქვას თამაშზე.
მოკლედ საბოლოო ჯამში წავაგე ემოციები, ემოციები რითაც ადამიანი შედგება, ვეღარ ვგრძნობდი სიყვარულს, ვეღარ ვგრძნობდი ბედნიერებას, სიმძაფრე ჰქონდა ყველაფერს მოკლებული.
დედაჩემის რჩევით 2 წლის წინ მივედი კამარა Kamara-ში სადაც, მოთამაშეებისთვის იყო კურსი, აქ მყოფმა ოქრო ადამიანებმა, ფსიქოლოგებმა Ninutsa Komakhidze მერი გელაშვილი Elene Baramidze Natia Panjikidze შორიდან შემახედეს, მესამე თვალით ჩემ თავს, როცა სხვა მოთამაშეებს ვხედავდი იმ ადამიანებით გავავლე პარალელი ჩემ თავთან და დავინახე რამდენი რამე მქონდა ჩაკეტილი და რამდენი რამე მომპარა თამაშმა.
გავიდა ერთი წელი და მე აღარ მითამაშია, ხმამაღლა ვიტყვი უკვე გამბედავად რომ მე ყოფილი მოთამაშე ვარ, რისთვისაც პირველ რიგში კამარას და იმ ადამიანებს ვინც ჩემთან ერთად დადიოდა.
ამ ერთი წლის მანძილზე შევძელი ის რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია.
დავწერე 3 ფილმის სცენარი, დავაფასე სხვა ადამიანები, შევიყვარე ადგილი, სადაც მე ვიმყოფები და ნუ ფული სულ მაქვს, სიგარეტის მაინც ))) მოკლედ მეგობრებო ეს წელი ვისაც ეგ პრობლემა გაქვთ გაგეტარებინოთ უთამაშოდ და ითამაშეთ ცხოვრებით და არა საკუთარი თავით, დამიჯერეთ გაგიჭირდებათ მაგრამ სულ მალე გამოიდარებს და ახლიდან დაიბადებით უფრო ძლიერები.
მიყვარხართ", - წერს გოგოლაძე ფეისბუკში.
ამავე თემაზე:
🔳 ონლაინ სათამაშო ბიზნესის ახალი რეგულაციები - ცვლილებების პროექტი ლაშა ხუციშვილმა წარადგინა
🔳 აზარტული თამაშების რეკლამა მარტიდან აიკრძალება - ირაკლი ზარქუა
1740638784
საზოგადოებაროგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
ქუთაისში დღისით +2 და ღამით -7 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან ამინდს ვარაუდობენ. თოვლს ელოდებიან ოზურგეთშიც, დღისით +3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -5. ითოვებს ბათუმშიც, დღისით ჰაერი +6 გ...
1740636809
საზოგადოებაალექსანდრე წულაძე: საქართველოს მასშტაბით ჯამში დაახლოებით 800-მდე სკოლაში არის დღეს სასწავლო პროცესი შეჩერებული. ჩავატარებთ ყველა სკოლის მონიტორინგს და ამის შემდეგ დავრთავთ იქ სასწავლო პროცესის გაგრძელების ნებას
საქართველოს განათლების მინისტრმა ქვეყნის რეგიონებში დიდთოვლობის გამო სკოლებში სასწავლო პროცესის შეჩერების შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, სასწავლო პროცესი იმ სკოლებში, სადაც ის ამჟამად შეჩერებბულია...
1740635627
მსოფლიოდონალდ ტრამპი: ევროკავშირის დაფუძნების მიზანი აშშ-ის გაცურება იყო
ევროკავშირის დაარსების მიზანი შეერთებული შტატების გაცურება იყო, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. „ევროკავშირი შეიქმნა შეერთებული შტატების გასაცურებლად, ეს არის მისი მიზანი,...
1740635224
ახალი ამბებისაქართველოს რკინიგზა კიდევ რამდენიმე რეისს აუქმებს
დიდთოვლობის გამო, საქართველოს რკინიგზა 27 თებერვალს დამატებით რეისებს აუქმებს. „საქართველოს რკინიგზა დამატებით გაცნობებთ, რომ არსებული უამინდობის და დიდთოვლობის გამო, უქმდება მატარებლების რამდენიმე რე...
1740632810
ახალი ამბები„ყველა სამსახური მუშაობს ინტენსიურად, რომ მაქსიმალურად დროულად და ეფექტურად მოხდეს იმ გამოწვევებთან გამკლავება, რომლებიც მოქალაქეების და რეგიონის წინაშე დგას“ - გიორგი ურუშაძე
გურიაში კვლავ რთული ვითარებაა. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში [ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური] ერთდროულად მიმდინარეობს. თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობა და...