მიწის ნაკვეთები, საბანკო სესხები და თანხა ანაბარზე - რა ქონებას ფლობენ თეა წულუკიანი და მისი მეუღლე

ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მოს­ვლის შემ­დეგ, თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის პერ­სო­ნა აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბას დღემ­დე არ კარ­გავს. ის იყო იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კის ის­ტო­რი­ა­ში, ყვე­ლა­ზე ხან­გრძლი­ვად. წუ­ლუ­კი­ა­ნი ამ პოსტს 2012 წლის 25 ოქ­ტომ­ბრი­დან 2020 წლის 29 სექ­ტემ­ბრამ­დე იკა­ვებ­და. ამ­ჯე­რად კი კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრია.

თეა წუ­ლუ­კი­ანს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლი­ტი­კო­სი ქა­ლე­ბი­დან ყვე­ლა­ზე ხში­რად აკ­რი­ტი­კებს ოპო­ზი­ცია. ის არ ერი­დე­ბა ხმა­უ­რი­ან კა­მათს ოპო­ნენ­ტებ­თან და გაბ­რა­ზე­ბულ­მა შე­იძ­ლე­ბა ჟურ­ნა­ლისტს მიკრო­ფო­ნიც წა­არ­თვას და როცა თა­ვად მო­ი­სურ­ვებს, მა­შინ და­უბ­რუ­ნოს. 
 
რო­გორც ცნო­ბი­ლია, მისი მე­უღ­ლეა ნუგ­ზარ (ნუგო) კა­კუ­ლია, რო­მე­ლიც თეა წუ­ლუ­კი­ან­ზე 9 წლით უმ­ცრო­სია. წყვილს ჰყავს ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი, მერი, რო­მე­ლიც 2017 წელს და­ი­ბა­და.

თეა წუ­ლუ­კი­ან­მა ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია ბო­ლოს 2022 წლის 31 იან­ვარს შე­ავ­სო.

მი­ნის­ტრის დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ ნუგ­ზარ კა­კუ­ლი­ას 2021 წლის მარ­ტში ჩუ­ქე­ბით გა­და­ე­ცა 36.07 კვ.მ. ბინა, თბი­ლის­ში, დო­ლი­ძის ქუ­ჩა­ძე. ის ასე­ვე ფლობს 50009 კვ.მ. მი­წის ნაკ­ვეთს ახალ­ქა­ლა­ქის რა­ი­ონ სო­ფელ დი­ლის­კა­ში, რო­მელ­შიც 2016 წელს 7 ათა­სი ლარი გა­და­ი­ხა­და.

პა­ტა­რა მე­რის­თვის კი 2020 წელს, სამ­ტრე­დი­ის რა­ი­ონ სო­ფელ ტო­ლებ­ში 1182 კვ.მ. მი­წის ნაკ­ვე­თი უჩუ­ქე­ბი­ათ.

2005 წელს თეა წუ­ლუ­კი­ანს სო­ფელ დი­ღომ­ში ასე­ვე სა­ჩუქ­რად მი­უ­ღია 1900 კვ.მ. მი­წის ნაკ­ვე­თი. მის სა­ხელ­ზეა ასე­ვე 2017 წელს ნა­ჩუ­ქა­რი 6 ათა­სი კვ.მ. მი­წის ნაკ­ვე­თი მეს­ტი­ა­ში, სო­ფელ ზემო ლუ­ჰა­ში.

2020 წელს ნუგ­ზარ კა­კუ­ლი­ამ მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნა BMW Sedan 535 l შე­ი­ძი­ნა და მას­ში 10 000 დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და.

დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის დროს თეა წუ­ლუ­კი­ანს "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ ან­გა­რიშ­ზე ჰქონ­და 3305,62 ლარი, სა­ბავ­შვო ანა­ბარ­ზე კი 12 348,41ლარი.

ნუგ­ზარ კა­კუ­ლი­ას "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ სა­ბა­რა­თე ან­გა­რიშ­ზე ჰქონ­და 2497,68 ლარი.

ნუგ­ზარ კა­კუ­ლი­ას სსიპ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის სკო­ლა-პროგ­რა­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის დარ­გში კონ­სულ­ტან­ტის პო­ზი­ცი­ა­ზე ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხელ­ფა­სის სა­ხით 35 167 ლარი მი­უ­ღია.

თეა წუ­ლუ­კი­ან­მა კი სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში მი­ნის­ტრის პოსტზე 2021 წლის 22 მარ­ტი­დან - 31 დე­კემ­ბრამ­დე ხელ­ფა­სის სა­ხით 46 904,76 ლარი აიღო.

პო­ლი­ტი­კოს­მა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის აპა­რატ­ში პარ­ლა­მენ­ტის წევ­რო­ბი­სა და კო­მი­ტე­ტის თავ­ჯდო­მა­რის პოსტზე ყოფ­ნის დროს 2021 წლის იან­ვრი­დან-მარ­ტამ­დე პე­რი­ოდ­ში 11 607,62 ლარი მი­ი­ღო.

თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი აქვს სა­მომ­ხმა­რებ­ლო სეს­ხი 62 400 დო­ლა­რი, რო­მელ­შიც 2017-2027 წლამ­დე პე­რი­ოდს მო­ი­ცავს. მი­ნისტრს გა­დახ­დი­ლი აქვს 8261,89 დო­ლა­რი.

თეა წუ­ლუ­კი­ან­მა ასე­ვე რამ­დე­ნი­მე სეს­ხი გა­ა­ერ­თი­ა­ნა და 2020 წელს "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კში“ 56 140 ლარი მი­ი­ღო, რომ­ლის გა­დახ­დის ბოლო ვა­დაც 2030 წე­ლია. ამ დრო­ის­თვის მი­ნისტრს გა­დახ­დი­ლი აქვს 3886,71 ლარი.

თეა წუ­ლუ­კი­ან­მა სტრას­ბურ­გში ბი­ნის გა­ყიდ­ვით მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი, 220 480 ევრო ანაბ­რის სა­ხით შე­ი­ტა­ნა ბან­კში, სა­ი­და­ნაც ჯერ­ჯე­რო­ბით შე­მო­სა­ვა­ლი არ და­ფიქ­სი­რე­ბულა.

ნუგ­ზარ კა­კუ­ლი­ას 34 000 ლარი სა­მომ­ხმა­რებ­ლო სეს­ხის აქვს, რომ­ლის გა­დახ­დის ბოლო ვა­დაც 2031 წე­ლია. მი­ნის­ტრის ქმარს და­ფა­რუ­ლი აქვს 9200 ლარი.

ნუგ­ზარ კა­კუ­ლი­ას სა­ჩუქ­რის სა­ხით მშობ­ლის­გან მი­ღე­ბუ­ლი აქვს ბინა, რომ­ლის სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბაც 30 ათა­სი დო­ლა­რია.

წუ­ლუ­კი­ანს ნა­თე­სა­ვის მიერ მის სა­სარ­გებ­ლოდ აღე­ბულ სეს­ხის გა­და­ფარ­ვა­ში გა­დახ­დი­ლი აქვს 8261,89 დო­ლა­რი.

მი­ნის­ტრმა წუ­ლუ­კი­ან­მა სწავ­ლის გა­და­სა­ხად­ში 11 724 ლარი და­ხარ­ჯა.

წყარო: „ambebi.ge“

ასევე საინტერესოა:

🔵 „უამრავი ადამიანი იტანჯება, ცდილობს წავიდეს თურქეთში სამკურნალოდ, ყიდის სახლს, მეგობრები ფულს უგროვებენ“ - მერაბ მეტრეველი მთავრობას მიმართავს

🔵 რომელი ქვეყნებიდან დააბრუნეს უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები

🔵 „სააკაშვილის "პროგრამა" წავიკითხე, ცხვრის ფარა ჰგონია ხალხი“ - თამარ ჩერგოლეიშვილი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1736609208

ახალი ამბები

საპროტესტო აქციების დროს დაკავებული რვა პირი თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული რვა პირი თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე...

საპროტესტო აქციების დროს დაკავებული

1736607620

საინტერესო ამბები

„მავნებელი პრეზიდენტყოფილი ქალის დახვედრა ზუგდიდში, სხვანაირად ჩვენ, სამეგრელოში არ ვხვდებით“ - გიორგი გამსახურდია

გიორგი გამსახურდია საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის რეგიონულ ტურნეს ეხმიანება, რომელიც ზუგდიდიდან დაიწყო. გამსახურდია აქციაზე შეკრებილი ხალხის მცირერიცხოვნობაზე ამახვილებს ყურადღებას...

გიორგი გამსახურდია სალომე ზურაბიშვილი

1736605680

სოციალური მედია

„უნდა გითხრა, რომ ეს სანქცია საერთოდ არ მანაღვლებს, ჩემთვის დიდი პატივია ამ სიაში ყოფნა“ - ვასილ მაღლაფერიძის ღია წერილი ყოფილ მეგობარს

ცხადია, გაიგებდი, რომ შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივანს კონგრესმენებმა მოთხოვნა გაუგზავნეს ოცდახუთი ადამიანის, მათ შორის, ჩემი დასანქცირების შესახებ – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლ...

ვასილ მაღლაფერიძე

1736602609

ახალი ამბები

„მართალია, არ მოვემზადეთ, როგორც საჭირო იყო, დარწმუნებული ვიყავით, რომ ვიყავით მეტნი, რაც სწორია, მაგრამ მომზადებულიც უნდა ვიყოთ, საჭიროა ახალი პარტიები“ - სალომე ზურაბიშვილი

„კარგია დგომა, მაგრამ კიდევ უფრო კარგია იმის მომზადება, რაც გვჭირდება ხვალინდელი დღისთვის. კრიზისიდან გამოსავალი არის თავისუფალი არჩევნები, და შემდეგი არჩევნებისთვის მოუმზადებელი არ უნდა აღმოვჩნდეთ“,...

სალომე ზურაბიშვილი

1736599831

ახალი ამბები

სოხუმში სამი ადამიანი მოკლეს

11 იანვარს სოხუმში კაფე „ბისკვიტის“ სტუმრებს შორის სროლა მოხდა. დაღუპულია სამი ადამიანი. ისინი ცენტრალურ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ერთი მსროლელი მიიმალ...

სოხუმი