„ქიმიოთერაპიის უმძიმესს კურსს მოსკოვში გავდივარ ... არასდროს არ ვყოფილვარ, ასე ახლოს სიკვდილთან...“ - ლევან ვასაძე მძიმე სენს ებრძვის
„ვერ ვსუნთქავდი, ვერ დავდიოდი, ვხოხავდი ტკივილისგან. კედლებზე გავდიოდი. შეიძლება, ეს არა მარტო მამის გარდაცვალების ბრალი იყო, არამედ ნემსებისაც. სიკვდილს ვნატრობდი. ისე მძიმედ ვიყავი. არც დღიურის წერა… რომ არა მშობლის დაჯერება, მე შეიძლება, თქვენთან ვერ მესაუბრა. ის, რასაც თქვენ გეუბნებიან, რომ მშობლებს უნდა დაუჯეროთ, ამაში უდიდესი სიბრძნეა.“ - ამის შესახებ პოლიტიკოსი ლევან ვასაძე ვიდეომიმართვაში საუბრობს.
„ქიმიოთერაპიის უმძიმესს კურსს მოსკოვში გავდივარ. ყველას დაუკითხავად, გადავწყვიტე თბილისში ჩამოვსულიყავი. ჩემთვის გარეთ გასვლა არ შეიძლება. იმუნიტეტი არ მაქვს. ბინაში ვარ გამოკეტილი. ექიმებს ვუთხარი, რომ უარს ვერ მივიღებ. გავიკეთე იმუნიტეტის ასამაღლებელი ნემსები, დაჩქარებული კოვიდის მეორე აცრა.
ვესაუბრე მამაოს. მან მითხრა, რომ ექიმებს გავსაუბრებოდი. რას მეტყოდნენ ისინი… არ გიშვებთო? რა ვქნათ წადიო, რაც იქნება, იყოსო.
ამ პროცესში ვიყავი, რომ დედაჩემმა ამის შესახებ გაიგო. დამირეკა. მშვიდი საუბარი გვქონდა. ლითონის ხმით მესაუბრა. ჩემი ნება მშობლის ნებას შეეჯახა… მ
ე დავემორჩილე დედას, დავრჩი მოსკოვში და მამაჩემის გასვენებაში ვერ ვიყავი.
ამ მძიმე, სამწუხარო ამბავს იმიტომ გიყვებით, რომ ნახოთ, მერე რა მოხდა. მთელი ამ ექვსი თვის განმავლობაში ასე ცუდად, არასდროს არ ვყოფილვარ, ასე ახლოს სიკვდილთან.
მე შეიძლება თქვენი ხორციელი მამა არ ვარ, მაგრამ, მე თქვენი მამების თაობა ვარ. ისევე, როგორც ჩემი მეგობრები, ვინც ეროვნულ ტრადიციებს ვემსახურებით,“- ამბობს ლევან ვასაძე.
ასევე საინტერესოა:
1736609208
ახალი ამბებისაპროტესტო აქციების დროს დაკავებული რვა პირი თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული რვა პირი თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე...
1736607620
საინტერესო ამბები„მავნებელი პრეზიდენტყოფილი ქალის დახვედრა ზუგდიდში, სხვანაირად ჩვენ, სამეგრელოში არ ვხვდებით“ - გიორგი გამსახურდია
გიორგი გამსახურდია საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის რეგიონულ ტურნეს ეხმიანება, რომელიც ზუგდიდიდან დაიწყო. გამსახურდია აქციაზე შეკრებილი ხალხის მცირერიცხოვნობაზე ამახვილებს ყურადღებას...
1736605680
სოციალური მედია„უნდა გითხრა, რომ ეს სანქცია საერთოდ არ მანაღვლებს, ჩემთვის დიდი პატივია ამ სიაში ყოფნა“ - ვასილ მაღლაფერიძის ღია წერილი ყოფილ მეგობარს
ცხადია, გაიგებდი, რომ შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივანს კონგრესმენებმა მოთხოვნა გაუგზავნეს ოცდახუთი ადამიანის, მათ შორის, ჩემი დასანქცირების შესახებ – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლ...
1736602609
ახალი ამბები„მართალია, არ მოვემზადეთ, როგორც საჭირო იყო, დარწმუნებული ვიყავით, რომ ვიყავით მეტნი, რაც სწორია, მაგრამ მომზადებულიც უნდა ვიყოთ, საჭიროა ახალი პარტიები“ - სალომე ზურაბიშვილი
„კარგია დგომა, მაგრამ კიდევ უფრო კარგია იმის მომზადება, რაც გვჭირდება ხვალინდელი დღისთვის. კრიზისიდან გამოსავალი არის თავისუფალი არჩევნები, და შემდეგი არჩევნებისთვის მოუმზადებელი არ უნდა აღმოვჩნდეთ“,...
1736599831
ახალი ამბებისოხუმში სამი ადამიანი მოკლეს
11 იანვარს სოხუმში კაფე „ბისკვიტის“ სტუმრებს შორის სროლა მოხდა. დაღუპულია სამი ადამიანი. ისინი ცენტრალურ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ერთი მსროლელი მიიმალ...