თანამედროვე იტალიური ხელოვნების გამოფენა თბილისში

თანამედროვე იტალიურ ხელოვნებასთან კიდევ ერთი შეხვედრა თბილისში! იტალიის საელჩო საქართველოში და საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ გამოფენას "აბრეშუმის გზა. თანამედროვე ხელოვნება და ხელოვანები იტალიიდან", რომელიც ღია იქნება მნახველისთვის 28 ოქტომბრიდან 22 ნოემბრამდე იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში.

გამოფენა იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და გარუცოს ვიზუალური ხელოვნების ინსტიტუტს (IGAV) შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა და იმ ფართომასშტაბიანი კულტურული პროექტის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც "აბრეშუმის გზის" გასწვრივ მდებარე ევროპისა და აზიის ქვეყნებს უკავშირდება. თბილისში ამ ექსპოზიციის წარდგენა იტალიის საელჩოს ხელშეწყობით გამართული გამოფენებისა და, ასევე, გარუცოს ვიზუალური ხელოვნების ინსტიტუტთან თანამშრომლობის გაგრძელებაა (გავიხსენოთ თანამედროვე იტალიური ხელოვნების გამოფენა "Evidence. A New State of Art", რომელიც 2018 წელს იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის სერჯო მატარელას საქართველოში ოფიციალური ვიზიტის დროს გაიმართა. აქვე ვახსენოთ სახელოვნებო რეზიდენციის პროგრამაც ახალგაზრდა ქართველი და იტალიელი ხელოვანებისთვის).

გამოფენილი 38 ნამუშევარი (8 მათგანი ფარნეზინას კოლექციაშია დაცული) წარმოგვიდგენს თანამედროვე იტალიურ ხელოვნებას გასული საუკუნის სამოციანი წლებიდან დღემდე და აერთიანებს სხვადასხვა თაობის იტალიელი მხატვრების განსხვავებულ ხედვებს და განსხვავებული გამომსახველობითი ენითა და ტექნიკით (ფერწერით, ფოტოგრაფიითა თუ ინსტალაციით) შექმნილ ნამუშევრებს. ექსპოზიციის სამი ძირითადი თემა მოგზაურობას, სიახლესთან შეხვედრასა და აღმოჩენას უკავშირდება.
საქართველოს დედაქალაქის შემდეგ, გამოფენა გეზს აღმოსავლეთისკენ აიღებს და საბოლოოდ, 2022 წელს, ჩინეთში დასრულდება.
გამოფენაზე წარმოდგენილი ხელოვანები: კარლა აკარდი, მარიზა ალბანეზე, იური ანკარანი, ფრანჩესკო არენა, ენრიკო ბაი, გაბრიელე ბაზილიკო, ბიანკო-ვალენტე, ალიგიერო ბოეტი, დიეგო ჩიბელი, ჯანი დესი, პამელა დიამანტე, ფლავიო ფაველი, ეუჯენიო ჯილიბერტი, პაოლო გრასინო, ემილიო ისგრო, მიმო იოდიჩე, ფრანჩესკო იოდიჩე, ჯენის კოუნელისი, მარია ლაი, ლუიჯი მაინოლფი, დომენიკო ანტონიო მანჩინი, უმბერტო მანცო, მასბედო, საბრინა მეძაკუი, მარცია მილიორა, ნინო მილიორი, ნუნციო, ლუიჯი ონტანი, მიმო პალადინო, ჯულიო პაოლინი, პერინო&ველე, მიქელანჯელო პისტოლეტო, ტამარა რეპეტო, პიეტრო რუფო, ეტორე სპალეტი, The Cool Couple, ეუჯენიო ტიბალდი, ფაბიო ვიალე.

Un altro appuntamento con l'arte contemporanea italiana a Tbilisi: l'Ambasciata d'Italia e il Georgian National Museum / საქართველოს ეროვნული მუზეუმი presentano al pubblico la mostra "La Via della Seta. Arte e Artisti contemporanei dall’Italia", visitabile dal 28 ottobre al 22 novembre al Museo Storico Ioseb Grishashvili.

La mostra, frutto della collaborazione tra il Ministero degli Affari Esteri e della Cooperazione Internazionale e l'Istituto Garuzzo - IGAV, rientra in un ampio progetto artistico che coinvolge Paesi toccati dall’antica Via della Seta in Europa e in Asia. L'esposizione a Tbilisi fa seguito alle mostre promosse dalla nostra Ambasciata e alle iniziative realizzate nell'ambito della proficua collaborazione con l’Istituto Garuzzo per le Arti Visive-IGAV, fra cui si segnalano la mostra di arte contemporanea "Evidence. A New State of Art" realizzata nel 2018 durante la visita di Stato del Presidente della Repubblica Italiana, Sergio Mattarella, e il programma di scambi, residenze per artisti emergenti di nazionalità italiana e georgiana.

L’esposizione composta da 38 opere d’arte, di cui otto provenienti dalla Collezione Farnesina, ripercorre più di mezzo secolo di arte italiana, dalla fine degli anni Sessanta ad oggi, e unisce generi, stili e tecniche diverse tra loro, da quelle pittoriche tradizionali alla fotografia e all’installazione. Essa rappresenta, attraverso le opere di varie generazioni di artisti, dai maestri affermati ai giovani emergenti, una sintetica panoramica dell'arte contemporanea italiana, in un’esperienza artistica declinata sui suggestivi temi del viaggio, degli incontri e scambi, e della scoperta.

Dopo la Capitale georgiana, la mostra proseguirà verso Oriente per concludersi in Cina nel 2022.
Gli artisti in mostra: Carla Accardi, Marisa Albanese, Yuri Ancarani, Francesco Arena, Enrico Baj, Gabriele Basilico, Bianco-Valente, Alighiero Boetti, Diego Cibelli, Gianni Dessì, Pamela Diamante, Flavio Favelli, Eugenio Giliberti, Paolo Grassino, Emilio Isgrò, Francesco Jodice, Mimmo Jodice, Jannis Kounellis, Maria Lai, Luigi Mainolfi, Domenico Antonio Mancini, Umberto Manzo, Masbedo, Sabrina Mezzaqui, Marzia Migliora, Nino Migliori, Nunzio, Luigi Ontani, Mimmo Paladino, Giulio Paolini, Perino e Vele, Michelangelo Pistoletto, Tamara Repetto, Pietro Ruffo, Ettore Spalletti, The Cool Couple, Eugenio Tibaldi, Fabio Viale.

Ambasciata d'Italia a Tbilisi/იტალიის საელჩო საქართველოში

მასალის გამოყენების პირობები



მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741266370

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 6 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7830 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7858 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კ...

ვალუტის კურსი

1741264392

მსოფლიო

ტრამპის ადმინისტრაცია ამერიკაში მყოფი 240 ათასი უკრაინელისთვის სამართლებრივი სტატუსის გაუქმებას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამერიკაში მცხოვრები 240 ათასი უკრაინელისთვის სამართლებრივი სტატუსის ჩამორთმევას გეგმავს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. საუბარია იმ უკრაინელებზე, რომლე...

უკრაინის მოსახლეობა

1741261938

მსოფლიო

პუტინმა აშშ-ში რუსეთის ახალ ელჩად ალექსანდრე დარჩიევი დანიშნა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ში ახალი ელჩი, ალექსანდრე დარჩიევი დანიშნა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. რუსეთს ელჩი ამერიკაში 2024 წლის ოქტომბრიდან არ ჰყავდა. 18 თებერვალს საუდის არა...

ალექსანდრე დარჩიევი

1741261815

საზოგადოება

იაგო ხვიჩია - იმედი მაქვს, ჩვენი კოლეგები, რომლებიც უკვე არ აპირებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, დარჩებიან ამ პოზიციაზე და არ გადაიფიქრებენ

იმედი მაქვს, ჩვენი კოლეგები, რომლებიც უკვე არ აპირებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, დარჩებიან ამ პოზიციაზე და არ გადაიფიქრებენ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა. ხვიჩიას თქმი...

პოლიტიკოსი

1741257625

საზოგადოება

გია ვოლსკი: სალომე ზურაბიშვილი თავისი პიროვნების აქტუალობის წამოწევის მცდელობებით დაიტანჯა

„სალომე ზურაბიშვილი თავისი პიროვნების აქტუალობის წამოწევის მცდელობებით დაიტანჯა. 2022 წლიდან მოყოლებული, ყოველდღიურად ცდილობს, როგორმე ოპოზიციას სათავეში ჩაუდგეს და სააკაშვილი ჩაანაცვლოს, როგორც კოლექ...

გია ვოლსკ