ზუგდიდში მე-20 უბანზე ხმაური იყო - პოლიციამ გიორგი მუმლაძე დააკავა (ვიდეო)

ხმაური იყო ზუგდიდში მე-20 უბანზე, სადაც ზუგდიდის მერობის კანდიდატს მამუკა წოწერიას, შემდეგ კი ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატს ირაკლი ჩიქოვანს "საქართველოსთვის" წევრი, გიორგი მუმლაძე დაუპირისპირდა.

როგორც ორგანიზაცია "საქართველოსთვის" წევრები აცხადებენ, ისინი საარჩევნო უბანთან იმყოფებოდნენ, როგორც საარჩევნო პროცესის დამკვირვებლები.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ზუგდიდის მე-20 უბანი არ არის პირველი, რომელზეც "ნაციონალური მოძრაობა" მათთან აპელირებულ სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან ერთად და ასევე მედიის წარმომდგენლებთან, დაძაბულ მდგომარეობას ქმნიან.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, არც ერთი ფაქტი რეაგირების გარეშე არ დარჩება და ძალადობას არ ადგილი არ უნდა ჰქონდეს.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

დაპირისპირების მონაწილე რამდენიმე პირი სამართალდამცველებმა, ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

საქართველოში დღეს 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტში და 24 საარჩევნო ოლქში მუნიციპალიტეტის არჩევნების მეორე ტური იმართება.

მოქალაქეები 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ.

ყველა თვითმმართველ ქალაქში ერთმანეთს „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატები უპირისპირდებიან.

ამავე თემაზე:

🔵 "მაქვს მოლოდინი, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მარცხს არ დასჯერდება და შეეცდება გარკვეული ინციდენტების ორგანიზებას"- თეა წულუკიანი

🔵 საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1736609208

ახალი ამბები

საპროტესტო აქციების დროს დაკავებული რვა პირი თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული რვა პირი თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე...

საპროტესტო აქციების დროს დაკავებული

1736607620

საინტერესო ამბები

„მავნებელი პრეზიდენტყოფილი ქალის დახვედრა ზუგდიდში, სხვანაირად ჩვენ, სამეგრელოში არ ვხვდებით“ - გიორგი გამსახურდია

გიორგი გამსახურდია საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის რეგიონულ ტურნეს ეხმიანება, რომელიც ზუგდიდიდან დაიწყო. გამსახურდია აქციაზე შეკრებილი ხალხის მცირერიცხოვნობაზე ამახვილებს ყურადღებას...

გიორგი გამსახურდია სალომე ზურაბიშვილი

1736605680

სოციალური მედია

„უნდა გითხრა, რომ ეს სანქცია საერთოდ არ მანაღვლებს, ჩემთვის დიდი პატივია ამ სიაში ყოფნა“ - ვასილ მაღლაფერიძის ღია წერილი ყოფილ მეგობარს

ცხადია, გაიგებდი, რომ შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივანს კონგრესმენებმა მოთხოვნა გაუგზავნეს ოცდახუთი ადამიანის, მათ შორის, ჩემი დასანქცირების შესახებ – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლ...

ვასილ მაღლაფერიძე

1736602609

ახალი ამბები

„მართალია, არ მოვემზადეთ, როგორც საჭირო იყო, დარწმუნებული ვიყავით, რომ ვიყავით მეტნი, რაც სწორია, მაგრამ მომზადებულიც უნდა ვიყოთ, საჭიროა ახალი პარტიები“ - სალომე ზურაბიშვილი

„კარგია დგომა, მაგრამ კიდევ უფრო კარგია იმის მომზადება, რაც გვჭირდება ხვალინდელი დღისთვის. კრიზისიდან გამოსავალი არის თავისუფალი არჩევნები, და შემდეგი არჩევნებისთვის მოუმზადებელი არ უნდა აღმოვჩნდეთ“,...

სალომე ზურაბიშვილი

1736599831

ახალი ამბები

სოხუმში სამი ადამიანი მოკლეს

11 იანვარს სოხუმში კაფე „ბისკვიტის“ სტუმრებს შორის სროლა მოხდა. დაღუპულია სამი ადამიანი. ისინი ცენტრალურ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ერთი მსროლელი მიიმალ...

სოხუმი