არ ჩამოვსულვართ, რომ ევროპის ჩემპიონატს უბრალოდ დავესწროთ... გვინდა, ამ ჩემპიონატზე ჩვენი სახელი დავტოვოთ, ისტორიის ახალი ფურცელი დავწეროთ - ხვიჩა კვარაცხელია

,,აქ არ ჩამოვსულვართ, რომ ევროპის ჩემპიონატს უბრალოდ დავესწროთ. ჩვენ გვინდა, ამ ჩემპიონატზე ჩვენი სახელი დავტოვოთ, ისტორიის ახალი ფურცელი დავწეროთ", - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ განაცხადა.

მან ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ძალიან დიდი ოცნება იყო, ალბათ, ყველა ქართველისთვის, ქართველი ფეხბურთელისა და ყველა გულშემატკივრისთვის, რომ ასეთ მნიშვნელოვან ტურზე ჩამოვსულიყავით. მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირებია ფეხბურთელისთვის, რადგან შენი ქვეყნის სახელით თამაშობ, შენი ქვეყნისთვის თამაშობ და ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. შენი ქვეყნისა სახლი გაგაქვს. ამაზე ყველა ერთად ვოცნებობდით და როდესაც ამას მივაღწიეთ, ეს ჩვენთვის იყო ყველაზე ბედნიერი დღე. დანამდვილებით იმის თქმა შემიძლია, რომ ჩვენ აქ არ ჩამოვსულვართ, რომ ამ ჩემპიონატს უბრალოდ დავესწროთ. ჩვენ გვინდა, ამ ჩემპიონატზე ჩვენი სახელი დავტოვოთ, ისტორიის ახალი ფურცელი დავწეროთ“, - განაცხადა კვარაცხელიამ.

საქართველოს ნაკრები F ჯგუფში პორტუგალიის, თურქეთისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. ევროპის ჩემპიონატზე ნაკრები 18 ივნისს, თურქეთს შეხვდება. მომდევნო შეხვედრები 22 და 26 ივნისს, ჩეხეთისა და პორტუგალიის წინააღმდეგ ექნება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1719075203

ახალი ამბები

„ჯერ იყო ევროპაზე პირველი გასვლა, შემდეგ ევროპაზე პირველი გოლი, დღეს ევროპაზე პირველი ქულა, 26-ში ევროპაზე პირველი მოგების ჯერია“ - ირაკლი კობახიძე

„ჯერ იყო ევროპაზე პირველი გასვლა, შემდეგ ევროპაზე პირველი გოლი, დღეს ევროპაზე პირველი ქულა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Facebook-ზე წერს. მთავრობის მეთაური საქართველოს...

 ირაკლი კობახიძე

1719074343

სპორტი

„ბედნიერი ვარ და ვფიქრობ, რომ უფრო მეტი შემიძლია, კმაყოფილი არასდროს არ ვარ“ - ხვიჩა კვარაცხელია

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ხვიჩა კვარაცხელიამ ჩეხეთთან ფრედ დასრულებული თამაშის შემდეგ მედიის კითხვებს უპასუხა. მან საქართველოს ნაკრების თამაში შეაფასა და აღნიშნა, რომ პორტუგალიასთან შეხვედრ...

 - ხვიჩა კვარაცხელია

1719071513

სპორტი

გიორგი მამარდაშვილი საქართველო-ჩეხეთის მატჩის MVP გახდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი ევროპის ჩემპიონატზე ჩეხეთსა და საქართველოს შორის გამართული მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. გიორგი მამარდაშვილმა 11 სეივი შეასრულა და საქართველ...

გიორგი მამარდაშვილი

1719068639

სპორტი

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ჩეხეთთან თამაში 1-1 ანგარიშით დაასრულა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2024-ის ფარგლებში პირველი ქულა მოიპოვა. ჩეხეთთან შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. საქართველოს ნაკრებს გოლი გიორგი მიქაუტაძემ მოუტანა, რომელმაც პირველ ტაიმში 11-მეტრი...

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმ

1719065549

სოციალური მედია

„ამ ტაიმს მაინც ერთი სახელი აქვს - მამარდაშვილი!“ - გიორგი კეკელიძე

მწერალი გიორგი კეკელიძე საქართველო - ჩეხეთის თამაშს ეხმაურება და სოციალურ ქსელში ქართველი მეკარის გიორგი მამარდაშვილის შესახებ წერს, რომელმაც პირველ ტაიმში 8 ბურთი მოიგერია.  „ამ ტაიმს მაინც ერთი სახე...

„ამ ტაიმს მაინც ერთი სახელი აქვს - მამარდაშვილი!“ - გიორგი კეკელიძე