„აშშ-ის საელჩოს ოპერაციები დროებით კიევიდან ლვოვში გადაგვაქვს - მოვუწოდებთ უკრაინაში დარჩენილ აშშ-ის ყველა მოქალაქეს, დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა“ - ენტონი ბლინკენი

აშშ უკრაინაში დარჩენილ აშშ-ის ყველა მოქალაქეს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა.
სახელმწიფო მდივნის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების მობილიზების მკვეთრი დაჩქარების გამო, აშშ-ს კიევის საელჩოდან ოპერაციები ლვოვში გადააქვს.
„მე და ჩემი გუნდი მუდმივად განვიხილავთ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ვითარებას. ამის გათვალისწინებით, რუსული ძალების მობილიზების მკვეთრი დაჩქარების გამო, უკრაინაში ჩვენი საელჩოს ოპერაციები დროებით გადაგვაქვს კიევიდან ლვოვში.
სიფრთხილის ეს ზომები არ არყევს უკრაინისადმი ჩვენს მხარდაჭერას ან ერთგულებას. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევია. ასევე ვაგრძელებთ გულწრფელ ძალისხმევას დიპლომატიური გამოსავლის მისაღწევად. ჩვენ ვაგრძელებთ ჩართულობას რუსეთის მთავრობასთან პრეზიდენტ ბაიდენის პრეზიდენტ პუტინთან სატელეფონო საუბრისა და საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან ჩემი საუბრის შემდეგ.
დიპლომატიის გზა ხელმისაწვდომი რჩება, თუ რუსეთი აირჩევს კეთილსინდისიერ ჩართულობას. მოუთმენლად ველოდებით ჩვენი პერსონალის დაბრუნებას საელჩოში, როგორც კი ამის პირობები იქნება“, – ნათქვამია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.
ასევე საინტერესოა:
🔵 „გვითხრეს, რომ 16 თებერვალი იქნება თავდასხმის დღე“ - უკრაინის პრეზიდენტის საგანგებო მიმართვა
🔵 რა საკითხებზე ისაუბრეს საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებმა?
1741451878
საზოგადოებაპეტრე ცისკარიშვილი თვითმმართველობის არჩევნებზე: ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“ მონაწილეობას არ მივიღებთ
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით „ნაციონალური მოძრაობა“ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. ხოლო იმ კონკრეტულ ძალებზე...
1741448456
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი გუდაურში მიმდინარე შეჯიბრებაზე: ჩვენ უკვე 300-ზე მეტ საერთაშორისო სპორტსმენს ვუმასპინძლებთ ჩვენს სათხილამურო კურორტებზე
ჩვენ უკვე 300-ზე მეტ საერთაშორისო სპორტსმენს ვუმასპინძლებთ ჩვენს სათხილამურო კურორტებზე. მიმდინარე შეჯიბრიც ძალიან წარმატებულია ჩვენი ქვეყნისთვის, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრ...
1741445968
საზოგადოებაპაატა სალია ოჯახური ღირებულებების კანონზე: ეს ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთა იყო, შესაბამისად, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისთვის, რომ ჩვენ ეს კანონი გავაუქმოთ
ირიბად, ეს ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოს ლეგიტიმურობას აღიარებენ, რადგან ითხოვენ, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტმა გააუქმოს კანონი - მთავრობა ვერ გააუქმებს კანონს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლეს...
1741443176
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: სამწუხაროა, რომ ევრო ბიუროკრატები კვლავ ილუზიის ქვეშ იმყოფებიან, თითქოს არის ათასობით სქესი. მადლობა ღმერთს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენ ამის მტკიცება არ გვჭირდება, არის ორის სქესი, კაცი და ქალი
სამწუხაროა, რომ ევრო ბიუროკრატები კვლავ ილუზიის ქვეშ იმყოფებიან, თითქოს არის ათასობით სქესი. მადლობა ღმერთს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენ ამის მტკიცება არ გვჭირდება, არის ორის სქესი, კაცი და...
1741442993
ახალი ამბებისპორტის მინისტრი: სასიხარულოა, რომ დღეს სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულთა მსოფლიო ყურადღების ცენტრშია გუდაური და ამინდშიც ძალიან გაგვიმართლა
სასიხარულოა, რომ დღეს სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულთა მსოფლიო ყურადღების ცენტრშია გუდაური და ამინდშიც ძალიან გაგვიმართლა, - განაცხადა სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ. მინისტრი გუდაურში იმყოფება...