მაკა ბოჭორიშვილი - თურქეთი საქართველოს განსაკუთრებული მეგობარია, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა სწორედ ამ მეგობრობას და ძლიერ ურთიერთპატივისცემას ეფუძნება

თურქეთი საქართველოს განსაკუთრებული მეგობარია, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა სწორედ ამ მეგობრობას და ძლიერ ურთიერთპატივისცემას ეფუძნება. სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ურთიერთობები ღრმა შინაარსით არის დატვირთული, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა თურქ კოლეგასთან, ჰაკან ფიდანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ბოჭორიშვილის თქმით, თურქეთსა და საქართველოს შორის არსებულ სანიმუშო მეზობლობას და მეგობრობას აძლიერებს პოლიტიკური დიალოგი.
„პირველ რიგში, მადლობას გადაგიხდით ჩემი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სანიმუშო მეზობლობას და მეგობრობას აძლიერებს პოლიტიკური დიალოგი, უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტები, ასევე მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს შეხვედრა ის მნიშვნელოვანია შესაძლებლობებია, რაც მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გასაძლიერებლად და საერთო ინტერესების განსახორციელებლად. თურქეთს ჩვენ ვხედავთ, როგორც უმნიშვნელოვანეს რეგიონულ მოთამაშეს, რომელსაც განსაკუთრებული როლი აქვს, როგორც გლობალური, ასევე რეგიონული მნიშვნელობის საკითხებში. აქედან გამომდინარე, ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო თქვენი მოსაზრებების და პოზიციების მოსმენა ყველა იმ საკითხზე, რაც ჩვენს რეგიონზე ახდენს გავლენას. დღეს ჩვენს გარშემო ბევრი საკითხია, რომელთა გადაწყვეტაც მოითხოვს სიბრძნეს, სიფრთხილეს და დაუღალავ შრომას, რომ ჩვენს რეგიონში იყოს მშვიდობა, შევძლოთ ეკონომიკურ განვითარებაზე უფრო მეტად ფიქრი და ის პოტენციალი, რომელიც არსებობს, გამოყენებული იყოს ადამიანების უკეთესი ცხოვრების უზრუნველსაყოფად. ჩვენ დიდად ვაფასებთ სამმხრივ თანამშრომლობას, რაც გვაკავშირებს თურქეთთან და აზერბაიჯანთან. ათწლეულების განმავლობაში ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანმა ერთობამ ბევრი სასიკეთო პროექტის განხორციელების შესაძლებლობა მოგვცა. იმედი მაქვს, მომავალში მექნება შესაძლებლობა, გავაგრძელო თქვენთან მუშობა ამ ფორმატში და ერთად შევიტანოთ წვლილი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებაში. მსურს, ხაზი გავუსვა თურქეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მისწრაფების კუთხით. ვისარგებლებ შესაძლებლობით და მადლობას მოგახსენებთ თქვენი ძალისხმევისათვის და მხარდაჭერისთვის ამ მიმართულებით“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, უკვე წლებია, თურქეთის რესპუბლიკა რჩება საქართველოს ნომერ პირველ სავაჭრო პარტნიორად და ეს ფაქტი კიდევ უფრო აძლიერებს ქვეყნების პარტნიორობას.
„ისიც უნდა ვთქვათ, რომ ორივე ქვეყანას გვაქვს მეტი პოტენციალი და ჩვენი ძალისხმევა უნდა მივმართოთ ამ მიმართულებით ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებისკენ, რათა მეტად გამოვიყენოთ არსებული პოტენციალი. ვისაუბრეთ ჩვენი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებზე. ერთობლივი პროექტები, რომლებიც უკვე განხორციელდა უნიკალურია თავისი მნიშვნელობით, განსაკუთრებით „შუა დერეფნის“ კონცეფციის გათვალისწინებით. ჩვენ შევძელით, განგვეხორციელებინა ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის, ბაქო-თბილისი ყარსის რკინიგზის პროექტები, რომლებიც ჩვენი ქვეყნების როლსა და ფუნქციას ახალ განზომილებას სძენს. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ მუშაობა, თანამშრომლობა ახალი პროექტების განხორციელებისთვის, რაც კიდევ უფრო გაზრდის ჩვენს როლს და მნიშვნელობას უფრო ფართო რეგიონულ კონტექსტში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ამასთან, მაკა ბოჭორიშვილმა თურქ კოლეგასთან ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა, რომ საქართველო მტკიცედ ემხრობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანაცხოვრების იდეას და მზად არის, გააგრძელოს თავისი წვლილის შეტანა რეგიონში მშვიდობის და კონსტრუქციული თანამშრომლობის ხელშეწყობის პროცესში.
„უსაფრთხოების გამოწვევების კონტექსტში ვისაუბრეთ რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომის მესამე წლისთავზე და შექმნილ უსაფრთხოების გარემოზე, რაც საფრთხეს უქმნის ევროპისა და შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურას. ომის შეწყვეტას და სამშვიდობო შეთანხმებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ევროპული, განსაკუთრებით, რეგიონის უსაფრთხოების და სამომავლოდ მისი მშვიდობიანი განვითარების კუთხით. ჩვენ მივესალმებით თურქეთის ძალისხმევას, წვლილი შეიტანოს მხარეებს შორის დიალოგის შესაძლებლობის ძიებაში. მსურს აღვნიშნო, რომ დღევანდელმა შეხვედრამ დაადასტურა, რაოდენ მტკიცეა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა და პოლიტიკური ნება, მივაღწიოთ კონკრეტულ შედეგებს ჩვენი ქვეყნების ეროვნული ინტერესების შესაბამისად“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მაკა ბოჭორიშვილმა ჰაკა ფიდანი საქართველოში ვიზიტით მოიწვია.
1740582835
ახალი ამბებიმიშა მშვილდაძე ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში ფულს სთხოვს: უხერხულია ასე დაპირება და მერე გადაგდება
მთელი წელი რომ ბაზრობდა ჯოზეფ ბორელი, 120 მილიონი ევრო საქართველოს მთავრობის ნაცვლად 2025-ში „ენჯეოებს“ და მედიას უნდა მივცეთო - რაშვებით, გავიდა პირველი კვარტალი, - წერს „ფორმულას“ თანადამფუძნებელი...
1740581468
მსოფლიო„ჩემთვის მთავარი იყო, რომ არ გვქონოდა ვალი“ - ზელენსკიმ დაადასტურა, რომ წიაღისეულის შესახებ შეთანხმების საბოლოო ვერსია მზად არის
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-სთან წიაღისეულის შეთანხმების საბოლოო ვერსიაში არსად არ არის მითითებული, რომ უკრაინას ვალი აქვს წარსულში მიღებული დახმარებისთვის. ამის შესახებ...
1740580845
ახალი ამბები„ადამიანის გამოყვანა უვნებლად მოხერხდა, გარდაცვალების ფაქტი არ დადასტურდა, ეს საბედნიერო ინფორმაციაა“ - მამუკა მდინარაძე
„ბოლო წუთებში და ბოლო საათებში ვრცელდებოდა ინფორმაცია ლანჩხუთის რაიონში ერთ-ერთი ადამიანის გარდაცვალების შესახებ, რაც არ არის სწორი. ადამიანის გამოყვანა უვნებლად მოხერხდა, გარდაცვალების ფაქტი არ დადას...
1740579393
ახალი ამბებიმეხანძრე-მაშველები დასავლეთ საქართველოში საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, დასავლეთ საქართველოში, დიდთოვლობასთან დაკავშირებით საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელ...
1740578265
ახალი ამბები„მოხალისეობრივი თვითინიციატივები იწვევს დამატებით პრობლემებს, იყო ბევრი შემთხვევა დასახმარებლად წასული ადამიანები თავად გახდნენ დასახმარებლები“ - მამუკა მდინარაძე
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე მოხალისეებს მოუწოდებს - ნუ გამოიჩენენ თვითინიციატრივებს და იმოქმედონ საკოორდინ...