ნინო ლაცაბიძე: სტუდენტების მოთხოვნა შესრულებულია და დღეიდან, რუსთავიდან თბილისში, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსები იმოძრავებენ

რუსთავის მერიამ, მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმის ფარგლებში, დედაქალაქის მიმართულებით კიდევ ერთი მეოთხე მარშრუტი - რუსთავი-თბილისი-მაღლივი კორპუსი აამოქმედა.

რუსთავის მერიის ცნობით, ახალი სატრანსპორტო ხაზის პრეზენტაცია, დღეს რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საქართველოს პარლამენტის დელეგატთან რუსთავიდან და გარდაბნის ისტორიული სოფლებიდან ირაკლი შატაკიშვილთან ერთად წარადგინა.

,,პრემიერ მინისტრის ირაკლი კობახიძის და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ჩვენ ვასრულებთ მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმის ძირითად ეტაპს. სტუდენტების მოთხოვნა შესრულებულია და დღეიდან, რუსთავიდან თბილისში უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმართულებით იმოძრავებენ მუნიციპალური ავტობუსები. დღევანდელ პრეზენტაციაზე წარვადგინეთ სწორედ ის მიმართულება, რომლითაც ძირითადად სტუდენტები ისარგებლებენ. ამ მარშრუტის 50% ბასლაინზე იქნება, რაც გაცილებით კომფორტულს და მარტივს გახდის სტუდენტთა გადაადგილებას”, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

საქართველოს მთავრობის დახმარებით, რუსთავის მერიამ 20 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი განახორციელა და 70 ერთეული ახალი, ევროსტანდარტის შესაბამისი ავტობუსი შეიძინა, რომელიც 5 სხვადასხვა მარშრუტზე გადანაწილდება.

,,მოგეხსენებათ, რომ რუსთავში მუნიციპალური სერვისების რეფორმა მიმდინარეობს და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სწორედ მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმა გამოდგა. რუსთავიდან თბილისის მიმართულებით ყოველდღიურად 20 ათასამდე მგზავრი გადაადგილდება. დღეს ახალი მარშრუტი დაემატა უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმართულებით, რომელიც განსაკუთრებით სტუდენტებისთვისაა მნიშვნელოვანი და აუცილებელი. რუსთავსა და თბილისს შორის ტრანსპორტის სფეროში ინტერმუნიციპალური თანამშრომლობა წარმატებით განხორციელდა და რუსთავის მუნიციპალურ ავტობუსებს ბასლაინზე გადაადგილების შესაძლებლობა მიეცა”, - განაცხადა ირაკლი შატაკიშვილმა.

მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმის ფარგლებში, ავტობუსები რუსთავიდან უკვე მოძრაობენ თბილისის სპორტის სასახლის, დიდუბის ავტოსადგურის, ისნის მიმართულებით და უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის გეზი, უკვე მეოთხე მარშრუტია რომელიც დღეიდან ამოქმედდა. უახლოეს პერიოდში დაინიშნება კიდევ ერთი ახალი მიმართულება, რომელიც თბილისის რკინიგზის სადგურამდე მოემსახურება რუსთაველებს. ჯამში, რუსთავიდან თბილისის მიმართულებით, მუნიციპალური ტრანსპორტი ხუთი სხვადასხვა გეზით იმოძრავებს. მგზავრობის საფასურის გადახდა, საბარათე სისტემით – ,,რუსთავი ქარდით“, „საქართველოს ბანკისა“ და „თიბისი ბანკის“ ბარათებითაა შესაძლებელი. გათვალისწინებულია საშეღავათო პაკეტი სტუდენტებისთვის, მგზავრობა უფასოა შშმ პირებისთვის.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740582835

ახალი ამბები

მიშა მშვილდაძე ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში ფულს სთხოვს: უხერხულია ასე დაპირება და მერე გადაგდება

 მთელი წელი რომ ბაზრობდა ჯოზეფ ბორელი, 120 მილიონი ევრო საქართველოს მთავრობის ნაცვლად 2025-ში „ენჯეოებს“ და მედიას უნდა მივცეთო - რაშვებით, გავიდა პირველი კვარტალი, - წერს „ფორმულას“ თანადამფუძნებელი...

საზოგადოება

1740581468

მსოფლიო

„ჩემთვის მთავარი იყო, რომ არ გვქონოდა ვალი“ - ზელენსკიმ დაადასტურა, რომ წიაღისეულის შესახებ შეთანხმების საბოლოო ვერსია მზად არის

 უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-სთან წიაღისეულის შეთანხმების საბოლოო ვერსიაში არსად არ არის მითითებული, რომ უკრაინას ვალი აქვს წარსულში მიღებული დახმარებისთვის. ამის შესახებ...

ტრამპი და ზელენსკი

1740580845

ახალი ამბები

„ადამიანის გამოყვანა უვნებლად მოხერხდა, გარდაცვალების ფაქტი არ დადასტურდა, ეს საბედნიერო ინფორმაციაა“ - მამუკა მდინარაძე

„ბოლო წუთებში და ბოლო საათებში ვრცელდებოდა ინფორმაცია ლანჩხუთის რაიონში ერთ-ერთი ადამიანის გარდაცვალების შესახებ, რაც არ არის სწორი. ადამიანის გამოყვანა უვნებლად მოხერხდა, გარდაცვალების ფაქტი არ დადას...

მამუკა მდინარაძე

1740579393

ახალი ამბები

მეხანძრე-მაშველები დასავლეთ საქართველოში საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, დასავლეთ საქართველოში, დიდთოვლობასთან დაკავშირებით საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელ...

თოვლი დასავლეთში

1740578265

ახალი ამბები

„მოხალისეობრივი თვითინიციატივები იწვევს დამატებით პრობლემებს, იყო ბევრი შემთხვევა დასახმარებლად წასული ადამიანები თავად გახდნენ დასახმარებლები“ - მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე მოხალისეებს მოუწოდებს - ნუ გამოიჩენენ თვითინიციატრივებს და იმოქმედონ საკოორდინ...

მამუკა მდინარაძე