სტიქიის შედეგებთან გამკლავების ღონისძიებებში თავდაცვის ძალების ასობით სამხედრო და ათობით სპეციალური ტექნიკა მონაწილეობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგებთან გამკლავების ღონისძიებებში თავდაცვის ძალები გუშინდელი დღიდან მონაწილეობს. გურიის რეგიონში მობილიზებულია რამდენიმე ათეული სპეციალური სამხედრო ტექნიკა, რომელიც რთულად მისასვლელ ადგილებში გამოიყენება.

საქართველოს ვიცე-პრემიერ, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, სამხედრო მოსამსახურეები ჩართულნი არიან გაწმენდით სამუშაოებში, ასევე კონკრეტულ სოფლებში მედიკამენტებითა და საკვებით ეხმარებიან ოჯახებს. დავალებაზე გასულ სამხედრო მოსამსახურეებს მუდმივი კომუნიკაცია აქვთ შტაბთან და დამატებითი საჭიროების შესახებ ოპერატიულ ინფორმაციას აწვდიან.

„რამდენიმე ასეული სამხედროა მობილიზებული. სხვა საჭიროების შემთხვევაში, მაქსიმალურად ჩავერთვებით. თუმცა, ასეთი დავალება ამ ეტაპისათვის არ არის. დღეს ჩვენი ამოცანაა, დავეხმაროთ შსს-ს და სხვა მუნიციპალურ სამსახურებს, რათა შესაძლებელი გახდეს, მივიდეთ თითოეულ დასახლებულ პუნქტში და კონკრეტული ოჯახებს დახმარება გავუწიოთ. ამ ეტაპზე არსებული ამოცანების მიხედვით, ჩვენ მიერ მობილიზებული ძალები სრულიად საკმარისია, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, რამდენიმე საათში შევძლებთ დამატებითი ძალების მობილიზებას“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა დიდთოვლობის გამო წარმოქმნილ საგანგებო სიტუაციაში თავდაცვის ჩართულობასთან დაკავშირებით.

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740580845

ახალი ამბები

„ადამიანის გამოყვანა უვნებლად მოხერხდა, გარდაცვალების ფაქტი არ დადასტურდა, ეს საბედნიერო ინფორმაციაა“ - მამუკა მდინარაძე

„ბოლო წუთებში და ბოლო საათებში ვრცელდებოდა ინფორმაცია ლანჩხუთის რაიონში ერთ-ერთი ადამიანის გარდაცვალების შესახებ, რაც არ არის სწორი. ადამიანის გამოყვანა უვნებლად მოხერხდა, გარდაცვალების ფაქტი არ დადას...

მამუკა მდინარაძე

1740579393

ახალი ამბები

მეხანძრე-მაშველები დასავლეთ საქართველოში საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, დასავლეთ საქართველოში, დიდთოვლობასთან დაკავშირებით საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელ...

თოვლი დასავლეთში

1740578265

ახალი ამბები

„მოხალისეობრივი თვითინიციატივები იწვევს დამატებით პრობლემებს, იყო ბევრი შემთხვევა დასახმარებლად წასული ადამიანები თავად გახდნენ დასახმარებლები“ - მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე მოხალისეებს მოუწოდებს - ნუ გამოიჩენენ თვითინიციატრივებს და იმოქმედონ საკოორდინ...

მამუკა მდინარაძე

1740577126

საზოგადოება

განათლების სამინისტრო: სასწავლო პროცესი შეჩერებულია აჭარის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სკოლებში - გაცდენილი საგაკვეთილო საათების ანაზღაურებასთან დაკავშირებით სკოლები უზრუნველყოფენ მოსწავლეთა მშობლების ინფორმირებას

„განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით საქართველოს მასშტაბით საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები, შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით, აქ...

განათლების სამინისტრო

1740576109

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 26 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8141 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8168 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...

ლარის კურსი